ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
6 სექტემბერი, 2010


ნ უ გ ე შ ი . . . (ნაწილი I)

  სამოქალაქო ომი პიკს უახლოვდებოდა.  ზღვისპირა ქალაქი თითქმის დაცარიელებულიყო. აფხაზი ქალების უმეტესობა სიხარულს ვერ მალავდა და თავს გმირის ცოლს უწოდებდა.  პატარები კი ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ ტოვებდნენ მათ მეგობრები...
  – მე მალე დავბრუნდები თემურ!
  – დაგელოდები და არასდროს დაგივიწყებ, გიორგი!
  კაცურად გადაეხვივნენ ერთმანეთს. გამეღიმა და - ,,მამლუქის" ხვიჩა და გოჩა გამახსენდა.          მოსახლეობის ნაწილი გემით გადადიოდა მშობლიური ქალაქიდან სამშვიდობოს, ნაწილმა კი, სოფელ მერხეულის გავლით,  სვანეთის ცივ მთებს მიაშურა გადასარჩენად... მანამ კი....
  სანამ, სვანეთისკენ მიმავალი გზის შესახებ მოყოლას დავიწყებდე, ორიოდ სიტყვით ჩემზე გიამბობთ. ობოლი ვარ. მშობლებზე საუბარი ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა... ისინი აფხაზებმა ჩვენი ტყვედ აყვანისას, ჩემს თვალწინ სადისტურად დახოცეს. მე  ერთმა აფხაზმა ჩუმად გამომაპარა. გამოვიპარე, მაგრამ სად მივდიოდი , არ ვიცოდი. ტყეში დავიმალე.  საიდმა, (ასე ერქვა იმ აფხაზს, რომელმაც გამათავისუფლა)  გზა მიმასწავლა და მეც იმ გზას გავუყევი, როგორც დამამახსოვრდა.  ტყე უნდა გამევლო. სიბნელემ მომისწრო. ძალიან შემეშინდა. ლოცვა დავიწყე და ასე მივდიოდი, მაგრამ  შიში მაინც არ მშორდებოდა- ვფიქრობდი, რომ სადმე რომელიმე აფხაზს შევეჩეხებოდი  და მეც  გამომასალმებდა სიცოცხლეს.
  ტყე ჩემდა საბედნიეროდ, დიდი არ აღმოჩნდა. ტყის განაპირას  სახლი დავინახე. ჩუმად მივუახლოვდი და დიდხანს ვაკვირდებოდი ფრთხილად,შეშინებული ვიყავი, არ ვიცოდი, შიგნით ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. უცებ, ქართული მომესმა. სანთელი ენთო და ვიღაც ,, მამაო ჩვენოს" ჩურჩულით ამბობდა. მაინც გაუბედავად დავაკაკუნე კარზე.  მივხვდი, რომ კაკუნის ხმა გაიგეს - კარებისკენ ფრთხილი ნაბიჯები დაიძრა. 
  – ქართველი ვარ, შემომიშვით. შველა მჭირდება! -  შევძახე განწირული ხმით.  კარი მოხუცმა ქალბატონმა გააღო, გარეთ გამოვიდა.:
  – ვინმემ ხომ არ შეგამჩნია, შვილო?
  – არა, ოღონდ შემომიშვით, ძალიან ცუდად ვარ...
  მოხუცი განზე გადგა და მანიშნა, შევსულიყავი. სახლში მის  მეტი არავინ იყო.  საწოლზე დავეშვი და კარგა ხანს  გაუნძრევლად ვიწექი.  მოხუცი მომიახლოვდა და მითხრა:
  – შვილო გეშიება , ყველი და პური მოგიტანე და შეჭამე.
  ჭუჭყიანი ვიყავი. მოხუცმა წყალი მომიტანა და დამბანა, უარი არ მითქვამს. მადლობა გადავუხადე და ავტირდი - მშობლების სადისტური წამება გამახსენდა. უხმოდ დამაფარა საბანი და ოთახიდან გავიდა.
  მეორე დილით... დილით კი არა და თითქმის შუადღისას,  გამაღვიძა:
  – ახლა ჩემი შვილი მოვა, სვანეთით ვაპირებთ გადასვლას და შენც ჩვენთან ერთად წამოდი...
  ფეხის ხმა შემოგვესმა. ალბათ, უკვე მოვიდაო,ვიფიქრეთ. ქალი კართან მივიდა, მაგრამ შეცდა... მოულოდნელად სამმა აფხაზმა  შემოანგრია კარები. ისევ ის აფხაზები იყვნენ, ვინც მშობლებთან ერთად ტყვედ ამიყვანა. მომვარდნენ და ცემა დამიწყეს. მოხუცი გადამეფარა და კივილი მორთო.  ერთმა  ესროლა და მოკლა.  თმებში  ხელი ჩამავლეს და კონდახი მირტყეს მუცელში. ერთადერთი რამ მინდოდა - როგორმე თავი მომეკლა, რომ სეპარატისტები არ გამეხარებინა.
  უცებ, საიდი დავინახე და იმედი მომეცა.  ბიჭებს აფხაზურად გადაულაპარაკა. მომცილდნენ. შემომხედა და თვალები აუცრემლიანდა. სანამ მე ცოცხალი ვარ, ხელს ვერავინ გახლებსო, მითხრა ჩურჩულით. მივხვდი, ავტორიტეტით სარგებლობდა რადგან ასე უცებ დაშოშმინდნენ.
  მეტს ვეღარ გავუძელი - გული წამივიდა.  როცა გავიღვიძე, საწოლზე ვიწექი. თავთან საიდი მეჯდა. წამოვიწიე. მუცელში საშინელი ტკივილი ვიგრძენი.
  - ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ. ძალიან ლამაზი ხარ.
    ხმას ვერ ვიღებდი. საწოლთან დაჯდა და სახე მომიწმინდა სისხლისგან. მუცელი შემიხვია. ოთახში მარტო ვიყავით.
  – რატომ მეხმარები? – წავიჩურჩულე.
  შემომხედა დიდრონი თვალებით. გაიღიმა.
  – მე ჯერ არავინ მომიკლავს. პირველივე ნახვისას მომეწონე. გარდა ამისა, დედა ქართველი მყავს, გემით გავამგზავრე ბათუმში. შენ სვანეთით მოგიწევს წასვლა. მაგრამ პირობა უნდა მომცე რომ, თუ იქ არავინ გელოდება, ბათუმში ჩადი დედაჩემთან, ვიცი, რა მძიმეა მშობლების დაკარგვა. გპირდები, მე დავმარხავ მათ. ... ავტირდი.
  – ბიჭებს რა უთხარი? სითამამე მომემატა და ვკითხე.
  ისევ თავისებური ეშმაკუნა ღიმილით შემომხედა და მიპასუხა:
– ვუთხარი რომ შენ მხოლოდ მე მეკუთვნი და მე გამოგასალმებდი სიცოცხლეს. მენდობიან და ეჭვი არ შეპარვიათ ჩემს სიტყვებში. კარგი, დროა წავიდეთ, მე მერე უნდა დავბრუნდე.
–შენ როგორ მოგძებნო მერე? ვკითხე დაუფიქრებლად.
  ესიამოვნა. ჩამოვალ ბათუმში. ბედნიერი ვიქნები თუ დამელოდები.
  საიდი– ერთადერთი ნუგეში იყო ჩემთვის, მშობლების სიკვდილის მერე... ჩემი მხსნელი... ვიღაცის სახლში მიმიყვანა. ქართველები იყვნენ., ეტყობა მათაც ეხმარობოდა. მათთან ერთად სამშიდობოს გაგვიყვანა. ცრემლები მომერია. მოკრძალებულად მოვეხვიე და ვუთხარი:
  –  თავს გაუფრთხილდი, მე აუცილებლად დაგელოდები!
  შუბლზე მაკოცა და გატრიალდა.  ხელი ძლივს გავუშვი მის ხელებს და გულში რაღაც ჩამწყდა. 24 სექტემბერი იყო ის დღე...


                                                                                                                  (ბ.გ-ს)

 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები