ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2010


თვალები დახუჭე შაჰრაზად...

ჭრილობა ღიაა, სისხლი თუ მოწვეთავს შაჰრაზად.
ცხოვრება ყოველთვის ლამაზი ზღაპარი არ არის.
მაშინ  გღალატობენ, როცა შენ, ამისთვის არ ხარ მზად.
ქალი ჯერ ევაა, ქართველიც, თურქიც და არაბიც.

მთვარეა მეუფე, ეს ღამე გარყვნილი მხევალი…
და როგორც ზღაპარში, პრინცესა იქცევა გომბეშოდ.
სიკეთე გინდა და აქ მხოლოდ ბოროტსა ხედავენ.
ექსტრემით დაღლილი შენ მაინც ბოლომდე თამაშობ.

ვერ ხვდები, ნიღბები ხასიათს ცუდად რომ მალავენ.
თვალებს ნუ ენდობი, საცრით თუ პარავენ ზღვას ფერებს.
ათას ერთ ღამეში ერთ ღამედ არა ღირს არავინ...
პატივს და დიდებას ბრიყვიც კი ადვილად იფერებს.

ჭრილობა ღიაა სისხლი თუ მოწვეთავს შაჰრაზად.
შენ, ცოტას საუბრობ, ჩუმად ხარ და ღამეც ხედავ ბევრს.
გომბეშოს ღალატზე თვალები დახუჭე ხანდახან.
პრინცი არ აკოცებს, ბოროტ და კუდიან დედაბერს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები