ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
7 სექტემბერი, 2010


ორსული აქლემი –2 (გაგრძელება)

.....ჩართვის შემდეგ , ზუსტად  ათ  წუთში,  ენერგოსისტემაში ძაბვამ აიწია .  სილიციუმის სტაბილიტრონმა ვეღარ შესძლო ელექტრონების ჭარბი რაოდენობის შეკავება , ერთხანს ებრძოდა ,ხურდებოდა , 105 გრადუსს  რომ მიაღწია  ფარანგეიტით  დაგეგმილად დაამოკლა ელექტრული წრედი .
      პროცესორმა ორიოდე წუთს კიდევ  იმუშავა,  ქულერმა  ბრუნვა შეანელა , მონაცემები  მოსული იყო . პროცესორი გახურდა, მის ქვეშ მოთავსებულმა თერმოწყვილმა უცებ იგრძნო ეს ...
      პროცესორი  შეშფოთდა, ჯერ ავარიულ , იძულებით რეჟიმში გადავიდა, სიხშირე ორჯერ დაეცა ,ჩატვირთვა მაინც გრძელდებოდა მერე  მოხმარების სიმძლავრემ იმატა .
      კვების ბლოკში დამცველი გადნა და ხმაურით გაითიშა .
პროცესორმა ვეღარ შესძლო მონაცემების შენარჩუნება, ეცადა პროგრამის დახურვას , ძალიან ეცადა ...
      მაგრამ ეს უკვე შეუსრულებელი მისია იყო .
  პროცესორი  ჭკუიდან  შეიშალა.


........................................................................................................................................................................................................


    უბედური ვარ...  უბედური ...
ჩემზე უბედური რეიტინგით  არავინ  დაიარება  დედამიწაზე !....
გუშინ გვიან ღამით  კომპიუტერი გამიფუჭდა.
    თითქოს ხელი  მომაჭრეს  ან ფეხი , ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს , ფანტომური ტკივილები მეწყება,  მინდა გავაღო  ფანჯარა  და მთელი ხმით ვიყვირო.
    და რა ვიყვირო ?...      წაადით  თქვეენი ?....
  ტყუილად ვიყვირებ ...  ისინი ისედაც  წასულები არიან , ზოგი ისვენებს  ზღვაზე , ზოგიც , როგორც მე, არ დაასვენეს  ,დანარჩენებს  ძინავთ,  არაფერი  ესმით.    ზოგიერთები კი  დიად დასაბამს  შეერთებიან,      ანუ  გარდაიცვალნენ  რაღა ....
    იპოვეს კია მათ პასუხი ყველა კითხვაზე ?.... აი იმ კითხვებზე , მთელი შეგნებული ცხოვრება რომ გვაწუხებს .
      რისთვის  ვცოცხლობთ ?...
      საიდან    მოვდივართ ?...
      საით    მივდივართ ?...
      დავბრუნდებით ???.....
  აი ბოლო შეკითხვა  კი  განსაკუთრებით აქტუალურია ,არავინ  იცის როდის დავბრუნდებით,  უპასუხისმგებლობის  ეტალონია,  მე ვიტყოდი  დიდი  გოჭობაა .
      ეს არ ვიცით  არც მე ,  არც  თქვენ ,  არც ფსიქოლოგმა , არც  ლტოლვილებმა და  არც  მონიტორებმა,  იმ მონიტორებმა  ლამაზ ,  ფაფუკ  სავარძლიანი  ჯიპებით რომ  დაჰქრიან  და ზედ  EUMM  რომ აწერია .
    შეენც ,  ბრუტუს ?.....
  მათ მართლა არ იციან არაფერი,  მთავარია გვარიანად  შეშფოთებულები არიან  , ცდილობენ  სიტუაციაში გარკვევას  ეს  კი უმჯობესია  მასობრივი  მხიარულების  ადგილებში  გააკეთონ ,  (  სტრესი  ნაკლებია )  აი  ამიტომ აჩერებენ  ისინი თავიანთ  მანქანებს  სადღაც , მაგალითად მცხეთასთან , რესტორნებთან , მერე იქ დიდხანს , დიდხანს , დილამდეც  სხედან  და მონიტორინგით  არიან  გართულები.....
   
  შეენც  EUMM ?.....

      .... ბოლოს  გამოძვრებიან  რესტორნიდან , ოდნავ შემთვრალები  და რა ვულგარულად ჟღერს  მათი  დასავლეთ ევროპული აქცენტით ნათქვამი  მისტიური ქართული სიტყვები !...
    ცინანდალი...      სიგნაგი...      ხვანჩქარა...      ოოოო ...    საკარტველო ...
  რესტორნის მასიური კარი იღება, გადმოაფურთხებს მათ  და მათთან ერთად  გარეთ  გულისამაჩუყებელი  სიმღერა გამოიჭრება:
        "  გამარჯობა აფხაზეთო  შენი  .... "        (  ოხ  თქვენი )
  შეენც  EUMM ?... შენც ჩაგვეცი დანა ?....  არა და რა იმედი გვქონდა რომ არ გვიღალატებდი ?....
   
    EUMM  ( EUROPEAN  UNION  MONITORING  MISSION )
    (ევროკავშირის  დამკვირვებელთა    მისია )
..........................................................................................................................................................................................................  მაგრამ  ამაზე  დიდხანს  ფიქრი  და ტვინის  ჭყლეტა  არ ღირს ,  დამიჯერეთ,  ეს  ერთგვარად  საზიანოც კია ჯანმრთელობისთვის .
    ეგაა  უხილავი ძალით  რომ მექაჩება  ისევ  ფსიქოლოგთან , რომელსაც  (  ჩვენში  დარჩეს )    თავად  ვერ  გაურკვევია  ვინ  არის , საიდან  მოდის....  მაგრამ ნიღაბი ისე კარგად აქვს  მორგებული რომ სამუშაო დღის განმავლობაში  შეეზრდება ხოლმე სახეზე ....      ხანდახან  ვფიქრობ , როგორ უჭირს  ძილის წინ ამ ნიღბის მოხსნა  და როგორ ეხმარება ამაში  მეუღლე
–– აბა  ცოტაც... ცოტაც....    გააჩერე  ხელები !...  აი  კიდევ ,  რა  გითხარი  ?....    ააა  მოგეწიწკნა ?...  ჰოო ...  მოიცა, მოიცა , გამოდის ...
        ეჯაჯგურებიან !....  ნიღაბი  ჭრაჭუნობს ,  არ ემორჩილება , რა  ღრმად  ჩაზრდილა !....    იქნებ  თბილმა წყალმა უშველოს ?....
  ნეტარ არიან  მორწმუნენი !.....
  ამასობაში  ხმაურზე  მათი ბავშვები იღვიძებენ,  ხუჭუჭა  თავებს  ატრიალებენ , საყვარლად  ამთქნარებენ  თან  ერთმანეთს  ეკითხებიან  ჩუმად , ეს  პატარა  ტრაწიანები .....
––რას  აკეთებს  მამიკოო  ?....
ცოტა  ხანში კი  ბღავიან....
––დეედაა  !.....  ფისი მინდაა .....
სულ პატარა კი იღვიძებს და უბრალოდ ტირის ,  შეკითხვები ჯერ არ აქვს , მისი ტირილი მთელი ფილოსოფიაა  ,დამაკავშირებელი ხიდია , გნებავთ  დიალოგის  მცდელობაა ,  ჯერ  შეუცნობელ გარე სამყაროსთან.
      რა საზიზღარია მერე  ეს სამყარო  კომპიუტერის  გარეშე ?....
  ფსიქოლოგი ისევ  ნიღბის მოხსნას  ცდილობს,  მეუღლე  დაიღალა , საწოლზე ჩამომჯდარა....    მერე  ტირილი ესმის  და ვარდისფერი  ჩუსტების  ტყაპუნით  გარბის  ბავშვების  ოთახისკენ .
    ბოლოს  ჩვენი  ფსიქოლოგი  თავის ნიღაბთან  მარტო რჩება ,  ორივე ხელს ავლებს , იძაბება , ჩურჩულებს,  აი,  ახლა ...    აი ,  ახლა ...         
    ოღონდ ახლა მოსძვრეს  და მეტი აღარ მიეკარება ,  არა !... არასდროს ,  არასდროს ,  არასდროს.
  ღმერთი  არ გაგიწყრეთ და არ დაიჯეროთ .
              ბავშვები  ჩუმი, უშფოთველი ძილით ჩაიძინებენ  და  ფერად –ფერადი  ნიღბები დაესიზმრებათ ,, მერე  ნიღბების კარნავალი....  კლოუნები ....
      მათი მშობლები კი ვერ იძინებენ ,  ხვნეშიან ,  არ ასვენებთ  გამჩენი,  მათ  ხორცში  ბუნება თამაშობს ....
    მაგრამ ფსიქოლოგს  მაინც ფუქსავატური სული აქვს,  ჯერ ხომ  კარგად გამოიძინებს , მერე  მსუყედ ისაუზმებს  გუშინდელი კოშმარი კი  აღარ ემახსოვრება ,  აიღებს  პორტფელს ,  აკოცებს  ცოლს ...    უძილობისგან  თვალის უპეები რომ ჩასწითლებია ....
––კარგად ძვირფასო––
      და გარბის,  გარბის სამსახურში,  სასიამოვნოდ  აგზნებული , მაინც რა საინტერესო სამსახური აქვს ამ ადამიანს !...  ახლა ვიღაცას  დააბოლებს , ჯერ წინა ცხოვრებაზე შეეკითხება, მერე  უკანა ცხოვრებაზე , ასე აჭანჭყარებს სანამ წონასწორობიდან არ გამოიყვანს  და არ ათქმევინებს  საზიზღარ  მონაჩმახს  რომ ცხოვრება მშვენიერია ,  კლიენტს ტუჩები აუკანკალდება , დაიჯერებს  და გახარებული წავა სახლში .
        ვააჰ ....    რა საინტერესოა !...
  მაგრამ ეს  მხოლოდ  ერთი შეხედვით  ჩანს  ასე .
საერთოდ , გარედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს,  მაგალითად  შენი  პროფილი  სოციალურ  ქსელებში...    შენი  გაუფრთხილებელი ნალაყბევი  სპეცსამსახურების  ფარულ  ჩამწერ მოწყობილობებში ....
      სულაც  არ ვფიქრობთ იმაზე რომ  ადამიანი  ფაქტიურად  დიდად  არ შეცვლილა ,ასეთი  იყო  მე–15    მე–18  და  21–ე  საუკუნეშიც  ასეთივე  სულმოკლეა .
      სამწუხაროდ  იმაზეც  მიფიქრია  ხანდახან ,  თუ  კვლავ მოგვეცა  არჩევანი ,  ნეტავ  ისევ  "  ბარაბას "  ხომ არ ვიყვირებთ?...
      და მე უკვე არ ვიცი რა ვქნა ?....
რა და ....  ჯანდაბას ,  რაც  იქნება იქნება , გადავაგდებ კომპიუტერს , მოძველდა  უკვე ,  მაინც შეცვლა მინდოდა ....




                                                                                                  სერგეი  ნეველი  07 .  09  .  2010 .
     
 
                                  (გაგრძელება  არის )

.........................................................................................................................................................................................................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები