| ავტორი: მათე ჟანრი: პოეზია 25 ივლისი, 2008 |
*** ლამაზი, დიდი, რიჟრაჟისფერი ფოთოლი მოსწყდა... ნისლში გაფრინდა... თოვდა... დილის ცივი ნასუნთქი ეზოს მოედო... მთა დაიფიფქა... ფოთოლი ეგდო ხელთათმანივით, თითქოს დუელში ზამთარს იწვევდა.
1998 წ. 2 დეკემბერი.
*** რაღაც არ უსმენს გულის ფეთებას ჩემი სხეული, დაღლილი და სიზმარეული... აღარ სურს გულსაც უსასრულოდ ნაბიჯის დათვლა... ვარდისფერ რიჟრაჟს რომ მიაღწევს, სიხარულით ცრემლოობს ღამე, რომ განარიდა თავი კოშმარებს... ცივი, უკარი, უამინდო დღეც ჩაიცლება...
ჩამოყრილ ფოთლებს ბრაზიანად მოხვეტავს ქარი და სადღაც შორეთს შეურევს, წაშლის...
დაღლილი ძებნით, ფუნჯს ძირს დადებს ამ დღის მხატვარიც, თავს გადაიქნევს, რადგან ისევ არ გამოვიდა... და შავ ღამეს, ვით საფარველს, ჩამოაფარებს...
რჩება იმედი, რომ უკუნეთის ნაქსოვ კაბას, ძველს და გაცრეცილს, ყველა ნარღვევზე არ ედება საკერებელი...
და მთვარე ცალი თვალით მაინც ჩამოიჭყიტავს...
2000 წ. 27 ოქტომბერი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. კარგია ზალიან
კარგია ზალიან
19. და ვინ შეგიკვეთა? სახელს არ გიწონებ. თუ ამართლებს, მაშინ ამიხსენი! არ მიყვარს დაკვეთები... უხ არ გამაბრაზოოო!!! :) :) :D და ვინ შეგიკვეთა? სახელს არ გიწონებ. თუ ამართლებს, მაშინ ამიხსენი! არ მიყვარს დაკვეთები... უხ არ გამაბრაზოოო!!! :) :) :D
18. აკრეფისას შემშლია, მაპატიეთ, წიგნში ზუსტად ,,ცრემლოოდეს'' არის! აკრეფისას შემშლია, მაპატიეთ, წიგნში ზუსტად ,,ცრემლოოდეს`` არის!
17. მაშინ არაფერი ვთქვი,მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო... ბატონებო, უსმინეთ: ,,და ვითარცა ესმა ესე მისგან, ცრამლოოდეს ყოველნი.''(იაკობ ხუცესი ,,შუშანიკის წამება''ქართული პროზა; წიგნი პირველი; გვ.12; ზემოდან 1-ლი სტრიქონი.)ეს მათთვის,ვინც ფიქრობს, რომ ,,ცრემლოობს'' ასეთი სიტყვა არაა ქართულში... დანარჩენი მერე იყოს... მაშინ არაფერი ვთქვი,მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო... ბატონებო, უსმინეთ: ,,და ვითარცა ესმა ესე მისგან, ცრამლოოდეს ყოველნი.``(იაკობ ხუცესი ,,შუშანიკის წამება``ქართული პროზა; წიგნი პირველი; გვ.12; ზემოდან 1-ლი სტრიქონი.)ეს მათთვის,ვინც ფიქრობს, რომ ,,ცრემლოობს`` ასეთი სიტყვა არაა ქართულში... დანარჩენი მერე იყოს...
16. თოვდა... დილის ცივი ნასუნთქი ეზოს მოედო... მომწონხარ მათე ბიჭოოო :))) თოვდა... დილის ცივი ნასუნთქი ეზოს მოედო... მომწონხარ მათე ბიჭოოო :)))
15. "...დაღლილი ძებნით, ფუნჯს ძირს დადებს ამ დღის მხატვარიც, თავს გადაიქნევს, რადგან ისევ არ გამოვიდა... და შავ ღამეს, ვით საფარველს, ჩამოაფარებს..." კარგია,ძალიან მომეწონა
"...დაღლილი ძებნით, ფუნჯს ძირს დადებს ამ დღის მხატვარიც, თავს გადაიქნევს, რადგან ისევ არ გამოვიდა... და შავ ღამეს, ვით საფარველს, ჩამოაფარებს..." კარგია,ძალიან მომეწონა
14. ფოთოლი ეგდო ხელთათმანივით, თითქოს დუელში ზამთარს იწვევდა. მშვენიერია :) ჩამოგირბინე და გამიხარდა რომ გიპოვე :) კიდევ ერტხელ გისურვებ წარმატებებს:) ფოთოლი ეგდო ხელთათმანივით, თითქოს დუელში ზამთარს იწვევდა. მშვენიერია :) ჩამოგირბინე და გამიხარდა რომ გიპოვე :) კიდევ ერტხელ გისურვებ წარმატებებს:)
12. მომიტევეთ, მაგრამ არ მომეწონა. მომიტევეთ, მაგრამ არ მომეწონა.
10. მათე, ენის ლექსიკურ მარაგს-ასე უნდა დამეწერა...
მომიტევე ;;) მათე, ენის ლექსიკურ მარაგს-ასე უნდა დამეწერა...
მომიტევე ;;)
9. მათე ;;)
ცრემლოობს ღამე... უკარი...
ასეთი სიტყვები არაა ქართულში... დიდი მწერლები და პოეტები ყოველთვის ამდიდრებდნენ ენის ლიტერატურულ მარაგს, მაგარმ მისღები ფორმით...
წარმატებები :) მათე ;;)
ცრემლოობს ღამე... უკარი...
ასეთი სიტყვები არაა ქართულში... დიდი მწერლები და პოეტები ყოველთვის ამდიდრებდნენ ენის ლიტერატურულ მარაგს, მაგარმ მისღები ფორმით...
წარმატებები :)
8. მე ვერ მომეწონა მე ვერ მომეწონა
6. რჩება იმედი, რომ უკუნეთის ნაქსოვ კაბას, ძველს და გაცრაცილს, ყველა ნარღვევზე არ ედება საკერებელი...
მომწონს!
5 რჩება იმედი, რომ უკუნეთის ნაქსოვ კაბას, ძველს და გაცრაცილს, ყველა ნარღვევზე არ ედება საკერებელი...
მომწონს!
5
5. რაღაც არ უსმენს გულის ფეთებას ჩემი სხეული, დაღლილი და სიზმარეული... ჩემი გულიც...
მეორე ლექსი მომეწონა, ისეთია, ღრმად რომ უნდა ჩაყვე სიტყვა-სიტყვით გულისგულამდე და მერე შენში უსმინო მის ექოს, ემოციას ... რაღაც არ უსმენს გულის ფეთებას ჩემი სხეული, დაღლილი და სიზმარეული... ჩემი გულიც...
მეორე ლექსი მომეწონა, ისეთია, ღრმად რომ უნდა ჩაყვე სიტყვა-სიტყვით გულისგულამდე და მერე შენში უსმინო მის ექოს, ემოციას ...
4. პირველი მშვენიერია მეორეც კარგია, მაგრამ რაღაც ცოტა შემეწინააღმდეგა და ოთხჯერ მაინც წავიკითხე
მეორის გამო შეიძლებოდა 4 დამეწერა მაგრამ ამ ჯერზე იყოს 5
თითო-თითოდ დადეთ ხოლმე რა სად გეჩქარებათ? პირველი მშვენიერია მეორეც კარგია, მაგრამ რაღაც ცოტა შემეწინააღმდეგა და ოთხჯერ მაინც წავიკითხე
მეორის გამო შეიძლებოდა 4 დამეწერა მაგრამ ამ ჯერზე იყოს 5
თითო-თითოდ დადეთ ხოლმე რა სად გეჩქარებათ?
3. რჩება იმედი, რომ უკუნეთის ნაქსოვ კაბას, ძველს და გაცრაცილს, -----> გაცრეცილს.
პირველი მომეწონა უფრო... 5 რჩება იმედი, რომ უკუნეთის ნაქსოვ კაბას, ძველს და გაცრაცილს, -----> გაცრეცილს.
პირველი მომეწონა უფრო... 5
1. რაღAც ვერ მომეწონასავით. რაღAც ვერ მომეწონასავით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|