ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ქეთუს
ჟანრი: პროზა
12 სექტემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

♥ მუდამ ე რ თ ა დ...♥

        ადამიანთა ტერფებისგან გადაღლილი ქვიშა გაგრილებას ცდილობდა და ზღვისკენ მიუწევდა გული, სიგიჟით გატაცებული ტალღები კი, რატომღაც გაბოროტებული, ისევ ნაპირისკენ ისვროდნენ ერთიანად გაწუწულ კენჭებს... ხმელეთზე ცელქად არბოდნენ და ჩამორბოდნენ,  სიმშვიდის დაკარგვამდე შხუილებდნენ...

        შენი ნატერფალები მომენატრა და ჩვენს საყვარელ ადგილს მივაკითხე. სევდა  ცრემლებად მოაწვა ჩემი ტკივილით გადაღლილ თვალის გუგებს, ირისის ბზინვარე თაფლისფერი შეამღვრია და ქუთუთოებიდან გადმოსვლას ლამობდა... მაგრამ არა!  ხომ დაგპირდი, რომ თუ უშენობა ამატირებდა ისევ შენის ჩემში ყოფნით ვინუგეშებდი თავს...

ჩემი გულის ყველაზე მგრძნობიარე, მზიან კუთხეში მოგძებნიდი და გავთბებოდი...
მოგძებნიდი ტრიალ მინდორზე, ყვავილების მორცხვ თვალისდახამხამებაში დავინახავდი შენს მუდამ ნამიან თვალებს, სარეველას მოგაშორებდი, რომ შენც არ გაგჭირვებოდა ჩემი ცნობა...
ჩვენს პატარა ეზოში მოგძებნიდი... იცი? ჩვენს საქანელაზე გვერდით არავის ვისვამ, იქ ხომ შენ ზიხარ ყოველთვის...

გახსოვს? რომ დამპირდი მარტო არასოდეს იქნებიო? ვხედავ როგორ ცდილობ შეასრულო დანაპირები, რადგან მე ყოველდღე შენი დანატოვარი კვალით ვთბები... როცა მზე არ ანათებს შენი ცრემლი მეხუტება  წვიმის სახით... მერე, ხანდახან ცისარტყელაც მიხატავს ფერად ნახატებს, როგორც შენ მიხატავდი ხოლმე ჩემს ოცნებებს, ფუნჯებს ბუნებისგან ვთხოულობ, –ყველაზე დიდი მხატვრისგან... ღამით კი, ალბათ შენი თხოვნით, მთვარე მოირბენს ხოლმე ჩემთან და დამალობანას მეთამაშება, როგორც ბავშვობაში - მე და შენ... ის მპოულობს, მე -  ვერა...

მოსაღამოვდა... მზე დღესაც სიყვარულით ჩაეხუტა ზღვას... ისევ გავყურებ ცისარტყელისებრ, ნარინჯისფერ ჰორიზონტს გავარდისფრებული ღრუბლების გასწვრივ და ვტირი... მე ყოველდღე მშურს მათი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები