ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2010


კაციჭამიები..( ექსპრომტი)

შენ, მე, ნუ მეტყვი; თითქოს მუზა ჩემი აღარ ხარ
და კუდიანებს ერთი მზერით ჯადო ახსენი.
პინაზე დავდოთ გულები და მე ვარ თანახმა,
სულ მისხალ-მისხალ მივუწონოთ ხორციც ოსირისს.

დრო უჩინარი, რკინის კასრში აგროვებს ვირთხებს,
კაციჭამიას გამოიყვანს გრძნობის შიმშილით.
მათი ამბავი სხვას არა და... მოდი მე მკითხე,
ადამიანებს აღარ გვანან, რომ აიშვებენ.

ისე დააჭკნო შურმა ხალხის ჩია გულები,
კუჭის პრობლემებს ანაცვალეს საღი გონება.
ახლა ისინი კასრის ვირთხებს ვინც გვაგონებდნენ,
დროა, თავისი სალაფავით ჭამონ ღორებმა.

არ დაეტევა დედამიწა უკვე ერთ ღერძზე...
და ვინც შენ გიმტრო, ყველა თავისთავის მტერია.
შენ "კუპიდონი" სისხლიანი ისრით დაგეძებს,
რადგან სამყაროს, სიყვარული მონატრებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები