ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2010


თუნდაც მოცარტი

"ერთადერთი ეს თავხედი
არ ჩერდება დრო."
            ნიკო გომელაური

დიდ პიროვნებებს დრო ვერას აკლებს
დიდ პიროვნებებს დრო ვერ ეხება,
მათ მიმართ ძალას თავისას ნაკლებს
დრო ხედავს, ამას ის კარგად ხვდება.

თუნდაც მოცარტი, გარდაიცვალა
ოცდათხუთმეტი წლის, ცოტა დაჰყო
დედამიწაზე, დაჯაბნა დრო და
თავის სახელი ასე უკვდავყო.

11 სექტემბერი
2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები