ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2008


ურაკპარაკი

აი გაჩერება და ურაკპარაკი,
აქ სულმა იპოვა სითბო და სიმშვიდე,
რაღაც ახლებურად ვიწყე ლაპარაკი
და ლიტერატურის ვიგრძენი სიწმინდე.
              სამყაროს ეს ერთი, პატარა უჯრედი,
              მისი მოლეკულის ატომებს ასხივებს,
              ამ ველმა მომნუსხა, დამმუხტა სრულიად,
              ავკინძავ მიბნეულ მარგალიტს და მძივებს.
ყოველი ლექსი კი ჩურჩულით ჩამესმის,
შრიალებს ისე, ვით სიოსგან ვერხვები.
ვიპოვე შეხვედრის ლამაზი ადგილი,
უკვე წავიკითხე მრავალი ,,შედევრი".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები