-მზეს იმდენი უწვიმია, მიწა გათეთრებულა! -იადონებს თბილ ქვეყნებში გაჰყოლია ბეღურა. -ნისკარტებით დაუჩხვლიტავთ მერცხლებს ლურჯი ღრუბლები. -ჭრელი ციდან წამოსულა მარმელადის გუნდები. -ფუტკრის სკებთან ჩავიარე, მიყვარს მათთან სტუმრობა, შოკოლადით სავსე სკები, არ გეგონოთ ხუმრობა. -ფელამუშის წვიმა იყო წუხელ, კოკისპირული, საწვეთურებს დაეკიდათ ჩურჩხელების ყინული. -ტყეში ზებრის ნაცვლად მეფედ დაუნიშნავთ ჟირაფი,- სპილოები სიხარულით ხტოდნენ ასკინკილათი. -წუხელ ისე გამომთვრალან, კუს ქორწილში ყოფილან,- ვირებს ხეზე უცეკვიათ, ბუ ქცეულა ყროყინად. -ჭკვიან ბატებს დიდ კოსმოსში გაუშვიათ რაკეტა, -მთვარემ თურმე ცისარტყელით ცის კარები ჩაკეტა. -ბატებს წერო აუჭრიათ ცაში,როგორც შურდული და სასწრაფოდ გაუხსნიათ ცისარტყელის ურდული. -ტყის სკოლაში დირექტორად ლომს ნიშნავენ,უწყინარს. -კენგურუებს ზურგჩანთები ათასფერად უბრწყინავთ. -დათვი გახლავთ ხუთოსანი, სანიმუშო ქცევაშიც. -ბეჰემოტებს ვეღარავინ ვეღარ სჯობნით ფრენაში. -რაც ციყვებმა მსუქან დათვებს უსახსოვრეს კუდები, ბუზღუნებიც არ არიან, აღარც ძილისგუდები. -დღეს აუზში იხვნისკარტამ ის ნისკარტი დაკარგა. -კაშალოტი ცურვას სწავლობს, სიცილს აყრის მაკაკა. -თახვი სკოლის დარაჯია, ხანჯალს მალავს ქამარში... ................... -ახლა თავად გააგრძელეთ "აბდაუბდას" თამაში!!!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. -მთვარემ თურმე ცისარტყელით ცის კარები ჩაკეტა ლამაზია :) -მთვარემ თურმე ცისარტყელით ცის კარები ჩაკეტა ლამაზია :)
25. მეც კარგად ვიხალისე, კიღამ 9 წლის გავხდი :) მეც კარგად ვიხალისე, კიღამ 9 წლის გავხდი :)
24. არამითი, მთლად ნუ გადარიე ბავშვები :)
"ზღარბი პარიკმახერთან მიდის თურმე ვირითა, თმაც შეიჭრა და სუფთად გაიპარსა პირი და ახლა ხვდება საცოლეს, მშვენიერი გველია, გადაგვარდა ქვეყანა დელი-დელი-დელია!"
ეს სტროფი კომენტარებში გადაიტანე ნაწარმოებთან "ვაი,ჩვენს პატრონს"... :) :) :)
არამითი, მთლად ნუ გადარიე ბავშვები :)
"ზღარბი პარიკმახერთან მიდის თურმე ვირითა, თმაც შეიჭრა და სუფთად გაიპარსა პირი და ახლა ხვდება საცოლეს, მშვენიერი გველია, გადაგვარდა ქვეყანა დელი-დელი-დელია!"
ეს სტროფი კომენტარებში გადაიტანე ნაწარმოებთან "ვაი,ჩვენს პატრონს"... :) :) :)
23. "თახვი სკოლის დარაჯი, ხანჯალს მალავს ქამარში," მელაკუდამ გაცვალა ფარშევანგი მამალში, ბულბული სვამს ორნახადს, გოგლიმოგლს ჭამს ყვავიო, წეროს უყვარს კურდღელი, სულ დაკარგა თავიო, ჭიანჭველა ქურდად ზის და ჟირაფით თარეშობს, მის კისერზე იპოვა გრძელი საპირფარეშო, თურმე კოჭლი აქლემი მეფეთმეფეთ დანიშნეს, ლომს შეაჭრეს ფაფარი, გასვლა თვალით ანიშნეს, ზღარბი პარიკმახერთან მიდის თურმე ვირითა, თმაც შეიჭრა და სუფთად გაიპარსა პირი და ახლა ხვდება საცოლეს, მშვენიერი გველია, გადაგვარდა ქვეყანა დელი-დელი-დელია! ზვიგენსა სცემს ჭიჭყინა, თაგვი კატას აშინებს, ამოქოქავს ნიანგი თავის კატერ-მაშინას, სპილო დაციგურაობს ყინულზე და ხორთუმი აქვს ხმალივით გაწვდილი, და მარწყვებით მორთული, რწყილს შეაჯდა აქლემი, უდაბნოში მიჰქრიან, მგელი შველმა მონათლა და დაარქვეს ფიქრია, მომღერალი ბულბული ყვავის ხმაზე ყრანტალებს, ბეჰემოტი გუბეში წეროსავით ტანტალებს, ბეღურა ზის არწივზე, მტრედი ქორებს აჭენებს, ირემი სჭამს კოცონთან მწვადის მსუქან ნაჭერებს, მგელი ბალახს მიირთმევს, გაეღუნა კბილია, ბატკანი სწვავს მწვადებს და ძროხა კმაყოფილია, მელაკუდა გათხოვდა, მამალი ყავს ქმარია, ყვავი მღერის სინაზით ავე-ავე მარია! აბა მეტი რა გითხრათ, აბა რით გაგახაროთ, დახრულია ზეცა და დახეულა სამყარო, სპილოც დასვეს კვერცხებზე, დათვიც გახდა მღვდელიო, ესეც აბდა-უბდა და დელი-დელი-დელია... "თახვი სკოლის დარაჯი, ხანჯალს მალავს ქამარში," მელაკუდამ გაცვალა ფარშევანგი მამალში, ბულბული სვამს ორნახადს, გოგლიმოგლს ჭამს ყვავიო, წეროს უყვარს კურდღელი, სულ დაკარგა თავიო, ჭიანჭველა ქურდად ზის და ჟირაფით თარეშობს, მის კისერზე იპოვა გრძელი საპირფარეშო, თურმე კოჭლი აქლემი მეფეთმეფეთ დანიშნეს, ლომს შეაჭრეს ფაფარი, გასვლა თვალით ანიშნეს, ზღარბი პარიკმახერთან მიდის თურმე ვირითა, თმაც შეიჭრა და სუფთად გაიპარსა პირი და ახლა ხვდება საცოლეს, მშვენიერი გველია, გადაგვარდა ქვეყანა დელი-დელი-დელია! ზვიგენსა სცემს ჭიჭყინა, თაგვი კატას აშინებს, ამოქოქავს ნიანგი თავის კატერ-მაშინას, სპილო დაციგურაობს ყინულზე და ხორთუმი აქვს ხმალივით გაწვდილი, და მარწყვებით მორთული, რწყილს შეაჯდა აქლემი, უდაბნოში მიჰქრიან, მგელი შველმა მონათლა და დაარქვეს ფიქრია, მომღერალი ბულბული ყვავის ხმაზე ყრანტალებს, ბეჰემოტი გუბეში წეროსავით ტანტალებს, ბეღურა ზის არწივზე, მტრედი ქორებს აჭენებს, ირემი სჭამს კოცონთან მწვადის მსუქან ნაჭერებს, მგელი ბალახს მიირთმევს, გაეღუნა კბილია, ბატკანი სწვავს მწვადებს და ძროხა კმაყოფილია, მელაკუდა გათხოვდა, მამალი ყავს ქმარია, ყვავი მღერის სინაზით ავე-ავე მარია! აბა მეტი რა გითხრათ, აბა რით გაგახაროთ, დახრულია ზეცა და დახეულა სამყარო, სპილოც დასვეს კვერცხებზე, დათვიც გახდა მღვდელიო, ესეც აბდა-უბდა და დელი-დელი-დელია...
22. გადახარხარების სმაილიკი როგორ იწერება არ ვიცი... გადახარხარების სმაილიკი როგორ იწერება არ ვიცი...
21. :) martlac kargia. :) 5 :) martlac kargia. :) 5
20. -ნისკარტებით დაუჩხვლიტავთ მერცხლებს ლურჯი ღრუბლები...
-ფელამუშის წვიმა იყო წუხელ, კოკისპირული, საწვეთურებს დაეკიდათ ჩურჩხელების ყინული.
ესეც ჩემი "აბდაუბდა":
ჯაზი, როკი, ჯაგა-ჯუგი- იყო ძილისპირული, ანტარქტიდას სტალაქტიდად ედო შაქარყინული :D
აბდაუბდა აიბურდა, მზის თარგი მსურს- ვნახე "ბურდა". ცის კამარა გაიქურდა მთვარე იყო "ნიკალაშკა" ვარსკვლავები წვრილი "ხურდა" ამ ურაკზეც აირია წეს-კანონთა ხათქა-ხუთქა ჩვეულებრივ წევრ-განაბებს "ნ-ი-კ-ი" უზით თურმე "ქურდად" ჩამითრია შენმა ლექსმა თუმც თამაში სულ არ მსურდა :D:D:D
ნათიიი!!! უძლიერესი ხარ და მიყვარხარ ძალიაან!!! :-*
-ნისკარტებით დაუჩხვლიტავთ მერცხლებს ლურჯი ღრუბლები...
-ფელამუშის წვიმა იყო წუხელ, კოკისპირული, საწვეთურებს დაეკიდათ ჩურჩხელების ყინული.
ესეც ჩემი "აბდაუბდა":
ჯაზი, როკი, ჯაგა-ჯუგი- იყო ძილისპირული, ანტარქტიდას სტალაქტიდად ედო შაქარყინული :D
აბდაუბდა აიბურდა, მზის თარგი მსურს- ვნახე "ბურდა". ცის კამარა გაიქურდა მთვარე იყო "ნიკალაშკა" ვარსკვლავები წვრილი "ხურდა" ამ ურაკზეც აირია წეს-კანონთა ხათქა-ხუთქა ჩვეულებრივ წევრ-განაბებს "ნ-ი-კ-ი" უზით თურმე "ქურდად" ჩამითრია შენმა ლექსმა თუმც თამაში სულ არ მსურდა :D:D:D
ნათიიი!!! უძლიერესი ხარ და მიყვარხარ ძალიაან!!! :-*
19. ჩემმ ცხრა წლის შვილმა წაიკითხა და კარგად იხალისა, მე მგონი, ეს ყველაზე კარგი შეფასებაა. კეთილი სურვილებით:)) ჩემმ ცხრა წლის შვილმა წაიკითხა და კარგად იხალისა, მე მგონი, ეს ყველაზე კარგი შეფასებაა. კეთილი სურვილებით:))
18. :) :) :) მხოლოდ , მეორე პუნქტში, ასეთი ლექსების დამახსოვრება არ მოვთხოვოთ ბავშვებს... კონვენციური მხოლოდ იმიტომ უნდა იყოს,რომ ბავშვმა ლექსად აღიქვას, სხვა შემთხვევაში უფროსების პროზაული ტყუილები შერჩებათ ხელში...
ეს ერთადერთ ლექსია (ჩემი) რომელიც ზეპირად არ (ვერ) ვიცი... :) :) :) :) მხოლოდ , მეორე პუნქტში, ასეთი ლექსების დამახსოვრება არ მოვთხოვოთ ბავშვებს... კონვენციური მხოლოდ იმიტომ უნდა იყოს,რომ ბავშვმა ლექსად აღიქვას, სხვა შემთხვევაში უფროსების პროზაული ტყუილები შერჩებათ ხელში...
ეს ერთადერთ ლექსია (ჩემი) რომელიც ზეპირად არ (ვერ) ვიცი... :)
17. ხო, ლექსის შეფასება დამავიწყდა, - 5! გენიალურია! :)))) ხო, ლექსის შეფასება დამავიწყდა, - 5! გენიალურია! :))))
16. 1. პირველი და უმთავრესი წესია, - ფრაზა არ უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს; 2. ლექსი უნდა იყოს კონვენციური, რათა ადვილად დაიმახსოვრონ ბავშვებმა; 3. ლექსი დაწერილი უნდა იყოს ბავშვისთვის გასაგები, მარტივი ენით; 4. ზუსტად უნდა იყოს დაცული ყველა გრამატიკული წესი; 5. სათანადო ადგილზე უნდა იყოს პუნქტუაცია!
აბდაუბდას ეს წესებიც ეყოფა, ნათია! 1. პირველი და უმთავრესი წესია, - ფრაზა არ უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს; 2. ლექსი უნდა იყოს კონვენციური, რათა ადვილად დაიმახსოვრონ ბავშვებმა; 3. ლექსი დაწერილი უნდა იყოს ბავშვისთვის გასაგები, მარტივი ენით; 4. ზუსტად უნდა იყოს დაცული ყველა გრამატიკული წესი; 5. სათანადო ადგილზე უნდა იყოს პუნქტუაცია!
აბდაუბდას ეს წესებიც ეყოფა, ნათია!
15. ძალიან კარგიაოოო :) ძალიან კარგიაოოო :)
14. ოთარ, კომენტარში "წესებში გავიჭედეთ" გაგრძელებას არ ვგულისხმობდი, არამედ პირველი კომენტარის პირველ ფრაზას: "აბა, ვინ უკეთესად განმარტავს "აბდაუბდა თამაშს" ...
ისე, შენ როგორც გაიგე,მშვენიერია, გაგრიეთ ამ გაუგებრობაში... თუკი გავაგრძელებთ გამოგვივა ლექსი, სათაურით, "ურაკპარაკელების აბდაუბდა თამაში"...
მაგრამ, ხომ უნდა ამ თამაშის დაწყებამდე წესებს გაცნობა... მერე, წესები რომ არა გვაქვს? :)
პ.ს.ისე, არც ამ საიტს აქვს წესები,მაგრამ მშვენივრად "ვთამაშობთ",მაგრამ წესები რომ ქონოდა,ხომ უკეთესი იქნებოდა... :) :) :)
ოთარ, კომენტარში "წესებში გავიჭედეთ" გაგრძელებას არ ვგულისხმობდი, არამედ პირველი კომენტარის პირველ ფრაზას: "აბა, ვინ უკეთესად განმარტავს "აბდაუბდა თამაშს" ...
ისე, შენ როგორც გაიგე,მშვენიერია, გაგრიეთ ამ გაუგებრობაში... თუკი გავაგრძელებთ გამოგვივა ლექსი, სათაურით, "ურაკპარაკელების აბდაუბდა თამაში"...
მაგრამ, ხომ უნდა ამ თამაშის დაწყებამდე წესებს გაცნობა... მერე, წესები რომ არა გვაქვს? :)
პ.ს.ისე, არც ამ საიტს აქვს წესები,მაგრამ მშვენივრად "ვთამაშობთ",მაგრამ წესები რომ ქონოდა,ხომ უკეთესი იქნებოდა... :) :) :)
13. აჰა, გასაგებია... :) დაე, სხვებმა გააგრძელონ, მე ამას ალბათ ვერ გავქაჩავ. :) აჰა, გასაგებია... :) დაე, სხვებმა გააგრძელონ, მე ამას ალბათ ვერ გავქაჩავ. :)
12. ოთარ, ეგ უსასრულო თამაშია, ფანტაზიის და ენერგიის ამოწურვამდე შეიძლება ითამაშო... :)
ოთარ, ეგ უსასრულო თამაშია, ფანტაზიის და ენერგიის ამოწურვამდე შეიძლება ითამაშო... :)
11. ჯინა, ძვირფასო, სამწუხაროდ ორთოგრაფიული ლექსიკონი არ მაქვს, ინტერნეტის მწირ, შეუვსებელ ლექსიკონში კი მარმელადის თუ მარმალადის დაწერა დაზარებიათ ან ვერ მოუსწრიათ ჯერ... მე აქამდე მეგონა, რომ მარმალადი იყო სწორი ფორმა, ვცდებოდი? რას ვერჩით ბავშვებს? :) ჯინა, ძვირფასო, სამწუხაროდ ორთოგრაფიული ლექსიკონი არ მაქვს, ინტერნეტის მწირ, შეუვსებელ ლექსიკონში კი მარმელადის თუ მარმალადის დაწერა დაზარებიათ ან ვერ მოუსწრიათ ჯერ... მე აქამდე მეგონა, რომ მარმალადი იყო სწორი ფორმა, ვცდებოდი? რას ვერჩით ბავშვებს? :)
10. საუკუნე მიილია ცის ვარსკვლავის კაშკაშში. მეომრებმა ხმალ-ხანჯლები შიგ ჩააგეს ქარქაშში... ალბათ ამით დასრულდება ''აბდაუბდას'' თამაში!!! :) :) :)
მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. :D :D :D საუკუნე მიილია ცის ვარსკვლავის კაშკაშში. მეომრებმა ხმალ-ხანჯლები შიგ ჩააგეს ქარქაშში... ალბათ ამით დასრულდება ``აბდაუბდას`` თამაში!!! :) :) :)
მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. :D :D :D
9. რა კარგია, აქ! მარმელადი გინდათ თუ შოკოლადი, ზოგს ფელამუში ან ჩურჩხელა ურჩევნია! მოკლედ, სულო და გულო! თან რა მხიარულებაა - კუს ქორწილში ისე დამთვრალან, ვირებს ხეზეც კი უცეკვიათ...მოკლედ, მეგობრებო, მობრძანდით და თავად ისიამოვნეთ!... ჰო, ავტორო, ამდენი ქეიფის მერე წესებში გავიჭედეთ, აბა რა! ისევ შენ თუ მოაბამ თავს!
(მარმელადი!...) რა კარგია, აქ! მარმელადი გინდათ თუ შოკოლადი, ზოგს ფელამუში ან ჩურჩხელა ურჩევნია! მოკლედ, სულო და გულო! თან რა მხიარულებაა - კუს ქორწილში ისე დამთვრალან, ვირებს ხეზეც კი უცეკვიათ...მოკლედ, მეგობრებო, მობრძანდით და თავად ისიამოვნეთ!... ჰო, ავტორო, ამდენი ქეიფის მერე წესებში გავიჭედეთ, აბა რა! ისევ შენ თუ მოაბამ თავს!
(მარმელადი!...)
8. წესებში გავიჭედეთ... :) წესებში გავიჭედეთ... :)
7. -დათვი გახლავთ ხუთოსანი, სანიმუშო ქცევაშიც. -ბეჰემოტებს ვეღარავინ ვეღარ სჯობნით ფრენაში. რა ჩვენნაირები ყოფილან?...:)) -დათვი გახლავთ ხუთოსანი, სანიმუშო ქცევაშიც. -ბეჰემოტებს ვეღარავინ ვეღარ სჯობნით ფრენაში. რა ჩვენნაირები ყოფილან?...:))
6. მომეწონა ძალიან! :) მომეწონა ძალიან! :)
5. -დათვი გახლავთ ხუთოსანი, სანიმუშო ქცევაშიც. -ბეჰემოტებს ვეღარავინ ვეღარ სჯობნით ფრენაში.
მაგარია :) ++ -დათვი გახლავთ ხუთოსანი, სანიმუშო ქცევაშიც. -ბეჰემოტებს ვეღარავინ ვეღარ სჯობნით ფრენაში.
მაგარია :) ++
4. -ნისკარტებით დაუჩხვლიტავთ მერცხლებს ლურჯი ღრუბლები.
მთვარემ თურმე ცისარტყელით ცის კარები ჩაკეტა.
+ :) ლექსი ძალიან მომეწონა :) გაიხარე, ავტორო! :) წარმატებები!!!
-ნისკარტებით დაუჩხვლიტავთ მერცხლებს ლურჯი ღრუბლები.
მთვარემ თურმე ცისარტყელით ცის კარები ჩაკეტა.
+ :) ლექსი ძალიან მომეწონა :) გაიხარე, ავტორო! :) წარმატებები!!!
1. აბა, ვინ უკეთესად განმარტავს "აბდაუბდა თამაშს" :) გთხოვთ, ჩამოაყალიბოთ წესები, რაც შეიძლება მოკლედ და სრულფასოვნად... ეს თამაში მშვენიერი გასართობია,როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის,მაგრამ დიდებს უკეთ გამოსდით, მგონი:) აბა, ვინ უკეთესად განმარტავს "აბდაუბდა თამაშს" :) გთხოვთ, ჩამოაყალიბოთ წესები, რაც შეიძლება მოკლედ და სრულფასოვნად... ეს თამაში მშვენიერი გასართობია,როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის,მაგრამ დიდებს უკეთ გამოსდით, მგონი:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|