 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 30 აგვისტო, 2010 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
.....მთავარია მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ.... ამიტომ მეტროში ჩავედი და სკამზე რაც შეიძლებოდა ფართედ დავჯექი. ცოტა ხანში გვერდზე მოხუცი ქალი მომიჯდა. ––ვაიი!... ვაი !.. –– ვიყვირე მთელი ხმით. ––რა მოხდა შვილო?... შვილო, რა მოგივიდა?... რა არი ?... –– ქალი ადგა და სკამს დაკვირვებით დახედა... ––დეიდა დეიდა––საწყალობელი ხმით ,თითქმის ტირილით დავიწყე––მე ხომ ძროხა ვარ , ძროხა! აბა ვერა ხედავთ ? დღეს დილით კუდი დავაუთოვე, უფრო სწორედ კუდის ფუნჯი, მთელი საათი ვიწვალე ,სამსახურშიც დამაგვიანდა ამის გამო !თქვენ კი... თქვენ კი..... ააააა.... დამიკუჭეეეეთ....... ქალი ისე შეშინდა რომ თავის ასაკთან შეუფერებელი სისწრაფით ვაგონიდან გავარდა, თან გზადაგზა ბადრიჯნებს ფანტავდა მორღვეული პარკიდან ...გავიდა, მერე გარედან დამიწყო ჩუმ–ჩუმად თვალიერება. დანარჩენი მგზავრები მოთხილამურის პოზაში იდგნენ და თითქოს ბრძანებას ელოდნენ.... მიმოვიხედე, სიტუაციას ახლა მე ვაკონტროლებდი, ბოროტად ჩავიღიმე, თითები თავთან მივიტანე როგორც რქები და ვნებიანად დავიზმუვლე!... ვაგონი იმწამს დაცარიელდა, მერე კარიც დაიხურა. შვებით ამოვისუნთქე , მაისური გავიხადე და გადმოვაბრუნე. ამ მომენტში მკაფიოდ გავიგონე, როგორ ჩაიდუდღუნა ვიღაცამ , " წადი შენ მიწაშიო...." და მართლაც... ვინა თქვა წყევლა არ მოქმედებსო ?... ორიოდ წამში მატარებელი გვირაბში შეიჭრა.
# # #
მეტროდან ამოვდივარ, თავი ისე მტკივა მისკდება, პირი მიშრება, სახე გაქვავებული ნიღაბივით მაქვს, ხელებს ვისმევ, რა ვიცი... რა ვიცი ... მარკეტისკენ მივდივარ ,აკანკალებულ ხელს ჯიბეში ვიყოფ, ხურდა... ხურდა... სადაა ფული ?.. როგორ მწყურია ღმერთოო .... მარკეტის ღია კართან ორი ჩასუქებული, არა!... გადამძღარი ბიძა დგას , ბორჯომს თუ ნაბეღლავს სვამენ და მორიგეობით აბოყინებენ. რაღაც მემართება, მივდივარ მათთან , მერე უსაფრთხო დისტანციაზე ვჩერდები თან თვალებში ვუყურებ , აჰაა ...შემამჩნიეს, კარგია... თვალს არ ვაშორებ... ბოთლები ძირს დაუშვეს ... ერთმანეთს უყურებენ... მერე ერთი ჯიბეში ხელს იყოფს, ალბათ მათხოვარი თუ ვგონივარ ?... –––სსსსკდებიით , თქვენიიი !!!!... ––სისინით ვეუბნები და გავრბივარ. ქუჩა... ბორდიური ... შუქნიშანი... ბავშვები... გზა... გზაა!.. მეორე ქუჩა .. მანქანა!... ხე!... ო ღმერთო , კიდევ მომდევენ !... სადარბაზო... სადარბაზო !.. უფფ... სადარბაზოში შევვარდი . გული ამოვარდნაზე მაქვს.
უცებ ზევიდან სპეციფიური ქალაქური , ეგრეთ წოდებული " ბაზარი " ისმის: ––ჩემი დედას შევეცი, იკა მართალია! –––ამბობს ვიღაც და ისე ხმამაღლა აფურთხებს , შევხტი!.. (აქლემია ?...) კიბის რუპორი ხმას აძლიერებს და გრგვინვასავით ისმის მათი ფეხის ხმა, ღრმა აზრიანი ნაფაზები, განუმეორებელი სლენგი... ოოოო ... ასე თუ გაგრძელდა ვერ გავმრავლდებით , კაცობრიობა გადაშენდება, დედამიწას კი რობოტი–ანდროიდები დაეპატრონებიან. მე კი მომიწევს ბუნკერის გათხრა , სადღაც , მთებში, დაიცა... რა არის საჭირო ?... ჰაერის ფილტრი , რადიო. კიდევ ? კიდევ გასაბერი ქალები , ქერა, შავგვრემანი, მწითური ,წვრილთვალა იაპოშკა და ზანგი. რა ვიცი იქნებ ერთი ტიპაჟი მომბეზრდა ან იქნებ გასკდეს ? ხომ დავიღუპე ? მართალია ასე ვერ გავმრავლდები მაგრამ სამაგიეროდ ბევრ პრობლემას მოვაგვარებ, არავინ გამანერვიულებს კრიტიკული დღეებით , თან ეკონომია, ჰაერის ,წყლის , საჭმლის... და რა უნდა ვჭამო ? უიი!.. კურდღლებიი . სწრაფად მრავლდებიან, აჰაა ! დახურული ეკოსისტემა შექმნილია . გადავრჩი. მაგრამ .. დაიცა , კურდღლები !.. რა ვაჭამო კურდღლებს ?.. ... მშიერი , გაგიჟებული ყურცქვიტები გალიებს ამტვრევენ და ჩემსკენ მორბიან, ვკეტავ გამყოფ კარს , ვნანობ რომ იარაღი არ მოვიმარაგე, კარი ჭრაჭუნობს, აღელვებული კურდღლები თათებს უტყაპუნებენ, ოთხივეს ერთად !.. ვაიმე !.. რამდენი თათია !... როგორც ყოველთვის ჯავრს ცოლზე, უფრო სწორედ ცოლებზე ვიყრი, ვიღებ ჩანგალს და ვურჭობ და ვურჭობ ვურჭობ და ვურჭობ ლატექსის გამობზეკილ უკანალებში, აი ჩაიფუშა... არ ჯობდა ნამდვილი ქალი ? ერთს დაუღრიალებდა და სმენაზე დადგებოდნენ ეს გადარეული კურდღლები . აი სად დამენძრაა!.... შვილიც გვეყოლებოდა , შვილი მერე ისტორიაში შევიდოდა, ერთხელაც აიღებდა ჩემს ინსტრუმენტებს და ყველა რობოტ ანდროიდს გაანადგურებდა , დაშლიდა ! ო როგორ ვიამაყებდი მერე რომ შვილი ასე დაემსგავსა მამას , როცა ჟამთამღწერი დიდ დავთარში ოქროს ასოებით ჩაწერდა: "" და ესრე იყო პირველი და დიდი რობოტ–ანდროიდობა რამეთუ ქორონიკონი იყო ორიათას ხუთას ოცდათუქვსმეტი, გაწყდა ყოველი კაცნი და ქალნი ,ხოლო თუ ვინმე დაშთა კაცი , ზამთრისა სიფიცხითა, გლობალურ სიცხითა, უსახლობითა, უბუნკერობითა და შიმშილითა ეგრეცამ მოისრა"" "" მას ჟამსა იყო ჰასაკითა თექვსმეტი წლისა.."" "" და აღასრულა გაკადნიერებულ ჭაბუკისა ზრახვანი, თვისა აგვისტოსა ოცდასამისა, დღესა ორშაბათსა, წელსა დასაბამიდან სოფლისა ,ორიათას ხუთას ოცდათექვსმეტი წლისა..."" "" უკუიქცა უთვალავნი რკინითა მოჭედილნი ანდროიდნი..."" "" და აღიგავა პირისაგან მიწისა"" "" ჰპოვენ აქა ( დედამიწასა ) შვება და განსვენება ჟანგადა"" და აღსდგება ნორმალური ყოფა გადარჩენილი კაცობრიობა გაითვალისწინებს წარსულის შეცდომებს და აღარასოდეს გაიმეორებს ... ვერ მოგართვით!... ადამიანები სულ ერთი და იგივე შეცდომებს უშვებენ!... და მაინც რატომ განაცხადეს კურდღლებმა ერთმანეთის შეჭმაზე უარი?... ალბათ იმიტომ რომ ისინი ადამიანები არ არიან !... ამ აღმოჩენამ საშინლად აღმაგზნო: –––მეც შევეცი !.. ეეე!... მეც!... ავძახე დაღლილი ხმით და გავიქეცი... ისე გავრბოდი ფეხები ზურგში მერჭობოდა... მეტრომდე აღარ გავჩერებულვარ.......
30.08. 2010. სერგეი ნეველი
(გაგრძელება არის , არის..... )
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ორსულაქლემადიქტი ვხდები და სერგეიმანია მემართება ნელნელა.:))ყოჩაღ სერგეი! ორსულაქლემადიქტი ვხდები და სერგეიმანია მემართება ნელნელა.:))ყოჩაღ სერგეი!
8. :) უკომენტაროდ :) უკომენტაროდ
7. კარგია, მომეწონა 555555 კარგია, მომეწონა 555555
5. – დეიდა დეიდა – საწყალობელი ხმით, თითქმის ტირილით დავიწყე – მე ხომ ძროხა ვარ, ძროხა! აბა ვერა ხედავთ ? დღეს დილით კუდი დავაუთოვე, უფრო სწორედ კუდის ფუნჯი, მთელი საათი ვიწვალე, სამსახურშიც დამაგვიანდა ამის გამო !თქვენ კი... თქვენ კი..... ააააა.... დამიკუჭეეეეთ....... ქალი ისე შეშინდა რომ თავის ასაკთან შეუფერებელი სისწრაფით ვაგონიდან გავარდა, თან გზადაგზა ბადრიჯნებს ფანტავდა მორღვეული პარკიდან ...გავიდა, მერე გარედან დამიწყო ჩუმ–ჩუმად თვალიერება.
ეს მართლა ფანტასტიურია! :))))))) და სად არიან აქლემები? ტყუილად დავდე ილუსტრაციაში? :)) :)) – დეიდა დეიდა – საწყალობელი ხმით, თითქმის ტირილით დავიწყე – მე ხომ ძროხა ვარ, ძროხა! აბა ვერა ხედავთ ? დღეს დილით კუდი დავაუთოვე, უფრო სწორედ კუდის ფუნჯი, მთელი საათი ვიწვალე, სამსახურშიც დამაგვიანდა ამის გამო !თქვენ კი... თქვენ კი..... ააააა.... დამიკუჭეეეეთ....... ქალი ისე შეშინდა რომ თავის ასაკთან შეუფერებელი სისწრაფით ვაგონიდან გავარდა, თან გზადაგზა ბადრიჯნებს ფანტავდა მორღვეული პარკიდან ...გავიდა, მერე გარედან დამიწყო ჩუმ–ჩუმად თვალიერება.
ეს მართლა ფანტასტიურია! :))))))) და სად არიან აქლემები? ტყუილად დავდე ილუსტრაციაში? :)) :))
4. მომწონს ეს ხულიგანი ავტორი...სიამოვნებიტ სემოვდივარ აქ...:) 555 მომწონს ეს ხულიგანი ავტორი...სიამოვნებიტ სემოვდივარ აქ...:) 555
3. ფანტასტიური პროზაიკოსი ხარ! მართლაც! და სცენა მეტროში განუმეორებელიიი!!! :D:D:D ფანტასტიური პროზაიკოსი ხარ! მართლაც! და სცენა მეტროში განუმეორებელიიი!!! :D:D:D
2. და მაინც რატომ განაცხადეს კურდღლებმა ერთმანეთის შეჭმაზე უარი?... ალბათ მხოლოდ მამალი კურდღლები იყვნენ იმ გალიაში და იმიტომ, დედა კურდღლები აბა საკუთრ ბაჭიებს ჭამენ სწორედ ამიტომ აშორებენ მათ ერთმანეთს გალიაში... ასე რომ ბუნება ადამიანზე დაუნდობელია... ადამიანი კი უფრო ბოროტია ვიდრე დაუნდობელი, რადგან ადამიანს მტრის სიყვარული შეუძლია აუუუ რამხელა კომენტარი გამომივიდააა?! და მაინც რატომ განაცხადეს კურდღლებმა ერთმანეთის შეჭმაზე უარი?... ალბათ მხოლოდ მამალი კურდღლები იყვნენ იმ გალიაში და იმიტომ, დედა კურდღლები აბა საკუთრ ბაჭიებს ჭამენ სწორედ ამიტომ აშორებენ მათ ერთმანეთს გალიაში... ასე რომ ბუნება ადამიანზე დაუნდობელია... ადამიანი კი უფრო ბოროტია ვიდრე დაუნდობელი, რადგან ადამიანს მტრის სიყვარული შეუძლია აუუუ რამხელა კომენტარი გამომივიდააა?!
1. სერიოზული პროზაა! სერიოზულ პროზაიკოსთან გვაქვს საქმე! სერიოზულთან!!! ვფიცავარ! 55555 სერიოზული პროზაა! სერიოზულ პროზაიკოსთან გვაქვს საქმე! სერიოზულთან!!! ვფიცავარ! 55555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|