 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 8 სექტემბერი, 2010 |
ციხევ, ჭიუხზე ნაგებო, ციხევ, ბეჭდაუდებელო, სამშობლოს დედა ციხისად რკინისა ბჭეთა მჭედელო! მტრის რისხვად დაკვესებულო, ხმალო, თავნებავ, ჩემფერო, მინდა, ქედმოხრით გემთხვიო, ხავსიან ლოდებს ვეფერო! რა ლამაზი ხარ საცქერლად, სალ კლდობით გაუტეხელო! ხანდახან მხანძრავ სურვილით- შემოგტრფე, შემოგემღერო! თუ მტერმა დამკრას ლახვარი, თვალად პატარა ვეჩვენო, ვინძლო, იაბო აფრინო, ხმალდახმალ ჩამომეშველო, ერთად მივთიბოთ მხარ-მკლავი, მახვილი ავამეტყველოთ, ვანანოთ ჩვენი დარბევა, გზა სისხლით დავუმეწყეროთ! მონღოლმა ვით შეგილეწა სიმტკიცე გოდოლ-დირისა? იქნებ გაგტეხა შიგნიდან ძალამ იუდას ქირისამ, შემოგიყენეს კლდეთავქვით ოქროს საპანლე ვირისა, თვალ-მარგალიტით მოფინეს, ვიწრონი ციხის ძირისა ---------------------------------- ნისლებთან მუსაიფობდა ნახმლევი და ნაკოდალი, ხმლის ელვას მონატრებული ცად აზიდული გოდოლი, გულს სევდის მძივი ეკიდა, თვალს, მარგალიტი ობოლი: ”ქართველი რომ ქართველობდეს, რას დამაკლებდა მონღოლი?!”
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. მტკიცე სული ნამდვილად იგრძნობა... +5 მტკიცე სული ნამდვილად იგრძნობა... +5
24. ++++++++++++++++ მტკიცე ლექსია, გაუტეხელი ++++++++++++++++ მტკიცე ლექსია, გაუტეხელი
23. ++++++++++++++++ მტკიცე ლექსია, გაუტეხელი ++++++++++++++++ მტკიცე ლექსია, გაუტეხელი
22. ”ქართველი რომ ქართველობდეს, რას დამაკლებდა მონღოლი" 55555555555555555 ”ქართველი რომ ქართველობდეს, რას დამაკლებდა მონღოლი" 55555555555555555
21. რა ლან\მაზი ხარ საცქერლად, მართლაც ენით აუწერელი სილამაზე +5 რა ლან\მაზი ხარ საცქერლად, მართლაც ენით აუწერელი სილამაზე +5
20. აქ ვასრულებ კითხვას!!! და ველი ახლებს!!! აღარ ვიცი რა გითხრა და რით შეგამკო!!! გაიხარე შენა!!! აქ ვასრულებ კითხვას!!! და ველი ახლებს!!! აღარ ვიცი რა გითხრა და რით შეგამკო!!! გაიხარე შენა!!!
19. ნისლებთან მუსაიფობდა ნახმლევი და ნაკოდალი, ხმლის ელვას მონატრებული ცად აზიდული გოდოლი, გულს სევდის მძივი ეკიდა, თვალს, მარგალიტი ობოლი...
ლამაზია... ნისლებთან მუსაიფობდა ნახმლევი და ნაკოდალი, ხმლის ელვას მონატრებული ცად აზიდული გოდოლი, გულს სევდის მძივი ეკიდა, თვალს, მარგალიტი ობოლი...
ლამაზია...
18. აღარ ქართველობს ელდარ და ასეააა5555555555 აღარ ქართველობს ელდარ და ასეააა5555555555
17. გაუხარე, შატილიონო, ასეთი ძარღვიანი ლექსის დაწერისთვის! ეს თორღვა პანკელის ციხეს უნდა ეძღვნებოდეს, როგროც ვხვდები! მაგ თორღვაზეც კაი-კაი ისტორიები და ლეგენდებია დარჩენილი!... ილტოსპირელი.... 2010-09-08 10:29:01
მიშა, მადლობები და მოიკთხვები!... კი, მართალი ხარ, თორღვა პანკელის ციხეს ეძღვნება ეს ლექსი... ველოდები ლეგენდებს! გაუხარე, შატილიონო, ასეთი ძარღვიანი ლექსის დაწერისთვის! ეს თორღვა პანკელის ციხეს უნდა ეძღვნებოდეს, როგროც ვხვდები! მაგ თორღვაზეც კაი-კაი ისტორიები და ლეგენდებია დარჩენილი!... ილტოსპირელი.... 2010-09-08 10:29:01
მიშა, მადლობები და მოიკთხვები!... კი, მართალი ხარ, თორღვა პანკელის ციხეს ეძღვნება ეს ლექსი... ველოდები ლეგენდებს!
16. მადლობა ყველას, ვისაც ჩემი ლექსები სიამოვნებას განიჭებთ! მადლობა ყველას, ვისაც ჩემი ლექსები სიამოვნებას განიჭებთ!
15. დიდი მადლობა, თამარ! დიდი მადლობა, თამარ!
14. გულს სევდის მძივი ეკიდა, თვალს - მარგალიტი ობოლი: --------> აქ მძიმის ნაცვლად ტირე უფრო გამართლებულია, ელდარ... ”ქართველი რომ ქართველობდეს, რას დამაკლებდა მონღოლი?!”
მართლაც რომ... რას დაგვაკლებდა ვინმე, კაცი რომ კაცობდეს და არ არაკაცობდეს... ქალი რომ ქალობდეს და... საერთოდ, ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს და ამ საქმეს მიხედოს ბოლომდე?!
გაიხარე, ელდარ! კარგი ადამიანი ხარ, კარგი პოეტი და, დარწმუნებული ვარ, - კარგი მეგობარი! გულს სევდის მძივი ეკიდა, თვალს - მარგალიტი ობოლი: --------> აქ მძიმის ნაცვლად ტირე უფრო გამართლებულია, ელდარ... ”ქართველი რომ ქართველობდეს, რას დამაკლებდა მონღოლი?!”
მართლაც რომ... რას დაგვაკლებდა ვინმე, კაცი რომ კაცობდეს და არ არაკაცობდეს... ქალი რომ ქალობდეს და... საერთოდ, ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს და ამ საქმეს მიხედოს ბოლომდე?!
გაიხარე, ელდარ! კარგი ადამიანი ხარ, კარგი პოეტი და, დარწმუნებული ვარ, - კარგი მეგობარი!
13. უზომოდ მომეწონა ეს ლექსი :) +++555
ხანდახან მხანძრავ სურვილით- შემოგტრფე, შემოგემღერო!
ძალიან-ძალიან ლამაზი სიტყვებია!!!! :) უზომოდ მომეწონა ეს ლექსი :) +++555
ხანდახან მხანძრავ სურვილით- შემოგტრფე, შემოგემღერო!
ძალიან-ძალიან ლამაზი სიტყვებია!!!! :)
12. მშურს თქვენი გულისაც და კალმისაც.თქვენივე იაბოს დაჭიმულ ვენებს გავს თქვენი ლექსები.გაიხარეთ. მშურს თქვენი გულისაც და კალმისაც.თქვენივე იაბოს დაჭიმულ ვენებს გავს თქვენი ლექსები.გაიხარეთ.
11. "შატილიონი და საქართველოს ციხეები" რა კარგად ეფერები საქართველოს სიძველეებს...მიყვარს აქ შემოსვლა...55555555 "შატილიონი და საქართველოს ციხეები" რა კარგად ეფერები საქართველოს სიძველეებს...მიყვარს აქ შემოსვლა...55555555
10. თქვენ გაიხარეთ პატივცემულო ავტორო! მშვენივრად დავიმუხტე ამ შუადღით:) +2 თქვენ გაიხარეთ პატივცემულო ავტორო! მშვენივრად დავიმუხტე ამ შუადღით:) +2
9. სულგულიანო ძია ლდარ... იცოცხლეთ იხარეთ 55555
სულგულიანო ძია ლდარ... იცოცხლეთ იხარეთ 55555
8. გულს სევდის მძივი ეკიდა, თვალს, მარგალიტი ობოლი: ”ქართველი რომ ქართველობდეს, რას დამაკლებდა მონღოლი?!”
ვერც ვერაფერს,,ვერც მონღოლი და ვერც ვერავინ გულს სევდის მძივი ეკიდა, თვალს, მარგალიტი ობოლი: ”ქართველი რომ ქართველობდეს, რას დამაკლებდა მონღოლი?!”
ვერც ვერაფერს,,ვერც მონღოლი და ვერც ვერავინ
7. "ნისლებთან მუსაიფობდა ნახმლევი და ნაკოდალი, ხმლის ელვას მონატრებული ცად აზიდული გოდოლი, გულს სევდის მძივი ეკიდა, თვალს, მარგალიტი ობოლი: ”ქართველი რომ ქართველობდეს, რას დამაკლებდა მონღოლი?!”
როგორც ყოველთვის, პატრიოტული განწყობით! "ნისლებთან მუსაიფობდა ნახმლევი და ნაკოდალი, ხმლის ელვას მონატრებული ცად აზიდული გოდოლი, გულს სევდის მძივი ეკიდა, თვალს, მარგალიტი ობოლი: ”ქართველი რომ ქართველობდეს, რას დამაკლებდა მონღოლი?!”
როგორც ყოველთვის, პატრიოტული განწყობით!
6. ჩემი მისტიური ციხეა თორღვაის ციხე...სასწაულია...როგორ აშენდა...ახლა ილუსტრაციებს მოვიტან... ჩემი მისტიური ციხეა თორღვაის ციხე...სასწაულია...როგორ აშენდა...ახლა ილუსტრაციებს მოვიტან...
5. ნისლებთან მუსაიფობდა ნახმლევი და ნაკოდალი, ხმლის ელვას მონატრებული ცად აზიდული გოდოლი, გულს სევდის მძივი ეკიდა, თვალს, მარგალიტი ობოლი: ”ქართველი რომ ქართველობდეს, რას დამაკლებდა მონღოლი?!”
55555 გაუხარე, შატილიონო, ასეთი ძარღვიანი ლექსის დაწერისთვის! ეს თორღვა პანკელის ციხეს უნდა ეძღვნებოდეს, როგროც ვხვდები! მაგ თორღვაზეც კაი-კაი ისტორიები და ლეგენდებია დარჩენილი!... ნისლებთან მუსაიფობდა ნახმლევი და ნაკოდალი, ხმლის ელვას მონატრებული ცად აზიდული გოდოლი, გულს სევდის მძივი ეკიდა, თვალს, მარგალიტი ობოლი: ”ქართველი რომ ქართველობდეს, რას დამაკლებდა მონღოლი?!”
55555 გაუხარე, შატილიონო, ასეთი ძარღვიანი ლექსის დაწერისთვის! ეს თორღვა პანკელის ციხეს უნდა ეძღვნებოდეს, როგროც ვხვდები! მაგ თორღვაზეც კაი-კაი ისტორიები და ლეგენდებია დარჩენილი!...
4. კომპიუტერმა გაჭედა თუ საიტის ბრალია :) კომპიუტერმა გაჭედა თუ საიტის ბრალია :)
3. ეს ლექსი გარედან წავიკითხე და მომეწონა! ეს ლექსი გარედან წავიკითხე და მომეწონა!
2. ხმალო, თავნებავ, ჩემფერო, მინდა, ქედმოხრით გემთხვიო,
რა ლამაზი ხარ საცქერლად, სალ კლდობით გაუტეხელო! ხანდახან მხანძრავ სურვილით- შემოგტრფე, შემოგემღერო! თუ მტერმა დამკრას ლახვარი, თვალად პატარა ვეჩვენო, ვინძლო, იაბო აფრინო, ხმალდახმალ ჩამომეშველო,
კარგი პატრიოტული ლექსი...გაიხარეთ!!!
წარმატებას გისურვებთ!!! ხმალო, თავნებავ, ჩემფერო, მინდა, ქედმოხრით გემთხვიო,
რა ლამაზი ხარ საცქერლად, სალ კლდობით გაუტეხელო! ხანდახან მხანძრავ სურვილით- შემოგტრფე, შემოგემღერო! თუ მტერმა დამკრას ლახვარი, თვალად პატარა ვეჩვენო, ვინძლო, იაბო აფრინო, ხმალდახმალ ჩამომეშველო,
კარგი პატრიოტული ლექსი...გაიხარეთ!!!
წარმატებას გისურვებთ!!!
1. ხმალო, თავნებავ, ჩემფერო, მინდა, ქედმოხრით გემთხვიო,
რა ლამაზი ხარ საცქერლად, სალ კლდობით გაუტეხელო! ხანდახან მხანძრავ სურვილით- შემოგტრფე, შემოგემღერო! თუ მტერმა დამკრას ლახვარი, თვალად პატარა ვეჩვენო, ვინძლო, იაბო აფრინო, ხმალდახმალ ჩამომეშველო,
კარგი პატრიოტული ლექსი...გაიხარეთ!!!
წარმატებას გისურვებთ!!! ხმალო, თავნებავ, ჩემფერო, მინდა, ქედმოხრით გემთხვიო,
რა ლამაზი ხარ საცქერლად, სალ კლდობით გაუტეხელო! ხანდახან მხანძრავ სურვილით- შემოგტრფე, შემოგემღერო! თუ მტერმა დამკრას ლახვარი, თვალად პატარა ვეჩვენო, ვინძლო, იაბო აფრინო, ხმალდახმალ ჩამომეშველო,
კარგი პატრიოტული ლექსი...გაიხარეთ!!!
წარმატებას გისურვებთ!!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|