ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2010


მოდიოდა ზენონ ზღვა-ზღვა...

(ძღვნად ზენონ მიგრიაულს)


მოდიოდა ზენონ ზღვა-ზღვა,
სევდა ტალღას ერთვოდა,
მთვარე ცივად ანათებდა
ცაზე, ღრუბლის ერდოდან.
სად არ იყო, გულს სიცივე
აჰყოლოდა ორმაგი,
ვერსად ნახა მიტოვებულ
საქართველოს ქომაგი.
”ეეეხ! -აღმოხდა ბაგით ოხვრა,
რა ტყუილად ვიარე,
საქართველოს  ტკივილებში
ვერვინ ჩავიზიარე,
რა მოარჩენს, ვინ უწამლებს
ჩემი მიწის იარებს?
ღმერთო, ჩემო, ჩვენი  ჩარხი
რა უკუღმა ტრიალებს!”
------------------------------
მიწას ფეხი რომ შეახო,
მზე ცრემლით პირს იბანდა,
არ ეგონა, თუ ტკივილი
ღიმილს გამოიბამდა!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები