ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2010


ოდდა ირლანდიას

იშვიათი მზის ზღვის ტალღებში იშვიათ სუნთქვას,
ჩემი კალამი წააწყდება, უფრო ყველაზე
უიშვიათეს ეგზოტიკას დუბლინის, სულ სხვა,
სულ სხვა რამეა მზის ამოსვლა უცხო ენაზე

მოსიარულე, მოსაუბრე, მოსაკალმები...
ქოლგები, წვიმა, თოლიები, განთიადები,
რა დროს ამდენი ტკივილია... მოგესალმები,
ჩვენი არ იყოს, შენც უდაოდ გამთლიანდები

ერთ მშვენიერ დღეს, შენს ბაღებშიც მოვა მაისი
და ვინმეს ძლიერ ეღირსება გამოკალმება
სენტ სტივენს გრინზე აღერილი ედელვაისის
ალბათ ყველაზე იშვიათი გამოსალმების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები