ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2010


და ჩემი წილი სიყვარული მეც გადამირჩა

ტყეში ბარბაცით მიმავალი ბილიკი მთვრალი,
გადასახვევი "ბავშვობაში' -ცხვირწინ საყდარი,
უზარმაზარი ცაცხვის ძირში ძლივს ფეხზემდგარი,
ცალი კედელი ჩამოშლილი, ჩამონაყარი.
სავარაუდოდ იმ ადგილას, სადაც სჩანს კარი,
წელმოხრილი და ქუდით ხელში მამას გავდა რა,...
(სიცოცხლეში ხომ თავისთავად, მკვდარიც მართალი)
ირგვლივ ჰაერი სიყვარულის შუქით განათდა.
როგორ მოვიდა,  რა იცოდა,  -თუნდ სიზმრად...ახლა,-
ეს სიძულვილი გულმოდგინედ ჩემს ძაფს რომ რთავდა?
ხელს ხომ მიქნევს და ყურშიც მესმის ნაცნობი ფრაზა:
" ნუ გეშინია, მამაშენი არ წავა არსად!"
ხედავთ, არ კვდება სიყვარული, აყარონ მიწა,
თუ დაგვჭირდება ამოვა და მაინც დაგვიცავს,
ყველგან მყოფია, მეგზურად ჰყავს თვით სული წმიდა,
დღეს, ჩემი წილი სიყვარული მეც გადამირჩა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები