 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 20 აგვისტო, 2010 |
-ხევგრძელით მეფის სპა- ჯარი ზღვად შემოგადგა, კვეტარო, ზე ღრუბლით გადმომზირალო, რკინის და რვალის მკვნეტავო! ერთიბერობის გვირგვინის, სკიპტრისად ქვეგამხედვარო, გულს გარეთ ნაერთგულებო, ცას რისხვით შენაყეფარო! - ჩავალ, ხმლდახმალ ჩავსხეპავ ზე ამომდინარ ლაშქარსო, მოდიან, მოაბნელებენ, მოსთელვენ დიყს და ავშანსო. ცხენლაღად მოგელაობენ, თან უქარვებენ ავშარსო, მზეზე გაუდის კრიალი სისხლ-ოფლით ნაპოხ ჯავშანსო, -შეგელეწება ზღუდენი, რაგინდ ლაშქარი შეჰყარო, მეხი ჩაგიტანს მედგარი, თავად მეხო და მედგარო! შეგემუსრება თხემ- ჭერხო, ნიადაგ დაუდეგარო, სხვისიც იქა თქვი ვაჟობა, სად შენი დაიმკვეხარო.! -გლოვისად გაიშლებოდე პირშუქიანის დალალო, თვალ- მარგალიტო, მდუღარევ, დაუხარჯავო სალარო! მზეთუნახავად გაზრდილო, პირიმზევ, კოშკში ნამალო, ვეღარ გიშველის მდევარი, ვერც შეცხადება მალმალო! ირმის ჯოგს გამოვემწყემსე, წიწამურს მინდა ჩავლალო, ერთიბერობის ნაკოდ გულს წყლულებზე წავცხო მალამო, მცხეთას ტაძარი ავაგო საუფლო და საარაკო, სისხლი ვაწოვო გულისა, მარჯვენა შევუზვარაკო! კლდეგაღმით ცად აზიდულა საბუის დარბაზ-პალატი, ცა დაგემხობათ ორთავეს, თუ გულს გაივლეთ ღალატი, ტახტის ორგულთა მოსისხლე რისხვით მძვინვარებს ჯალათი, შემოგიმტვრევენ დირეთა მეფის სპა და ჯამაათი, სულ შხამად ამოგენთხევათ ერისთაობის შარბათი! ----------------------------- განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა, დედა ღვთისმშობელს ულხინდა, ღვთის მადლი გადმოდიოდა, წინაპრის ლოცვა-კურთხევა ისმოდა საიქიოდან!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. გასაგიჟებელი ლექსია.... ძარღვიანია. ასეთი ლექსები მარტო ქართულად უნდა იკითხო.... მარტო ქართულად. გასაგიჟებელი ლექსია.... ძარღვიანია. ასეთი ლექსები მარტო ქართულად უნდა იკითხო.... მარტო ქართულად.
31. მოველ აქ!!! და არ წავალ!!! გაიხარე შენა!!! მოველ აქ!!! და არ წავალ!!! გაიხარე შენა!!!
30. შესანიშნავია.... 5!!! მოგიკითხე ძია ელდაააარ შესანიშნავია.... 5!!! მოგიკითხე ძია ელდაააარ
28. განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა, დედა ღვთისმშობელს ულხინდა, ღვთის მადლი გადმოდიოდა, წინაპრის ლოცვა-კურთხევა ისმოდა საიქიოდან!
++ კარგია :) განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა, დედა ღვთისმშობელს ულხინდა, ღვთის მადლი გადმოდიოდა, წინაპრის ლოცვა-კურთხევა ისმოდა საიქიოდან!
++ კარგია :)
27. მადლიანი ლექსია,საქარტველოს სიყვარულით და წარსულით გაჟღენთილი მადლიანი ლექსია,საქარტველოს სიყვარულით და წარსულით გაჟღენთილი
26. რა კარგი რამეა! :) რა კარგი რამეა! :)
25. mokitxva magar adamians! leqsi magari ra tqma unda! mokitxva magar adamians! leqsi magari ra tqma unda!
24. თქვენი ლექსების წაკითხვის მერე უბრალოდ ვჩუმდები შატილიონო. ვერაფერს ვამბობ!
ყოველი ფრაზა ძალიან ქართულია, წმინდა მამულიშვილურია, ყოველ სტრიქონში სამშობლოს გულისძგერა, მისი ტკივილიანი, ცრემლით და სისხლით მორწყული წარსული იგრძნობა და იმედიანი მომავალიც! გაიხარეთ!
ეს ლექსიც იგივე მუხტით არის შექმნილი და მომეწონა, ძალიან მომეწონა! ბევრისმნახველი კვეტერას ძალა და მადლი გფარავდეთ ყოველთვის! უფალმა დაგლოცოთ!!! თქვენი ლექსების წაკითხვის მერე უბრალოდ ვჩუმდები შატილიონო. ვერაფერს ვამბობ!
ყოველი ფრაზა ძალიან ქართულია, წმინდა მამულიშვილურია, ყოველ სტრიქონში სამშობლოს გულისძგერა, მისი ტკივილიანი, ცრემლით და სისხლით მორწყული წარსული იგრძნობა და იმედიანი მომავალიც! გაიხარეთ!
ეს ლექსიც იგივე მუხტით არის შექმნილი და მომეწონა, ძალიან მომეწონა! ბევრისმნახველი კვეტერას ძალა და მადლი გფარავდეთ ყოველთვის! უფალმა დაგლოცოთ!!!
23. როგორც ყოველთვის ძალიან მომეწონა, კარგად წერთ +555 ჩემგან როგორც ყოველთვის ძალიან მომეწონა, კარგად წერთ +555 ჩემგან
22. ჰმ!5555555555 ჰმ!5555555555
20. ჩემი საყვარელი და სულის განუშორებელი კვეტერა!!! რა ლამაზად მოგიყვანია აქ, ნიჭიერო შატილიონო! 5555 ჩემი საყვარელი და სულის განუშორებელი კვეტერა!!! რა ლამაზად მოგიყვანია აქ, ნიჭიერო შატილიონო! 5555
19. მიყვარს ეს პოეზია! მიყვარს ეს პოეზია!
18. შატილო, ძალიან მადლიანი ლექსები გაქვს...55555 მიყვარს აქ შემოსვლა... ჩვენი ციხე კოშკები...სიძველეები მეგებებიან... და მინდა რომ სათითაოდ დავუკოცნო დახავსებული ლოდები.... ჭა. 2010-08-20 21:26:22
გაიხარე, ჭა, შატილო, ძალიან მადლიანი ლექსები გაქვს...55555 მიყვარს აქ შემოსვლა... ჩვენი ციხე კოშკები...სიძველეები მეგებებიან... და მინდა რომ სათითაოდ დავუკოცნო დახავსებული ლოდები.... ჭა. 2010-08-20 21:26:22
გაიხარე, ჭა,
17. განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა, დედა ღვთისმშობელს ულხინდა, ღვთის მადლი გადმოდიოდა, წინაპრის ლოცვა-კურთხევა ისმოდა საიქიოდან! შატილო, ძალიან მადლიანი ლექსები გაქვს...55555 მიყვარს აქ შემოსვლა... ჩვენი ციხე კოშკები...სიძველეები მეგებებიან... და მინდა რომ სათითაოდ დავუკოცნო დახავსებული ლოდები....:-* განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა, დედა ღვთისმშობელს ულხინდა, ღვთის მადლი გადმოდიოდა, წინაპრის ლოცვა-კურთხევა ისმოდა საიქიოდან! შატილო, ძალიან მადლიანი ლექსები გაქვს...55555 მიყვარს აქ შემოსვლა... ჩვენი ციხე კოშკები...სიძველეები მეგებებიან... და მინდა რომ სათითაოდ დავუკოცნო დახავსებული ლოდები....:-*
16. განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა, დედა ღვთისმშობელს ულხინდა, ღვთის მადლი გადმოდიოდა, წინაპრის ლოცვა-კურთხევა ისმოდა საიქიოდან!
გაიხარეთ! განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა, დედა ღვთისმშობელს ულხინდა, ღვთის მადლი გადმოდიოდა, წინაპრის ლოცვა-კურთხევა ისმოდა საიქიოდან!
გაიხარეთ!
15. განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა, დედა ღვთისმშობელს ულხინდა, ღვთის მადლი გადმოდიოდა, წინაპრის ლოცვა-კურთხევა ისმოდა საიქიოდან! განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა, დედა ღვთისმშობელს ულხინდა, ღვთის მადლი გადმოდიოდა, წინაპრის ლოცვა-კურთხევა ისმოდა საიქიოდან!
14. თამარ, ძალიან კარგი იქნება, მარტო ახმეტის რაიონში 300-ზე მეტი ძეგლია, კვეტერა, თორღვას ციხე, მატნის ცხრაკარა, მატნის ”დევების ნასადგომარი” მატნის წმ. მარინეს ტაძარი და კოშკი, ქაჩალაურის ციხე, აუ, სად ჩამოვთვლი,... კვეტერას ეზო მართლაც შესანიშნავი ადგილია პოეზიის საღამოს მოსაწყობად, იმხელა ეზოა, მთელი მსოფლიოს პოეტები დაეტევიან. თამარ, ძალიან კარგი იქნება, მარტო ახმეტის რაიონში 300-ზე მეტი ძეგლია, კვეტერა, თორღვას ციხე, მატნის ცხრაკარა, მატნის ”დევების ნასადგომარი” მატნის წმ. მარინეს ტაძარი და კოშკი, ქაჩალაურის ციხე, აუ, სად ჩამოვთვლი,... კვეტერას ეზო მართლაც შესანიშნავი ადგილია პოეზიის საღამოს მოსაწყობად, იმხელა ეზოა, მთელი მსოფლიოს პოეტები დაეტევიან.
13. - ჩავალ, ხმლდახმალ ჩავსხეპავ ზე ამომდინარ ლაშქარსო, მოდიან, მოაბნელებენ, მოსთელვენ დიყს და ავშანსო. ცხენლაღად მოგელაობენ, თან უქარვებენ ავშარსო, მზეზე გაუდის კრიალი სისხლ-ოფლით ნაპოხ ჯავშანსო,
უუფ, ძალიან მინდა კვეტერას ნახვა... თუ ხართ მსურველები, ხომ არ გაგვემეორებინა ეკლესიათა მონახულება? მხოლოდ ახლა აღმოსავლეთით გავუყვეთ გზას... აქაც უამრავია სანახავი! და კვეტერას ეზოში მოვაწყოთ პოეზიის საღამო... - ჩავალ, ხმლდახმალ ჩავსხეპავ ზე ამომდინარ ლაშქარსო, მოდიან, მოაბნელებენ, მოსთელვენ დიყს და ავშანსო. ცხენლაღად მოგელაობენ, თან უქარვებენ ავშარსო, მზეზე გაუდის კრიალი სისხლ-ოფლით ნაპოხ ჯავშანსო,
უუფ, ძალიან მინდა კვეტერას ნახვა... თუ ხართ მსურველები, ხომ არ გაგვემეორებინა ეკლესიათა მონახულება? მხოლოდ ახლა აღმოსავლეთით გავუყვეთ გზას... აქაც უამრავია სანახავი! და კვეტერას ეზოში მოვაწყოთ პოეზიის საღამო...
12. უღრმესი მადლობა ყველას,ვისაც ჩემი პოეზია მოგწონთ!... უღრმესი მადლობა ყველას,ვისაც ჩემი პოეზია მოგწონთ!...
11. იფიფიანი 5! იფიფიანი 5!
10. აი , როგორი ლექსია იციით?! სისხლში დუღილის ტემპერატურას რომ ასწევს, ბრძოლის ჟინით აავსებს და ააფორიაქებს სულს!!!
ფინალი კი დამაწყნარებელი "აბი გლიუკოზასავითაა" :) მიხარია, რომ თქვენნაირი სიტყვის მქონე პოეტები არსებობენ საქართველოში!!!
განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა, დედა ღვთისმშობელს ულხინდა, ღვთის მადლი გადმოდიოდა, წინაპრის ლოცვა-კურთხევა ისმოდა საიქიოდან!
ღმერთმა დალოცოს საქართველო! ღვთისმშობლის კალთის მადლი არ მოგვკლებოდეს! 555! აი , როგორი ლექსია იციით?! სისხლში დუღილის ტემპერატურას რომ ასწევს, ბრძოლის ჟინით აავსებს და ააფორიაქებს სულს!!!
ფინალი კი დამაწყნარებელი "აბი გლიუკოზასავითაა" :) მიხარია, რომ თქვენნაირი სიტყვის მქონე პოეტები არსებობენ საქართველოში!!!
განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა, დედა ღვთისმშობელს ულხინდა, ღვთის მადლი გადმოდიოდა, წინაპრის ლოცვა-კურთხევა ისმოდა საიქიოდან!
ღმერთმა დალოცოს საქართველო! ღვთისმშობლის კალთის მადლი არ მოგვკლებოდეს! 555!
9. კარგი მამულიშვილი და პოეტი ხართ, ბატონო ელდარ! მიხარია...
კარგი მამულიშვილი და პოეტი ხართ, ბატონო ელდარ! მიხარია...
8. იცით, როგორ მეამაყება თქვენი ლექსები? უსასრულობამდე, ცრემლებამდე... ვკითხულობ და თავაწეული დავდივარ მერე მთელი დღე, იმედიანი, ღიმილიანი. განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა, დედა ღვთისმშობელს ულხინდა, ღვთის მადლი გადმოდიოდა, წინაპრის ლოცვა-კურთხევა ისმოდა საიქიოდან! ნეტავი ახლაც... გაიხარეთ! გუშინ ფერიცვალება იყო, ამ დიდი დღე სასწაულის მადლი შეგეწიოთ იცით, როგორ მეამაყება თქვენი ლექსები? უსასრულობამდე, ცრემლებამდე... ვკითხულობ და თავაწეული დავდივარ მერე მთელი დღე, იმედიანი, ღიმილიანი. განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა, დედა ღვთისმშობელს ულხინდა, ღვთის მადლი გადმოდიოდა, წინაპრის ლოცვა-კურთხევა ისმოდა საიქიოდან! ნეტავი ახლაც... გაიხარეთ! გუშინ ფერიცვალება იყო, ამ დიდი დღე სასწაულის მადლი შეგეწიოთ
7. განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა.
555555 განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა.
555555
6. განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა, დედა ღვთისმშობელს ულხინდა, ღვთის მადლი გადმოდიოდა, წინაპრის ლოცვა-კურთხევა ისმოდა საიქიოდან!
ძალიან კარგია! +5!!! განა სულ სისხლის ზღვა გვედგა, განა სულ ცრემლი გვდიოდა, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა, დედა ღვთისმშობელს ულხინდა, ღვთის მადლი გადმოდიოდა, წინაპრის ლოცვა-კურთხევა ისმოდა საიქიოდან!
ძალიან კარგია! +5!!!
5. კაია +2 : ) კაია +2 : )
4. მადლობა დიდი, ლურსმან, გაიხარე! მადლობა დიდი, ლურსმან, გაიხარე!
3. მადლობა დიდი, ლურსმან, გაიხარე! მადლობა დიდი, ლურსმან, გაიხარე!
1. ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა,
მაგარ.
მივაჭედე 5 რულსმანი. გაიხარეთ. ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, აქ ტაძარ-ციხედ ცვიოდა,
მაგარ.
მივაჭედე 5 რულსმანი. გაიხარეთ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|