ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2010


ოთხი ჰაიკუ (ციკლიდან "12 თვე")

ნოემბერი

ქარმა მოწყვიტა
ბოლო ფოთოლი ჭადარს, -
უცებ აცივდა.


დეკემბერი

ზეცამ  ვერცხლის თმა
ჩამოშალა ღრუბლიდან...
ზამთარი მოდის.


იანვარი

თეთრი ფანტელი
თავზე დაეყარა ნაძვებს...
მიდიან წლები....


თებერვალი

ქარია გარეთ.
ასე რატომ უძგერთ გული
ნაზამთრალ ხეებს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები