 | ავტორი: მე-კალ-მე ჟანრი: პროზა 22 აგვისტო, 2010 |
ერთხელ კურსელები ეკლესიაში წავედით. ტაძრის ეზოში საფლავები იყო და საფლავებს შორის ერთი გამხდარი,მოხუცი მათხოვარი დადიოდა.ჩამოძონძილი ტანისამოსიდანაც ჩანდა, რომ ერთ დროს ის მაღალი, სასიამოვნო ნაკვთებს მქონე, წარმოსადეგი ვაჟკაცი იყო. ეკლესიაში შევედით და რატომღაც უფალს ეს ბერიკაცი შევავედრე ერთადერთი სანთლით. როცა გამოვედით, ხის ძირში დავსხედით და ვსაუბრობდით. ამ დროს სწორედ ის მათხოვარი მოგვიახლოვდა. მეგონა, ფულს გვთხოვდა და ჯიბიდან ხურდები ამოვიღე.გზის ფული ცალკე ჩავიდე, დანარჩენი კი მოხუცისთვის მისაცემად გავამზადე. ის მოგვიახლოვდა მე და ჩემს დაქალს და მუჭში ჩაბღუჯული ხილის ორი საწუწნი კანფეტიდან, ერთ-ერთი მას მისცა, მეორე კი-მე. ეს იმდენად მოულოდნლი იყო, მისთვის გამზადებული ხურდის მიცემაც დამავიწყდა და მადლობის თქმაც. წამოვედით... დიდ ხანს ვფიქრობდი ადამიანზე, რომელიც, რთული ცხოვრების მიუხედავად,ახერხებდა სითბოთი აევსო სხვები და სიკეთის მაგალითი ენახებინა იოლადმცხოვრებთათვის (ასეთი მე ვიყავი მაშინ). ****************************************
დეკემბერმა პირველი თოვლით გაგვახარა. დილით ძალიან ადრე წავედი უნივერსიტეტში. დადიანების სასახლის ეზოში თოვლი ქალწულივით წმინდა იყო. მე თან მენანებოდა ამ სითეთრეზე ნაკვალევის დატოვება, თან მიხაროდა, რომ პირველი ვიყავი, ვინც მას ეხებოდა. ხეები, ბუჩქები, სასახლის კიბეები, სკამები, თითქოს, გაეთანაბრებინა თოვლს და ნიშნად ამისა, თითოეული სადედოფლო კაბით შეემოსა. ეს იყო ბუნების ქორწილი და მე მიხაროდა, რომ ერთადერთი მაყარი ვიყავი. ეკლესიას მივუახლოვდი და საერთო სითეთრეში ძლივს გავარჩიე უფლის სახლის კარებთან სკამზე მჯდარი ჩემი ნაცნობი მათხოვარი. მუქი ლურჯი, გახუნებული ქურთუკი და შავი ქუდი, ალაგ-ალაგ მისი სულივით სუფთა თოვლს დაეფარა.მის ახლოს ნაკვალევი არ ჩანდა და მივხვდი, ღამე აქ გაეთია. ძალიან მომინდა მის გვერდით ჩამოჯდომა და საუბარი, მაგრამ რატომღაც ფეხები არ დამემორჩილა და როგორც კი ხურდები ჩავუყარე სანახევროდ თოვლით გავსებულ პლასტმასის ჭიქაში, თითქოს ვალმოხდილმა გზა სწრაფად განვაგრძე... -ერთი წუთით, შვილო... ხელები გაყინული მაქვს და,იქნებ,ქურთუკის ღილები შემიკრა...-მომესმა აკანკალებული ხმა. მივედი. ღილები შევუკარი. ერთიანად კანკალებდა. ის ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის. მომინდა, ჩავხუტებოდი. ვუყურებდი ამ საოცარ ბერიკაცს და მის ნაოჭებში ჩამალულ ლურჯ თვალებში უფალს ვხედავდი, რომელიც მათხოვრად გვევლინება ხანდახან ადამიანებს, ჩვენივე სულის გადასარჩენად...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ძალიან კარგი ხარ! ) +5 ძალიან კარგი ხარ! ) +5
28. დიდი მადლობა... დიდი მადლობა...
27. უმაგრესი ნაწერია... უმაგრესი ნაწერია...
26. ვაიმეეეე :( ვაიმეეეე :(
25. დამბურძგლა :( დამბურძგლა :(
24. :) ზუგდიდშიც შემოიღეს ეგ "თანამედროვე მეთოდები" ახალა... რამოდენიმე დღის წინ შემომეხვია ფეხზე ციგნის ბავშვი, ტალახიანი ჰქონდა ხელი და წაგისვამ თუ ფულს არ მომცემო... ისე დამენანა ჩემი ახალგარეცხილი ჯინსი, რაც ფული მქონდა ჯიბეში, სულ იმ ტალახიან მუჭში ჩავუყარე :D :) ზუგდიდშიც შემოიღეს ეგ "თანამედროვე მეთოდები" ახალა... რამოდენიმე დღის წინ შემომეხვია ფეხზე ციგნის ბავშვი, ტალახიანი ჰქონდა ხელი და წაგისვამ თუ ფულს არ მომცემო... ისე დამენანა ჩემი ახალგარეცხილი ჯინსი, რაც ფული მქონდა ჯიბეში, სულ იმ ტალახიან მუჭში ჩავუყარე :D
23. ვაი,მანდაც ეგრეა ? :D მეგონა მარტო ბათუმის ქუჩებს ,,ამშვენებდნენ,, პატარა აგრესორები :D წესიერი მათხოვარი რო მოგენატრება კაცს...რას გვიშვრება ეს მთავრობა :D
ვაი,მანდაც ეგრეა ? :D მეგონა მარტო ბათუმის ქუჩებს ,,ამშვენებდნენ,, პატარა აგრესორები :D წესიერი მათხოვარი რო მოგენატრება კაცს...რას გვიშვრება ეს მთავრობა :D
22. ხოო... რუსთაველის მეტროსთან რომ არიან ციგნები, ფეხებს რომ დაგიჭერენ და არ გიშვებენ... ან რომ გემუქრებიან "მომე ფული, თორემ შეგაფურთხებო" :D ხოო... რუსთაველის მეტროსთან რომ არიან ციგნები, ფეხებს რომ დაგიჭერენ და არ გიშვებენ... ან რომ გემუქრებიან "მომე ფული, თორემ შეგაფურთხებო" :D
21. მართლა რა თბილი ნაწერია...ღმად ნაგრძნობი და ნატკენი :) ლამაზადაც გადმოცემული +2 პ.ს. არ ვიცი ,მე ვხედავ მუქ ფერებში ყველაფერს,თუ მართლა აღარ მოიპოვება გულთბილი და თავმდაბალი მათხოვარიც?! რაღაც ისინიც აგრესიაზე გადავიდნენ მგონი :D (რა მაცინებს რო?!) მართლა რა თბილი ნაწერია...ღმად ნაგრძნობი და ნატკენი :) ლამაზადაც გადმოცემული +2 პ.ს. არ ვიცი ,მე ვხედავ მუქ ფერებში ყველაფერს,თუ მართლა აღარ მოიპოვება გულთბილი და თავმდაბალი მათხოვარიც?! რაღაც ისინიც აგრესიაზე გადავიდნენ მგონი :D (რა მაცინებს რო?!)
20. ყველას უღრმესი მადლობა! უყვარხართ და სუუულ, სუუულ ახსოვხართ მე-კალ-მეს :) ეხლა კიდევ ცოტა ხნით გადავიკარგები და თბილ კოცნებს დაგიტოვებთ :) ყველას უღრმესი მადლობა! უყვარხართ და სუუულ, სუუულ ახსოვხართ მე-კალ-მეს :) ეხლა კიდევ ცოტა ხნით გადავიკარგები და თბილ კოცნებს დაგიტოვებთ :)
19. "...ვუყურებდი ამ საოცარ ბერიკაცს და მის ნაოჭებში ჩამალულ ლურჯ თვალებში უფალს ვხედავდი, რომელიც მათხოვრად გვევლინება ხანდახან ადამიანებს, ჩვენივე სულის გადასარჩენად..."
ლამაზი სული გაქვს, შენ, ეტყობა! უფალი გფარავდეს! "...ვუყურებდი ამ საოცარ ბერიკაცს და მის ნაოჭებში ჩამალულ ლურჯ თვალებში უფალს ვხედავდი, რომელიც მათხოვრად გვევლინება ხანდახან ადამიანებს, ჩვენივე სულის გადასარჩენად..."
ლამაზი სული გაქვს, შენ, ეტყობა! უფალი გფარავდეს!
18. ვუყურებდი ამ საოცარ ბერიკაცს და მის ნაოჭებში ჩამალულ ლურჯ თვალებში უფალს ვხედავდი, რომელიც მათხოვრად გვევლინება ხანდახან ადამიანებს, ჩვენივე სულის გადასარჩენად...
მართლა კარგი მეკალმე ხარ შენ:) ვუყურებდი ამ საოცარ ბერიკაცს და მის ნაოჭებში ჩამალულ ლურჯ თვალებში უფალს ვხედავდი, რომელიც მათხოვრად გვევლინება ხანდახან ადამიანებს, ჩვენივე სულის გადასარჩენად...
მართლა კარგი მეკალმე ხარ შენ:)
17. ვუყურებდი ამ საოცარ ბერიკაცს და მის ნაოჭებში ჩამალულ ლურჯ თვალებში უფალს ვხედავდი, რომელიც მათხოვრად გვევლინება ხანდახან ადამიანებს, ჩვენივე სულის გადასარჩენად...
წერ დამაჯერებლად...:) მეც მოგიკითხე, თბილო მე-კალ-მე...:-* ვუყურებდი ამ საოცარ ბერიკაცს და მის ნაოჭებში ჩამალულ ლურჯ თვალებში უფალს ვხედავდი, რომელიც მათხოვრად გვევლინება ხანდახან ადამიანებს, ჩვენივე სულის გადასარჩენად...
წერ დამაჯერებლად...:) მეც მოგიკითხე, თბილო მე-კალ-მე...:-*
16. მე-კალ-მევ რაფერი თბილი ყოფილხარ, ხუთი დავსწერედა იცოდე. 5 მე-კალ-მევ რაფერი თბილი ყოფილხარ, ხუთი დავსწერედა იცოდე. 5
15. თბილისში, გადასასვლელი ხიდის კიბეებზე სხედან სამნი: ერთი ბრმაა და გარმონზე უკრავს, თან საოცრად მღერის, მეორეს ფეხი არა აქვს და მესამეს ვინ იცის რა უჭირს... მხოლოდ დილაობით არიან, სუფთად აცვიათ და ერთმანეთს ისე მეგობრულად ესაუბრებიან ხოლმე, გაგიკვირდება, საიდან ამდენი სითბო და წმინდა გრძნობები... თუ სამივესთვის მისაცემი ხურდა არ მქონდა, არცერთს არ ვაძლევდი... ის სამი ჩემთვის ერთი მთლიანი იყო... მომენატრნენ... მომენატრა სევდიანი ხმა: "ზამთარიიია, სიცივეეეა, უშენობა მიიიჭირს..." თბილისში, გადასასვლელი ხიდის კიბეებზე სხედან სამნი: ერთი ბრმაა და გარმონზე უკრავს, თან საოცრად მღერის, მეორეს ფეხი არა აქვს და მესამეს ვინ იცის რა უჭირს... მხოლოდ დილაობით არიან, სუფთად აცვიათ და ერთმანეთს ისე მეგობრულად ესაუბრებიან ხოლმე, გაგიკვირდება, საიდან ამდენი სითბო და წმინდა გრძნობები... თუ სამივესთვის მისაცემი ხურდა არ მქონდა, არცერთს არ ვაძლევდი... ის სამი ჩემთვის ერთი მთლიანი იყო... მომენატრნენ... მომენატრა სევდიანი ხმა: "ზამთარიიია, სიცივეეეა, უშენობა მიიიჭირს..."
14. საოცარი სითბო მოდის ეგეთი ადამიანებიდან, ისევე როგორც ამ ნაწერიდან, ახლა...
კარგი მეკალმე ხარ შენ!:-*
საოცარი სითბო მოდის ეგეთი ადამიანებიდან, ისევე როგორც ამ ნაწერიდან, ახლა...
კარგი მეკალმე ხარ შენ!:-*
13. სითბო და სიკეთე მოდის სულ შენგან.:) 5! სითბო და სიკეთე მოდის სულ შენგან.:) 5!
12. ერო და ბერო, შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი: თუ კი ოდესმე ჩამოივლის გლახაკი კვერთხით... ზურგს ნუ შეაქცევთ, გაიკითხეთ... ბედი არ გვცდიდეს, გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი.
აი ეს გამახსენდა. :) ერო და ბერო, შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი: თუ კი ოდესმე ჩამოივლის გლახაკი კვერთხით... ზურგს ნუ შეაქცევთ, გაიკითხეთ... ბედი არ გვცდიდეს, გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი.
აი ეს გამახსენდა. :)
11. კარგი ხარ მეკალმევ... ისევ ფორმაში ხარ,თანაც ორმაგში არა?:)));) (ამას მარტო შენ მიხვდები;) )+777 კარგი ხარ მეკალმევ... ისევ ფორმაში ხარ,თანაც ორმაგში არა?:)));) (ამას მარტო შენ მიხვდები;) )+777
10. ჩემი სამსახურის კიბის კუთხეში მოკრძალებულად ჩამომჯდარი მოხუცი ბებო, მოწყალებას არ ითხოვს,არ მახსოვს დამეხმარეთო ეთქვას, მხოლოდ ხალხის დანახვაზე – გაიხარეთ შვილებოო ტკბილად ილოცება, ძალიან ახლობელია, ძალიან ჩემია თითქოს, ჩახუტება და მოფერება მინდება ხოლმე, მაგრამ ისეთი დიადია იმ თავისი უბრალოებით, მხოლოდ გულით და თვალებით ვახერხებ მიახლოებას. და რომ არ გამოჩნდება რამოდენიმე დღე – მენატრება ... იმისიც მჯერა, რომ ბებომ იცის, რომ გრძნობს,რომ მისთვისაც მისიანი ვარ. ძალიან თბილად იკითხება, ძალიან მართალია და იმიტომ. წარმატებები ჩემო კარგო! ჩემი სამსახურის კიბის კუთხეში მოკრძალებულად ჩამომჯდარი მოხუცი ბებო, მოწყალებას არ ითხოვს,არ მახსოვს დამეხმარეთო ეთქვას, მხოლოდ ხალხის დანახვაზე – გაიხარეთ შვილებოო ტკბილად ილოცება, ძალიან ახლობელია, ძალიან ჩემია თითქოს, ჩახუტება და მოფერება მინდება ხოლმე, მაგრამ ისეთი დიადია იმ თავისი უბრალოებით, მხოლოდ გულით და თვალებით ვახერხებ მიახლოებას. და რომ არ გამოჩნდება რამოდენიმე დღე – მენატრება ... იმისიც მჯერა, რომ ბებომ იცის, რომ გრძნობს,რომ მისთვისაც მისიანი ვარ. ძალიან თბილად იკითხება, ძალიან მართალია და იმიტომ. წარმატებები ჩემო კარგო!
9. "პირველმა კანფეტით (სიტკბოთი) დაგაჯილდოვა, მეორემ სიყვარულით." -----> არა, დაისო, ორჯერ შეხვდა ერთსა და იმავე მოხუცს... გაიხარე, ლანა! კარგი გოგო ხარ და კალამიც კარგად მოგყვება! 5 "პირველმა კანფეტით (სიტკბოთი) დაგაჯილდოვა, მეორემ სიყვარულით." -----> არა, დაისო, ორჯერ შეხვდა ერთსა და იმავე მოხუცს... გაიხარე, ლანა! კარგი გოგო ხარ და კალამიც კარგად მოგყვება! 5
8. ორივეჯერ უფალი გინახავს და გიცნია კიდეც...პირველმა კანფეტით (სიტკბოთი) დაგაჯილდოვა, მეორემ სიყვარულით. ორივეჯერ უფალი გინახავს და გიცნია კიდეც...პირველმა კანფეტით (სიტკბოთი) დაგაჯილდოვა, მეორემ სიყვარულით.
7. რა კარგი ხარ. მომენატრა შენი ნაწერები. და მიხარია, რომ არსებობ, იმიტომ, რომ ასეთი ხარ :) რა კარგი ხარ. მომენატრა შენი ნაწერები. და მიხარია, რომ არსებობ, იმიტომ, რომ ასეთი ხარ :)
6. ვუყურებდი ამ საოცარ ბერიკაცს და მის ნაოჭებში ჩამალულ ლურჯ თვალებში უფალს ვხედავდი, რომელიც მათხოვრად გვევლინება ხანდახან ადამიანებს, ჩვენივე სულის გადასარჩენად...
ჰო, ეგრეა ხოლმე, თუმცა, სამწუხაროდ, ადამიანები იშვიათად ან საერთოდ ვერ ვახერხებთ მის ცნობას!!!...
555 ვუყურებდი ამ საოცარ ბერიკაცს და მის ნაოჭებში ჩამალულ ლურჯ თვალებში უფალს ვხედავდი, რომელიც მათხოვრად გვევლინება ხანდახან ადამიანებს, ჩვენივე სულის გადასარჩენად...
ჰო, ეგრეა ხოლმე, თუმცა, სამწუხაროდ, ადამიანები იშვიათად ან საერთოდ ვერ ვახერხებთ მის ცნობას!!!...
555
5. მე თან მენანებოდა ამ სითეთრეზე ნაკვალევის დატოვება, თან მიხაროდა, რომ პირველი ვიყავი, ვინც მას ეხებოდა.
მსგავსი გრძნობა ალბათ ყველას აქვს,მათ შორის მეც :)
ვუყურებდი ამ საოცარ ბერიკაცს და მის ნაოჭებში ჩამალულ ლურჯ თვალებში უფალს ვხედავდი, რომელიც მათხოვრად გვევლინება ხანდახან ადამიანებს, ჩვენივე სულის გადასარჩენად...
რათქმაუნდა.. ჩემი გიორგი გამახსენდა,ინვალიდი...
როგორ ვერ ვიტან ასეთ სიტყვებს:ინვალიდი,მათხოვარი,ავადმყოფი...
თითოეულში ხომ უფალია ჩასახლებული..
"რაჟამს მოვიდეს ძე კაცისა დიდებითა თვისითა და ყოველი ანგელოზნი მისნი მისთანა,მასინ დასჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა;და შეჰკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი და განარჩინნეს იგინი ურთიერთარს,ვითარცა იგი მწყემსმან რა განარჩინნის ცხოვარნი თიკანთაგან;და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯვენით მისაა,და თიკანნი მარცხენით;მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯვენითთა მათ მისთა:მოვედით,კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისათ;რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი,მწყუროდა და მასვით მე,უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე,შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე,სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე,საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა,.მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან:უფალო! ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ?ანუ წყურიელი და გასვით შენ?ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ?ანუ შიშველ და შეგმოსეთ შენ?ოდეს გიხილეთ შენ უძლური,ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ:ამინ გეტყვით თქვენ:რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა,იგი მე მიყავით,მასინ ჰრქუას მარცხენითცა მათ:წარვედით ჩემგან,წყეულნო,ცეცხლსა მას საუკუნესა,რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის.რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი,მწყუროდა და არა მასვით მე,უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ მე,შიშველ ვიყავ და არა შემმოსეთ მე,უძლურ ვიყავ და საპყრობილესა და არა მოხვედით ჩემდა,მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან:უფალო!ოდეს გიხილეთ შენ მშიერი,ანუ წყურიელი,ანუ უცხოებასა,ანუ შიშლოებასა,ანუ უძლურებასა,ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ?მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ:ამინ გეტყვით თქვენ:რავდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა,მე არა მიყავით.და წარვიდნენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა,ხოლო მართალნი-ცხოვრებასა საუკუნესა. (მატთე,25,31).
ხუთიანი. მე თან მენანებოდა ამ სითეთრეზე ნაკვალევის დატოვება, თან მიხაროდა, რომ პირველი ვიყავი, ვინც მას ეხებოდა.
მსგავსი გრძნობა ალბათ ყველას აქვს,მათ შორის მეც :)
ვუყურებდი ამ საოცარ ბერიკაცს და მის ნაოჭებში ჩამალულ ლურჯ თვალებში უფალს ვხედავდი, რომელიც მათხოვრად გვევლინება ხანდახან ადამიანებს, ჩვენივე სულის გადასარჩენად...
რათქმაუნდა.. ჩემი გიორგი გამახსენდა,ინვალიდი...
როგორ ვერ ვიტან ასეთ სიტყვებს:ინვალიდი,მათხოვარი,ავადმყოფი...
თითოეულში ხომ უფალია ჩასახლებული..
"რაჟამს მოვიდეს ძე კაცისა დიდებითა თვისითა და ყოველი ანგელოზნი მისნი მისთანა,მასინ დასჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა;და შეჰკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი და განარჩინნეს იგინი ურთიერთარს,ვითარცა იგი მწყემსმან რა განარჩინნის ცხოვარნი თიკანთაგან;და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯვენით მისაა,და თიკანნი მარცხენით;მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯვენითთა მათ მისთა:მოვედით,კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისათ;რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი,მწყუროდა და მასვით მე,უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე,შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე,სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე,საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა,.მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან:უფალო! ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ?ანუ წყურიელი და გასვით შენ?ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ?ანუ შიშველ და შეგმოსეთ შენ?ოდეს გიხილეთ შენ უძლური,ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ:ამინ გეტყვით თქვენ:რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა,იგი მე მიყავით,მასინ ჰრქუას მარცხენითცა მათ:წარვედით ჩემგან,წყეულნო,ცეცხლსა მას საუკუნესა,რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის.რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი,მწყუროდა და არა მასვით მე,უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ მე,შიშველ ვიყავ და არა შემმოსეთ მე,უძლურ ვიყავ და საპყრობილესა და არა მოხვედით ჩემდა,მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან:უფალო!ოდეს გიხილეთ შენ მშიერი,ანუ წყურიელი,ანუ უცხოებასა,ანუ შიშლოებასა,ანუ უძლურებასა,ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ?მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ:ამინ გეტყვით თქვენ:რავდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა,მე არა მიყავით.და წარვიდნენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა,ხოლო მართალნი-ცხოვრებასა საუკუნესა. (მატთე,25,31).
ხუთიანი.
4. მუქი ლურჯი, გახუნებული ქურთუკი და შავი ქუდი, ალაგ-ალაგ მისი სულივით სუფთა თოვლს დაეფარა.მის ახლოს ნაკვალევი არ ჩანდა და მივხვდი, ღამე აქ გაეთია.
ვუყურებდი ამ საოცარ ბერიკაცს და მის ნაოჭებში ჩამალულ ლურჯ თვალებში უფალს ვხედავდი, რომელიც მათხოვრად გვევლინება ხანდახან ადამიანებს, ჩვენივე სულის გადასარჩენად...
საოცრად სუფთად, გულწრფელად და ლამაზად წერ!!! 555! მუქი ლურჯი, გახუნებული ქურთუკი და შავი ქუდი, ალაგ-ალაგ მისი სულივით სუფთა თოვლს დაეფარა.მის ახლოს ნაკვალევი არ ჩანდა და მივხვდი, ღამე აქ გაეთია.
ვუყურებდი ამ საოცარ ბერიკაცს და მის ნაოჭებში ჩამალულ ლურჯ თვალებში უფალს ვხედავდი, რომელიც მათხოვრად გვევლინება ხანდახან ადამიანებს, ჩვენივე სულის გადასარჩენად...
საოცრად სუფთად, გულწრფელად და ლამაზად წერ!!! 555!
3. ძნელია ძნელი ვიცი ძნელია ძნელი ვიცი
2. დიდი მადლობა, გრაფინია... ის მოხუცი მაშინ ბოლოჯერ ვნახე... დიდი მადლობა, გრაფინია... ის მოხუცი მაშინ ბოლოჯერ ვნახე...
1. რა არის იცი? შემოქმედებითი ადამიანი ყოველთვის განსხვავებულად აღიქვამს გარშემო ირგვლივ ყველაფერს, მეც ხშირად ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, ბევრჯერაც მიოცნებია რა იქნება მეც ყველასნაირად ვიყვე თქო, ზედმეტი დატვირთვა არ მივცე, არ ვიფიქრო ჩონჩხზე და მერე აგებაზე, მოგლედ ლან რა გითხრა ნაწერი კარგია? კი ... მაგრამ შენ უფრო კარგი ხარ იცი? :) უყვარხარ გრაფინიას ძალიან და წინსვილას გისურვებს, რადგან ასეა საჭირო რაც შენში ზის ;;) :-* მიხარიხარ :-* ამ მოხუცს რაც შეეხება იცი შენ ჩემი აზრი მათზე :) რა არის იცი? შემოქმედებითი ადამიანი ყოველთვის განსხვავებულად აღიქვამს გარშემო ირგვლივ ყველაფერს, მეც ხშირად ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, ბევრჯერაც მიოცნებია რა იქნება მეც ყველასნაირად ვიყვე თქო, ზედმეტი დატვირთვა არ მივცე, არ ვიფიქრო ჩონჩხზე და მერე აგებაზე, მოგლედ ლან რა გითხრა ნაწერი კარგია? კი ... მაგრამ შენ უფრო კარგი ხარ იცი? :) უყვარხარ გრაფინიას ძალიან და წინსვილას გისურვებს, რადგან ასეა საჭირო რაც შენში ზის ;;) :-* მიხარიხარ :-* ამ მოხუცს რაც შეეხება იცი შენ ჩემი აზრი მათზე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|