ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2010


პულსი

/18. ჰოოოო
თუ მიდი-მოდიხარ ზნაჩიტ ჩემი პულსი ყოფილხარ
კაკ რაზ ეგრეა - ხან ძალიან არის და ხან ვაფშეც არ არის ხოლმე

მარა მივეჩვიე უკვე - აღარ მიდევს ხელი მაჯაზე...
ბაკურბატონი. 2010-08-18 23:02:00/



დიდი ხანია, აღარ გიდევს ხელი მაჯაზე,
შეეშვი ექთნებს და ექიმებს, ნათელ პალატებს,
რა სიცოცხლეა, შენს ნებაზე თუ არ “აჯაზე”
ან ტკივილისგან ზოგჯერ პულსმა არ გიღალატა.

რა სიცოცხლეა, აკრძალულს თუ ჩაუვლი, ნაყოფს
და თუნდაც გულში, გემრიელად არ შეაგინებ -
შენს რწმენას – უცდუნებლობისთვის არასდროს სამყოფს,
შენს ურწმუნობას – სანახევროდ რომ რეაგირებს

და მაინც სადღაც, გულისგულში ვერ ცდება საზღვრებს...
არადა შენ ხომ არჩევანის უფლების გწამდა!
თუ სიკვდილია, დამერწმუნე არა აქვს აზრი,
გულის სიღრმიდან შემოტევას, საკმაოდ მწვავეს

ბრადიკარდული ერქმევა თუ ტაქიკარდული...
და ვირტუოზი სოლისტებიც ცხოვრების ჯაზში,
სანამ უკრავენ, არ ადარდებთ რას ჩივის გული.

დიდი ხანია აღარ გვიდევს ხელი მაჯაზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები