ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2008


ქალები

ღამეს ჩავიგუბებ პეშვებში წყალივით
და შიგ მონატრებას თევზივით გავუშვებ...
უარვყოფ ბუნებრივს და კახპა ქალივით
თვალებს შეგაფეთებ, უზომოდ დატუშულს.

ტკივილის გამხელა რაც გახდა სასირცხვო,
ბედს ვეღარ ვუსწორებ ურიცხვ თამასუქებს...
მსუყეა ფიქრები... და მოდელ ქალივით
მე თითო ულუფაც უწყალოდ მასუქებს.

ვერ შევგუებივარ ჩემს მერყევ ხასიათს,
როგორც სალათაში რეჰანის არომატს,
მაგიდას გავშლი და...  ოჯახის ქალივით
შენს წინ სულ ცხელ-ცხელი ლექსები გამომაქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები