ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2010


ძამის...

  გზააბნეული და გრძნობადაკარგული,
  ქუჩას მივუყვები ვგრძნობ ჩემს გულისცემას,
  ფერიცვალებაა, სუფრა აჭარული,
  ღიმილს შევაფარე ვერნათქვამი სევდა.

  სითბოს– მასპინძელი უხვად გვინაწილებს 
  მგონი ათს აკლია ახლა წუთები და...
  ვერ ვგრძნობ დროს და მაინც ექოდ ხმას ვაყოლებ...
  შენი ლექსის მერე ნამღერ მელოდიას.
 
  დროა ჩემი წასვლის, დროა განშორების,
  ძამი, ხმას ვერ გაწვდენ როგორ მეშინია,
  ისევ მომეპარა გულთან სიმარტოვე...
  პოეტს თბილი გული, თბილი ხელები აქვს.

  მაინც გავბედე და მაინც მივატოვე –
  ღამეს წყეული და ავი თვალები აქვს...
  ახლა წუთები მაქვს ისევ სიმარტოვის,
  ძამი, ხმას ვერ გაწვდენ როგორ მეშინია...

          გიორგი  გაბაიძეს. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები