| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: პოეზია 23 აგვისტო, 2010 |
დღეიდან, ყველაფერი შეიცვლება... ვეუბნებოდით საკუთარ თავებს, ათი წლის უკან, საშრობ თოკებზე ახალ-გარეცხილი სარეცხივით გადმოკიდებულნი, უმზისსხივებო, სითბოსა და კაცისაგან მიტოვებულ ამინდებში, ქარის იმედად.
... მას შემდეგ მართლაც ბევრი რამ შეიცვალა, ყვავილები - იგივე დარჩა, ფერიც არ უცვლია,
მაგრამ დღეიდან, დღეიდან , მართლა ყველაფერი შეიცვლება ! რადგან ჩვენ თვითონ ძალიან შევიცვალეთ და რაც მთავარია, მივხვდით, რომ ძალიან შევიცვალეთ.
და ვთვლით, რომ დროა მეორე მესამედშიც ღირსეულად გადავაბიჯოთ.
დროა ვაღიაროთ, რომ დიდი ხანია მივხვდით, რომ როდესაც მათხოვარს გვერდით ჩავუვლით, თუ რა თქმა უნდა გვერდით ჩავუვლით და მისთვის საწყალობელი ჯიბეებში არაფერი აღმოგვაჩნდება, ლოცვა დავუტოვოთ, იქნებ მისთვის ასეც კი სჯობდეს.
მაგრამ რატომღაც, სისრულეში მოყვანას იმისას, თუ რასაც ვფიქრობდით, რასაც განვიცდიდით, ვაგვიანებდით, ვერ ვწინათგრძნობდით,
მაგრამ დღეს, დროა სისრულეში მოვიყვანოთ საკუთარი სიცოცხლე, რადგან სხვაგვარად, იქნებ იმ აბსურდულ წერილებადაც ვიქცეთ, მარტოოდენ სიტყვები, რომ დააქვთ და ვინ იცის როგორ დავაგვიანოთ...
დროა ! დროა სისრულეში მოვიყვანოთ ყველა ის \"ვისთვის\" გულახდილი ჩანაფიქრები, ღამით კი არა სისხამ დილაზე, ღამენათევთ და საშინლად დაღლილთ, ძილს, რომ არ გვაძლევდა, რომ გვედგა თავზე და ლოცვასავით ღუღუნებდა საკუთარ ნებას, მაშინ როდესაც ნელთბილ ლოგინში, ძალაგამოცლილნი მივეგდებოდით და გულაღმა დავწვებოდით, რომ უკეთ გვეფიქრა, მათ სისრულეშ მოჰყავდათ \"თავიანთი\" ჩანაფიქრები, ისინი გვიკითხავდნენ საკუთარ თავებს და ჩვენც ვუსმენდით, სადღაც კმაყოფილები, რომ ისინი ჩვენი იყვნენ, სადღაც კი უკმაყოფილოები, მათზე მიბაძვა, რომ არ შეგვეძლო, რომ ვერა და ვერ დავადგით თავი... და მოსვენებას არ გვაძლევდა გრძნობა იმისა, რომ ყველაფერ ამას სჭირდებოდა ის, რასაც ვერ ვფლობდით, რაც ძალიან იწელებოდა...
მაგრამ დღეიდან, დღეიდან ყველაფერი შეიცვლება ! რადგან ჩვენ, ჩვენ მივხვდით, რომ ჩვენი ჩანაფიქრების განხორციელებას ვერ დაგვასწრებენ.
და ვთქვით: დროა გავიღვიძოთ ჩვენც ! გა-მოვიღვიძოთ და საწოლი, თუ სკამი, თუ სავარძელი, სადაც აქამდე ასე \"გვეძინა\", დავდგათ მისთვის უცხო ოთახში, მყუდრო ოთახში, იმ ოთახში, რომელშიც არასდროს შევალთ, იქამდე, სანამ ვინმე, ჩვენი, ჭეშმარიტი და ამასთან უკანასკნელი მეორე, დაჟინებით არ მოგვთხოვს ამას, არ გაგვახსენებს,
რომ ჩვენ მას გავუღვიძეთ ყველაფრის ნება და ამ ყველა ნების უფლება დავრთეთ, რომ ვაჩუქეთ უსასრულოდ მთელი სამყარო, რომელშიც არ შეიძლება იყოს ერთი დაკეტილი ოთახიც, რომელსაც ვუთხარით ალბათ ყველაზე ბანალური სიტყვები და გაგვიკვირდა, როდესაც ამ სიტყვების წარმოთქმისას ცრემლები ჩამოგვცვივდა, უცნაური ცრემლები... რომ მათ ეს ეამათ, ჩვენ კი დავირცხვინეთ. გვინდოდა აგვეხსნა, მაგრამ ვიყუჩეთ და ვაღიარეთ, რომ არიან სიტყვები და არიან სიტყვებიც... მერე სულ უფრო მივეჩვიეთ ამ ღვთიურ სიტყვებს, მათ გარშემო ბავშვივით ტრიალს...
და ვთქვით:
დროა გავიღვიძოდ ჩვენც, დროა სისრულეში მოვიყვანოდ ჩვენი ცხოვრება, დროა სისრულეში მოვიყვანოდ ეს გაზაფხულიც, ეს საღამოც, ეს უმშვიდესი, მწვანე მთებზე გაფენილი გრილი საღამო, ნიავი და თოლიების გაცრეცილი სითეთრე, რომ დააქვს, თვალსაწიერზე, თითქოს არ იცოდეს, რომ დღეიდან ყველაფერი შეიცვლება... რომ ისიც უკვე ისტორიაა, რომელსაც აღარავინ წაიკითხავს,
რადგან სტრიქონებს არაფერი გამოჰპარვიად, სტრიქონებმა ყველაფერი თქვეს ყველა ფერის თქვეს ყველა ფერით თქვეს
ხოლო რაც ვერ სთქვეს- აირეკლეს, ან იგულისხმეს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ძალიან მომეწონა.. ძალიან .. !
ძალიან მომეწონა.. ძალიან .. !
7. საინტერესოა მართლაც, თუმცა ლექსად ვერ წავიკითხე, მე მაპატიეთ :) 2 ქულა :) საინტერესოა მართლაც, თუმცა ლექსად ვერ წავიკითხე, მე მაპატიეთ :) 2 ქულა :)
6. ძაან გაწელილია, ზედმეტობებიც არის, დამღლელია. ალაგალაგ კარგია.
3 ძაან გაწელილია, ზედმეტობებიც არის, დამღლელია. ალაგალაგ კარგია.
3
5. ვეუბნებოდით საკუთარ თავებს, ათი წლის უკან, საშრობ თოკებზე ახალ-გარეცხილი სარეცხივით გადმოკიდებულნი, უმზისსხივებო, სითბოსა და კაცისაგან მიტოვებულ ამინდებში, ქარის იმედად...
ძალიან ნაცნობი განწყობა. ის ლექსი, მოიტანე რა აქ გიო, აი ძალიან ლექსი... ვეუბნებოდით საკუთარ თავებს, ათი წლის უკან, საშრობ თოკებზე ახალ-გარეცხილი სარეცხივით გადმოკიდებულნი, უმზისსხივებო, სითბოსა და კაცისაგან მიტოვებულ ამინდებში, ქარის იმედად...
ძალიან ნაცნობი განწყობა. ის ლექსი, მოიტანე რა აქ გიო, აი ძალიან ლექსი...
4. საინტერესოა, თუმცა ცოტა რთული! თუ ავტორი ფიქრობს, რომ პოეზიაა, მე ვენდობი მის სიტყვას! 5 საინტერესოა, თუმცა ცოტა რთული! თუ ავტორი ფიქრობს, რომ პოეზიაა, მე ვენდობი მის სიტყვას! 5
3. 1- კომენტარს გავიმეორებდი 1- კომენტარს გავიმეორებდი
2. ვუახ მე პირადად გამისწორდა რიგ მომენტებშიდა...
აიმჰ მომეწონა დიახ დიახ ვუახ მე პირადად გამისწორდა რიგ მომენტებშიდა...
აიმჰ მომეწონა დიახ დიახ
1. საინტერესო ტექსტია. შინაარისს მიუხედავად, პოეზიად ვერ აღვიქვამ ასეთებს. მისი გარეგნული ფორმაც მიდასტურებს იგივეს. "გამოჰპარვიათ"- კორექტურაა. მოკითხვა გიოს!..
საინტერესო ტექსტია. შინაარისს მიუხედავად, პოეზიად ვერ აღვიქვამ ასეთებს. მისი გარეგნული ფორმაც მიდასტურებს იგივეს. "გამოჰპარვიათ"- კორექტურაა. მოკითხვა გიოს!..
|
|
მონაცემები არ არის |
|
|