ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 აგვისტო, 2010


აგვისტოს ხვატი

შენ მიდიოდი და ქუჩა უკან
ქალიშვილების სიცილს ეჭირა,
პალმის რტოები თავისთვის დუმდა,
გზებზე აგვისტოს ხვატი ეფინა.
__ __ __ __ __ __ __ __ __ __ __ _
შენ მიდიოდი და ქუჩა უკან
ქალიშვილების სიცილს ეჭირა...
                                                1983წელი

...
მზე ზღვის უბეში დებდა ყალიონს,
აუმზისფერდა თოლიას თვალი,
წარბი გაეხა თოთო ალიონს,
როცა ცის კიდეს შემოსწვდა ალი...
                                                  1997წელი
...
ირწეოდა იდუმალი ფარდა,
მზერა ცისკენ ცერად გავასხვისე,
ვნებიანი მზეს აშლოდა მადა,
დიაცისას უბეს რომ სწვავს ისე...
                                                  1999წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები