ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2010


ახალი სიცოცხლე

                                                               
ღამეა... ყრუ ხმა...-  ქვაფენილზე ნაბიჯი ჩემი,
ვცდილობ გადავდგა...როგორც  არის დაგებული- სიმეტრიულად.
ერთი...ორი...და აი, უკვე შემდეგის ჯერი:
ჭადრაკის დაფას დავატარებ ფეხქვეშ წრიულად.
მივდივარ ასე,  ხეებს მივდევ სრულიად მარტო,
ცარიელია თითქმის ქუჩა და მაინც სავსე,
აბა, რა შიში?! ეს თამაში პირიქით, მართობს,
ნაბიჯ-ნაბიჯ, ღამის სისველით სული გავივსე.
ჩემი დაქალი , ალბათ გახსოვთ, შვილმკვდარი დედა,
თავისი შვილი,  მიაბარა სანამ იესოს,
მანამდე იდგა მუხლმოდრეკით, იმდენს ევედრა...-
დღეს დაუბრუნდა შვილიშვილად სამაგიეროდ!
მას უხაროდა, არ იცოდა ეს როგორ ეთქვა:
-ახალ სიცოცხლით,  ჩაშავებულ სიკვდილის შეცვლა-
"იცი, სიზმარში მეც ვაჩენდი, როგორც ის...ახლა,"
მითხრა და  ჩვილიც დაიბადა-  მერე კი შერცხვა!
ჰოდა ეს  ქუჩა,  იმედივით, დღეს გვერდით  მომდევს,
ალაგ-ალაგ ჭადრის ფოთლები, სისველის ფონზე.
მყარია ჩემი ნაბიჯები, მიწასაც  გრძნობენ,
ახალ სიცოცხლეს გამოვიყვანთ ამ დღეისსწორზე.
საოცარია უფალო ჩემო, შენი განგება!
ბადებ სიცოცხლეს!...-თითქოს  თავიდან სამყაროს შექმნა
და ეს წრებრუნვა...-  ლოგიკურად  მშვენივრად ჯდება,
კვლავაც და კვლავაც ამ სიცოცხლის სიკვდილთან შებმა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები