ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2010


განვედი ჩემგან...( ეძღვნება "უცხოს" )

შენ მედეა ხარ, საკუთარი შვილების მკვლელი...
შენში კაენის ბოღმიანი გული მარხია.
ბოროტო სულო!- ვერ წამბილწავ, ჩემგან განვედი...
სადაც ვიხილე შენი კვალი, ყველგან მახეა.

ეგ სამოსელი სხეულს დაგწვავს, როგორც "კრეუსას."
"ძე შეცდომილი" დაცემულა,  აზრით სატანურ...
შენს "ფანტაზიას", სამწუხაროდ ბოლო არ უჩანს,
ჩემს წარმოსახვას, წარმოდგენა მეტის არ ძალუძს.

განვედი ჩემგან, სამუდამოდ ადამის ნეკნო...
ღმერთო მოწყალევ, ყველას თავის წილი მიაგე!
საკუთარ შვილს ჭამს, სხვისი კერძად თუ აღარ ეყო,
რომ ვერ ინელებს, მხოლოდ მაშინ  ტირის ნიანგი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები