 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 27 აგვისტო, 2010 |
კარგად ვარ. არა . ძალიან მაგრად არ ვიცი რას ვაკეთებ , მაგრამ რაღაც შინაგანი მკარნახობს... ... ბანკში შევედი , ხურდა ძირს დავყარე , პირდაპირ შესასვლელში და დაცვას რომელიც მთელი დღე უსაქმოდ იჯდა და ხელკეტით ბუზებს იგერიებდა ,დაუვიწყარი ხუთ წუთიანი გასართობი ვაჩუქე. მერე ხურდა გამოვართვი, უნდობლად მიმოვიხედე ირგვლივ, გულდასმით გადავთვალე ,ჩავდე საფულეში და რომელიღაც საოპერაციო სარკმელთან მივედი სადაც რიგი იდგა. ორიოდე წუთი გავძელი წყნარად, მერე ტოკვა დავიწყე და ჩემს წინ მდგომ თეთრ პერანგიან მამაკაცს ვუთხარი: ––ახლავე მოვალ ... ცოტა გავისეირნე ,მოვბრუნდი და ხმაური ავტეხე. დაცვას ისევ გაუხარდა!.. ჩემსკენ გამოექანა თან თვალები თავისი რთული პროფესიისადმი უმწიკვლო სიყვარულით უბრწყინავდა.... –––რა საძაგლობაა !.. რეებს კადრულობთ !... ვყვიროდი მე ,-- შენ ის არა ხარ , იმას შავი პერანგი ეცვა თეთრი ღილებით შენ კი პირიქით გაცვია, გამოტყდი !.. მოკალი ხომ ?.. გამოშიგნე ?.. სად გადამალე ?.. ჩემი გაცურება გინდათ ?.. გვიშველეეთ!.... უცხოპლანეტელია!.... ადამიანი გააქრო .... რას მომშტერებიხარ , ბრიყვო !!... გადაცმული უცხოპლანეტელიიიი....... დაცვამ გარეთ გაყვანა მომინდომა , მე ვიეშმაკე და ფეხები მოვკეცე , მართალია ცოტა გაუჭირდათ მაგრამ კარგად ისიამოვნეს ,გამიყვანეს და იქვე ასფალტზე დამსვეს. რომ მიტრიალდნენ სახეზე ხელი ავიფარე და უხმოდ დიდხანს ვიცინოდი , თირკმელები ამტკივდა , ლამის კრუნჩხვა დამეწყო !... მერე ავდექი, მუხლები გავიბერტყე და პირველივე გამვლელ მამაკაცს რაც შემეძლო ოფიციალურად, სერიოზულად მივმართე : ––– აბა შეხედეთ ,შეხედეთ!.. რა დღეში ვართ !.. ასეთი რამ მარტო აქ ხდება, ჩვენს ქვეყანაში!.. სადაა სამართალი, სადაა მთავრობა, ჯარი ?..პოლიცია ?... თავისუფლების ინსტიტუტი?.. აბა ნახეთ, ქალი ლაპარაკობს და ხმა არ ისმის!... ხმის უფლება ჩამოგვართვეს, დავიღუპეთ !.. ჟენევის კონვენცია დაირღვა!!.... გამვლელმა ჯერ მე შემომხედა ყურადღებით, მერე ვიტრინას .... მინის იქით, მაღაზიაში, მართლაც იდგა ქალი გამყიდველს რომ ელაპარაკებოდა, მაგრამ ბუნებრივია ხმა არ ისმოდა მამაკაცმა ხელი ჩაიქნია და გაღიმებული წავიდა, ალბათ ეგონა რომ ფარულ კამერაში მოხვდა ,ან რაღაც ამდაგვარი , დაიცა ახლა მივა სახლში და მთელი საღამო არ მოშორდება ტელევიზორს !... ეს კარგი ,მაგრამ მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდე არასდროს. # # #
ღამე ცუდად მძინავს. არა, მე არაფერი მჭირს. ეს ჩემი მეზობლების ბრალია. პრინციპში არც იმათ სჭირთ არაფერი. მაშ გამოდის მე მჭირს ?... რა საშინელებაა.... თავად განსაჯეთ , ოდნავ ჩამეძინება და იწყება. მათი საწოლი დილამდე ჭრაჭუნობს, ამ დროს ბალიშს თავზე ვიფარებ და ვცდილობ არ ვუსმინო მათ ხმაურიან ღვთაებრივ ორგაზმს. –– ო ღმერთო !... ო ღმერთო !.... კივის ქალი, მერე პაუზა და მათი ჩურჩული მესმის, მაგრამ ვერ ვარჩევ, ალბათ ახალ ეროგენულ ზონებს ეძებენ ერთმანეთის დაღლილ სხეულებზე ?.. არა და რა წყნარი ,სათნო ცოლ–ქმარია!.. სულ თავდახრილები დადიან, ხელჩაჭიდებულნი, ტაძარშიც ასევე დგანან ალბათ და თვალდახუჭულნი ჩურჩულებენ: ––უუფალო შეგვიწყალეე ...... აი , თორმეტის მერე კი რა სჭირთ, რა ეტაკებათ ხოლმე ?... რელიგიური ორგაზმის მერე სუიციდალურის დრო დგება.... ––ააააა...... ახლა მოვკვდები !.... ვაიმე... ვაიმე... ვაი !..... ამ დროს საწოლი უკვე გადარეული თხასავით დახტის !... ჩემს წარმოდგენაში საშინელი სურათები იხატება ,თუ როგორ დახტიან ისინი ციყვებივით დიდ ფართე საწოლზე სიბნელეში კუთხეები რომ არ უჩანს და ოფლით როგორ იწუწება კედლები . რა დღეში იქნება ნეტავ მათი შპალერი ?... შემდეგ ისინი სამზარეულოში გადიან , მათი ხმები მოგუდულად ისმის , ქალს თითქოს ახრჩობენ .... მაგიდა ირწევა, სკამი ძირს ვარდება და ამჯერად კრიმინალური ორგაზმის დრო დგება –––მომკალიიი ... აი ასე ...ასე .. კიდევ .. კიდეევ!... ააა ..... ღმერთო , რა აღარ ხდება ამ ქვეყანაზე......
# # #
27.08.2010. სერგეი ნეველი
(გაგრძელება არის)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. რამდენს კარგავს ეს ვისაც არ წაუკითხავს?!მე უკვე სათვალავი ამერია, იმდენჯერ წავიკითხე.გენიალურია!!!!!! რამდენს კარგავს ეს ვისაც არ წაუკითხავს?!მე უკვე სათვალავი ამერია, იმდენჯერ წავიკითხე.გენიალურია!!!!!!
10. ნიჭიერ! ძალიან ჩამითრიეს ამ შენმა ,,აქლემებმა" :) რა ბედნიერებაა, წინ ,,ორსულ აქლემთა" მთელი ქარავენი მელოდება წასაკითხად :))))))) ნიჭიერ! ძალიან ჩამითრიეს ამ შენმა ,,აქლემებმა" :) რა ბედნიერებაა, წინ ,,ორსულ აქლემთა" მთელი ქარავენი მელოდება წასაკითხად :)))))))
9. მაგარი ხარ:)) მაგარი ხარ:))
8. ცუღლუუტ :D კარგი იყო....დაცვამ კი არა მეც ვიხალისე :D ცუღლუუტ :D კარგი იყო....დაცვამ კი არა მეც ვიხალისე :D
7. რელიგიური,სუიციდალური და კრიმინალური ორგაზმი :)) :))
მაგარ რაღაცეებს იგონებ :))
+555 რელიგიური,სუიციდალური და კრიმინალური ორგაზმი :)) :))
მაგარ რაღაცეებს იგონებ :))
+555
6. ძვირფასო სერგეი, ანუ სეროჟ, ანუ რეზო... მეც მყავს ასეთი თხასავით მხტომიარე საწოლის პატრონი მეზობლები... და მათ რომ არ ვუსმინო, ხმამაღლა ვრთავ-ხოლმე ტელევიზორს... :)) :)) მთავარი ისაა, რომ შენს მეზობლებთან საწოლი ღამე დახტის და ჩემს მეზობლებთან - დილის 9-11 საათის ინტერვალში... :))
"ღმერთო , რა აღარ ხდება ამ ქვეყანაზე......" :)) კარგია... :)))))) ძვირფასო სერგეი, ანუ სეროჟ, ანუ რეზო... მეც მყავს ასეთი თხასავით მხტომიარე საწოლის პატრონი მეზობლები... და მათ რომ არ ვუსმინო, ხმამაღლა ვრთავ-ხოლმე ტელევიზორს... :)) :)) მთავარი ისაა, რომ შენს მეზობლებთან საწოლი ღამე დახტის და ჩემს მეზობლებთან - დილის 9-11 საათის ინტერვალში... :))
"ღმერთო , რა აღარ ხდება ამ ქვეყანაზე......" :)) კარგია... :))))))
5. მომწონს ეს ხულიგანი ავტორი...:) 5 მომწონს ეს ხულიგანი ავტორი...:) 5
4. დიდი პროზის ნასხლეტებია ეს თავები - მე ეგრე მჯერა! 55555 დიდი პროზის ნასხლეტებია ეს თავები - მე ეგრე მჯერა! 55555
3. დაცვამ გარეთ გაყვანა მომინდომა , მე ვიეშმაკე და ფეხები მოვკეცე , მართალია ცოტა გაუჭირდათ მაგრამ კარგად ისიამოვნეს... :D:D:D
ამ დროს საწოლი უკვე გადარეული თხასავით დახტის !... =)) ვაიმეეე აღარ შემიძლიააა!!! =)) და ისაა :D:D:D გადარეული თხა როგორ დახტიის? :-? :D:D:D
მაგარი ხარ რაა!!! აშკარად პროზაში უკეთესი ხარ :-P დაცვამ გარეთ გაყვანა მომინდომა , მე ვიეშმაკე და ფეხები მოვკეცე , მართალია ცოტა გაუჭირდათ მაგრამ კარგად ისიამოვნეს... :D:D:D
ამ დროს საწოლი უკვე გადარეული თხასავით დახტის !... =)) ვაიმეეე აღარ შემიძლიააა!!! =)) და ისაა :D:D:D გადარეული თხა როგორ დახტიის? :-? :D:D:D
მაგარი ხარ რაა!!! აშკარად პროზაში უკეთესი ხარ :-P
2. საინტერესოა საინტერესოა
1. მდაა საინტერესო მეზობლები გყოლია შენ ხან სექსით არ გასვენებენ ხან საკუთარი შვილის წყევლა კრულვით აგკიდებენ ეგრე ნერვოზს უძილობა ფსიქიკის მტერიაო ასე გამიგია მე მდაა საინტერესო მეზობლები გყოლია შენ ხან სექსით არ გასვენებენ ხან საკუთარი შვილის წყევლა კრულვით აგკიდებენ ეგრე ნერვოზს უძილობა ფსიქიკის მტერიაო ასე გამიგია მე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|