ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 აგვისტო, 2010


საიდუმლო შეხვედრა მე-სთან...

                                                                                              (ჩემს მე–გობარს)
უკვე მერამდენე დილაა, რომ ზუსტად ერთსა და იმავე დროს ვიღვიძებ. ვდგები და სარკესთან მივდივარ იმ იმედით, რომ მის სიღრმეში მიმალულ ჩემს მე-ს ვიპოვი. ფიქრით მოვიარე ზღვისპირა ქალაქები, მთები, სოფლები, მაგრამ უშედეგოდ...
  დღევანდელი დღეც ისეთივე გათენდა, როგორიც წინა... უიმედობით დაღლილმა სარკეს თავი ვანებე, ჩავიცვი და სახლიდან გავედი.
  აგვისტოს მცხუნვარე მზეა. არადა, დღეს როგორ ვინატრე  წვიმა ... შარდენის ქუჩას ჩავუყევი და ნაცნობმა სახემ ჩამიარა. შევჩერდი. ისიც გაჩერდა. ჩემი მეორე „მე“ დავინახე - ახლა ოდნავ შეჭაღარავებული თმით და წვერით, მაგრამ ისეთივე სიმპათიური, როგორიც ადრე იყო...
- გამიხარდი,- მითხრა მე-მ.
- მეც, ძალიან, ძალიან - ვპასუხობ.
  კაფე ,,el’magreph’’ დავსხედით და ვისაუბრეთ. ყურადღებით ვუსმენდი, რომ ჩემი მე-ს უჩვეულო ხმით წარმოთქმული არცერთი სიტყვა არ გამომრჩენოდა. გრილოდა, წყნარი მუსიკა უკრავდა. მე და ჩემმა მე-მ გავიხსენეთ ,თითქმის ყველა ბნელი თუ ნათელი მხარე ჩვენი ცხოვრებისა...
-გახსოვს, სიკვდილს რომ ჩავხედეთ თვალებში?
- მახსოვს, იმიტომ, რომ მაშინ ძალიან შემეშინდა შენი დაკარგვის.
- ჩვენი კუთხე თუ გახსოვს, ასათიანის ქუჩაზე, სადაც შენ დამტოვე და აღარ მოდიოდი ?
შემრცხვა.
- მე შენ არ დამიტოვებიხარ, არ გჭირდებოდი მაშინ!
- არც შენ, ალბათ.
- ახლა?
- ახლა ძალიან მჭირდები...
  მღელვარედ დავცქეროდი საათს. განა მეჩქარებოდა - ვნატრობდი, დრო გაჩერებულიყო...
მერე... მერე ჩვენი წასვლის დრო მოვიდა. უნდა დავმშვიდობებოდით ერთმანეთს. მე-მ თმებზე შემახო თითები. ეშმაკუნა თვალებით შემომხედა და დამემშვიდობა.
მე ვიპოვე ჩემი მეორე მე! ის მე-დეას საიდუმლოა. მე-დეას მე-გობარი!
რატომ საიდუმლო? იმიტომ, რომ მესაკუთრე და ეგოისტი ვარ, არ მინდა, სხვამ წამართვას.
ახლა, როცა სარკეში ვიყურები, ჩემს მე-ს ვხედავ... ზოგჯერ იცინის, ზოგჯერ სევდიანია... ზოგჯერ სიკვდილსაც ველაპარაკებით ერთად, მაგრამ არ გვეშინია.
ჩვენი ფანჯრები ერთმანეთის პირისპირაა... საღამოობით ერთმანეთს ვუყურებთ. ახლა ზის ჩემი მე და ჩემს წიგნს კითხულობს... გათენებას კი ერთად ვხვდებით შუა ქალაქში...ერთად დავდივართ, მაწანწალა პატარებსა და გაჭირვებულ მოხუცებს ერთად ვუყრით ხურდას ხელში...
  მე აუცილებლად მივალ ჩემი სულის გასვენებაზე, მაშინ როცა ,,მე'' ისევ მიმატოვებს და ჩემს გვერდით აღარ იქნება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები