ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
18 სექტემბერი, 2010


ორსული აქლემი- 2 (გაგრძელება)

ქალაქისგან  შორს , დასავლეთით , სადაც წყდება ხმაური და ქრება საგზაო ნიშნები, თითქმის ქვეყნის დასალიერს , იქ  სადაც მხოლოდ მაწანწალა ძაღლები თუ დაძრწიან, მუდმივად მიიჩქარიან  სპეცმანქანები.  მიდიან დატვირთულნი და უკან ცარიელები ბრუნდებიან , რათა ისევ გამოქაჩონ ქალაქს  მისი მუდმივი,  ბუნებრივი ცხოველქმედების პროდუქტი ---    ნაგავი.
.......................................................................................................................................................................................................

        მოსაღამოვდა და პროცესორს შესცივდა.
ქარი ულმობლად უბერავს ყველა ნაჩვრეტში ,  თავისი  გამჭვირვალე  ცივი ხელებით  მის ქულერს  ქარის წისქვილივით  ატრიალებს .
        ის ახლა მიტოვებულ , ნახევრად  დანგრეულ სახლს გავს , ფანჯრები ჭრაჭუნობს მორყეულ ჩარჩოებში , ერთი მინაც არ შერჩენია, ახეული შპალერი ფრიალებს, თითქოს ხელს უქნევს , თითქოს ემშვიდობება დიდი ხნის წინ წასულ მობინადრეებს  მიჩვევა რომ მოასწრო , კარი ისევ იღება და იკეტება .
        წარსულის აჩრდილები და მოჩვენებები შედიან და გამოდიან, ის კი ისევ როგორც ადრე, მათაც ჩვეულებისამებრ იღებს და აცილებს , იღებს და აცილებს ,როგორც  ნანატრ სტუმრებს.
      ......ნაგავსაყრელის თავზე ღრუბლები ჩამოწვა ,ცოტაც და წვიმა დაიწყება , აბა როგორ !...  ბუნებას პირველი იერიში მიაქვს  ადამიანის გენიალურ ქმნილებასთან , კომპიუტერი რომ ჰქვია სახელად .
          ადამიანი ებრძვის ბუნებას  და იმარჯვებს კიდეც მასზე ....    კვდება .
          ბუნება ებრძვის ადამიანის ქმნილებებს და თავის ნაწილად აქცევს .
          მერე წრე იკვრება .
და ბოლოს , რა ხდება  ბოლოს ?...
        ისეთი არაფერი , მერე ის, რაც  შემდეგ  ტექსტშია ...
წვეთები ძირს მოჰქრიან , შეტევა დაიწყო , მისი მოოქროვილი კონტაქტები კი ჯერ ისევ ინარჩუნებენ ადრინდელ ხიბლს .
      გაიხსენა  WINDOWS 2000  პირველად რომ ჩატვირთეს მასში, ეს დაბადება იყო !...  ნამდვილი დღესასწაული!... ახლა კი ისე კვდება რომ VISTA  ვერ ნახა !...
      ტირილი რომ შესძლებოდა  იტირებდა, მერე  იყვირებდა თავისი ელექტრონული ხმით,ენატრებოდა ანტივირუსი  თითქოს ეფერებაო ისე ნაზად უსმევდა ელექტრონულ ხელს მის ფაილებს, მერე გაასწორებდა და ლამაზად დააწყობდა როგორც სტილისტი სალონში თმებს !...
      წუხდა ... წამში რამდენიმე მილიონი ოპერაციის შესრულება შეეძლო და ახლა ასე  უბრალოდ იკარგებოდა ...
      ერთი რესტარტი ეხლა!...  რად ღირს !...
....ჩამოაწიკწიკებდა  დესკტოპის  ლამაზ ცისფერ ეკრანზე  თავის საოცარ ინსტრუმენტებს, მერე გატოკდებოდა და ბრაუზერს ანდობდა თავის სხეულს .
      თვალს რომ გაახელდა  უკვე ინტერნეტში იყო, ყოველ მხარეს უსასრულო  მოციმციმე  დერეფნები მოსჩანდა, ამ დროს  მოუთმენელი კანკალი  აიტანდა ხოლმე და მისამართს ელოდებოდა , მერე კი ენტერი !...  ენტერი !...
      რა საოცარია არა ?... მაგრამ ეჰ, სადაა , სად ?...
  მე აღარ ვარ , არავის ვჭირდები ,მაგრამ მე ხომ ვაზროვნებ ?.... მაშასადამე ვარსებობ .
ამ აღმოჩენით გამხიარულებული პროცესორი ცას მიაჩერდა , წვიმას გადაეღო, ვარსკვლავები ისე საოცრად ციმციმებდნენ თითქოს თავისკენ უხმობდნენ , მას კი განძრევაც არ შეეძლო !...
    მოენატრა თავისი  უფროსი შვილი , ვინჩესტერი ,  მერე გული , რომ ამოგლიჯეს...  მცხუნვარე გული, ქულერი რომ აგრილებდა .
      ისევ ბიოსს  ჩაუღრმავდა , ეს ერთადერთი იყო  რაც გააჩნდა, თუმცა მეხსიერების  ლითიუმის  სველი ბატარეა ძალას კარგავდა და კომპარატორი ამას ატყობინებდა ...  შიდა დრო კი ისევ ჩვეულებრივ რეჟიმში გადიოდა , კიდევ ერთხელ გადაამოწმა ყველა მონაცემი და გაყუჩდა .
  ისევ ინტერნეტის უკიდეგანო სივრცე გაახსენდა, ვირუსებიც კი მოენატრა,  როგორ საყვარლად კურნავდა მას  პატრონი !...
და აი გადააგდო ...            რა საშინელებააა !...        მართლა არაფერია მუდმივი ამ ქვეყანაზე ?...
  აქვე ბოლო წერილიც გაიხსენა  საფოსტო ყუთში ,  რამდენი  მეგაბაიტი სითბო  იყო მასში ...

........................................................................................................................................................................................................

      დილით მზე ამოვიდა , პროცესორი გაშრა  და იმედი მიეცა, იმედი მაშინაც არ ტოვებდა როცა თავის დაჟანგულ ჩარჩოს უყურებდა .
        ამაზე რომ ფიქრობდა ხმაური გაიგონა,  უზარმაზარი შავი ტრაქტორი  მოდიოდა მისკენ ...
        პროცესორს შეეშინდა, შეეცადა სხვა რამეზე ეფიქრა, რამე კარგზე და ლამაზზე ,მაგრამ მხოლოდ  ჭრელკაბიანი ,შავგეტრებიანი ვულგარული გოგონები ახსენდებოდა  პორნო საიტებიდან , ტრაქტორი მოახლოვდა ,მერე გადაუხვია, გვერდი გაჰკრა...  ლითიუმის  ბატარეა  ბუდიდან ამოვარდა და მან საბოლოოდ  შეწყვიტა არსებობა... მისი მეხსიერება ელექტრონულ მტვრად იქცა,    გაქრა...  გაიფანტა...  და მიწას  შეუერთდა .

.......................................................................................................................................................................................................

      დილით ბავშვებმა ,  ნაგავსაყრელზე რომ  იქექებოდნენ , იპოვეს  ძველი  პროცესორი ,  ჯერ კარგად  გაწმინდეს ,  მერე კი  ნაცნობ ხელოსანს  მიჰყიდეს  ძალიან იაფად ....
.......................................................................................................................................................................................................



        17. 09 .2010 . სერგეი  ნეველი.


                                                  (  დასასრული აუცილებლად იქნება )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები