ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2010


თმოგვის ციხესთან

თმოგვის ციხესთან, ანგელოსთა მესმის გალობა,
სამარადისოდ ომგადახდილ სარდალს მოველი.
დიდება უფალს!  უკვდავება მან მიწყალობა,
გამარჯვებული მობრძანდება სარგის თმოგველი.
მომიახლოვდი საქართველოს დიდო სარდალო,
შენს წინაშე რომ შლეგი მტერიც უკან იხევდა...
არ ვიცი, შენი ვაჟკაცობა რას შევადარო
გამარჯვებულო,  გადღეგრძელებ თმოგვის ციხესთან!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები