ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2010


იმუშავე! (გულს)

რაღაც ამ ბოლო დროს ვერ ხარ ხასიათზე
გულო-იმედი მაქვს ჯერ არ დაიღალე
კარგად მოვიქცევი (ღვთის შეწევნით)
-იმუშავე!

ვიცი ამ დღეებში  ხშირად სევდიანობ
დრომ დარდი მოთოვა,მე რა დაგიშავე?!
აღარ გაგაბრაზებ (ღვთის შეწევნით)
-იმუშავე!

ხედავ? არაფერიც  რომ არ მეწერება:
წვიმაც დავლიე და ცეცხლიც ვჭამე,
მაინც ვერ ვპოეტობ შენი გადამკიდე
-იმუშავე!

შენი ხასიათი მე რა ვიცი
ჩემიც მეყოფა და ეგ მაკმარე,
ჯერ ვერ გავმართლდები უფალთან მისული
-იმუშავე!

რაღაც ამ ბოლო დროს ვერ ხარ ხასიათზე,
შენი იმედი მაქვს,ხომ არ დაიღალე?!
იცი გაზაფხული რამდენ დღეში მოვა?
ოციდან ნულამდე დაითვალე!
-იმუშავე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები