ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2010


აქანდაზი

არ მოვსულვარ მე სათქმელად აქ ანდაზის,
მე მწამს მხოლოდ ცოცხისა და აქანდაზის.
მამა ფიქრობს:ძმა წავიდა,აქ ან და ზის
ანაც ანა.
ლექსს სიცხე აქვს,არ მაქვს ფული აბი რითმებს
რომ ვუყიდო და თან გრძნეულ ლაბირინთებს
ვეღარაფრით გავაგენი,მიწუხს გული,
რომ დაემხო კართაგენი– გარიყული.
ალიყური არ მაჭამოს ვშიშობ ღამემ,
არ დაგღუპოს სუიციდის სითამამემ.
ვიცი,გიყვარს,გძულს კიდევაც,რომ მომბაძე,
მე და ლექსი ჯვარს ვიწერთ ურითმობაზე.
თაფლობისთვე,ურითმობის კვირეული,
თბილი მკერდი,ხვეული თმა,დილით ყავა,პაპიროსი...
ღამით სექსი,ამოკვნესა,არა მრუში...
თაფლობისთვე,ემბრიონის კვირეული,
გულის რევა,მერე წნევა,ისევ ყავა,მერე დილა...
საუზმიდან სადილამდე შიმშილობა,
სადილიდან ვახშმობამდე შენ სამხარო,
სანამ ვჭამ და ვიმედოვნებ,
არც კი იცი
გადაგვარდა ეს სამყარო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები