ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რეჟისორი
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2010


Romale



ჩიბუხის კვამლით გაჟღენთილი
ფუნდუკის ჩარდახს
რგოლებად აკრულ მოგონებებს
ვენათხოვრები,
ახლა ისეთი ძლიერია ეს გაგიჟება,
რომ დროა, რაღაც ამოხიო
შენი ცხოვრების.
ჰეი,..
გააღეთ დარაბები -
სუნთქვა გაჭირდა,
გარეთ ხომ ახლა ღამეა და
არ ჩანს ცისკარი.
მახსოვს -
ცხოვრება საფეთქელზე
დარდს რომ მაჭრიდა -
ეს ყველაფერი
მე რატომღაც მაშინ გითხარი...
ერთიც მიმღერე შენებურად
ჩემო ლოიკუ,
დარდი ჩავახრჩო სიცხიანი
ღვინის თასებში,
ეს გაბრაზებაც გადაივლის
ვიცი დრო იყო -
თეთრი იაბო იტეხავდა
ნალებს ღამეში..
და სახადივით შემოჩენილ
თვალების ელვას
ისევ შორიდან,
ისევ ისე მოვეფერები...
მოდი,
დამისხი მიკიტანო,
კიდევ დამისხი,
სანამ გიტარას დასწყვეტია
ბოლო სიმები,
დღეს ეს ლოთობაც
სულერთია ჩემთვის ძმობილო,
ამ ყველაფერზე
სიჩუმეში გავიღიმები.
რა ბედენაა -
იყო ფხიზლად
და იყო მარტო...
იქ სადაც ყველა კარებია
გამოღებული,
ყველა ნაბიჯი დათვლილია
და მხოლოდ გართობს,
შენი ცხოვრება -
უცნაურად გაორებული...
ადრე თუ გვიან
ჩვენს ნაბიჯებს დაფარავს ხავსი,
აღარც ამ სიტყვებს არ გვეტყვიან
Hey Romale ..
ხოდა ძმობილო
მიმღერე და გავტეხოთ ნავსი
მე ეს ცრემლები
ღვინის თასში უკვე ჩავმალე...
მოდით,
გააღეთ დარაბები -
სუნთქვა გაჭირდა
გარეთ ჯერ ისევ ღამეა და
არ ჩანს ცისკარი
გახსოვს ?! -
ცხოვრება საფეთქელზე
დარდს რომ მაჭრიდა -
ეს ყველაფერი
მე რატომღაც მაშინ გითხარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს