| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 24 სექტემბერი, 2010 |
დრო გავიდა, აღარ მინდა იმპულსური ცხოვრება. წერტილს ვუსვამ თავდაყირას, თუმცა, მემახსოვრება... დრო გავიდა, აღარ მჯერა უცხოსაგან პატივის. მოიხურეს კარ-ფანჯრებმაც დარაბები მარტივად. დრო გავიდა, სათავიდან ჩემი თავი მეძახის. ჩემს ვარდისფერ სათვალიდან ლაქად მოჩანს ქერძაფი... ახლა მინდა მარტოოდენ ლოკოკინას ნიჟარა. მინდა ფიქრთან ვმარტოობდე, სიმარტოვის მშიშარა... მგონი უკვე ვდარბაისლობ, წლებიც ამას ითხოვენ. და მაწუხებს ახლა ის, რომ დინჯ სიბერეს მივთხოვდი... 22.09.10
* * * დროს მახსენებს, შარშანწინდელს, ეს სიმწიფე მოცხარის. ცა არ იყო განაწვიმი, მამა მყავდა ცოცხალი... ახლა ისევ აქ ვარ, მამის ფუძესთან და კერასთან. მოგონებამ უკვე ლამის ფრთა ხელახლა შემასხა. ჩაიგუბეს ყვითელ გულში გვირილებმა მზის თვალი. გვირილების თაიგულო, ვის ვუყვარვარ - მითხარი?... მოქათქათე ღრუბლის კალთას შიგ მზე ჩაჰგორებია. ჰორიზონტზე, ზედ ცის კართან, ლურჯი მთა-გორებია. წამოშლილა ნელი სიო, ფოთლებს ელამუნება. -ბელისიმო, ბელისიმო!- ყურს ჩამძახის გუნება. გვირილები ჩურჩულებენ მოლამუნე სიოსთან. გულს კი დარდის ურდულები თავისთავად სცვიოდა...
22.09.10
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ორივე მშვენიერი. ორივე მშვენიერი.
19. ორივე კარგი,როგორც ყოველთვის..სევდის და სილაღის შეეწყმა თანანას ლექსებში :) ორივე კარგი,როგორც ყოველთვის..სევდის და სილაღის შეეწყმა თანანას ლექსებში :)
18. ჩაიგუბეს ყვითელ გულში გვირილებმა მზის თვალი. გვირილების თაიგულო, ვის ვუყვარვარ - მითხარი?...
-ბელისიმო, ბელისიმო!-
+5!!! ჩაიგუბეს ყვითელ გულში გვირილებმა მზის თვალი. გვირილების თაიგულო, ვის ვუყვარვარ - მითხარი?...
-ბელისიმო, ბელისიმო!-
+5!!!
17. ცა არ იყო განაწვიმი....
წვიმები ჩვენში.:)
გვირილები ჩურჩულებენ მოლამუნე სიოსთან. გულს კი დარდის ურდულები თავისთავად სცვიოდა.:) ცა არ იყო განაწვიმი....
წვიმები ჩვენში.:)
გვირილები ჩურჩულებენ მოლამუნე სიოსთან. გულს კი დარდის ურდულები თავისთავად სცვიოდა.:)
16. მართლაც, ბელისიმო, მშვენიერია!
მართლაც, ბელისიმო, მშვენიერია!
15. ”მოიხურეს კარ-ფანჯრებმაც დარაბები მარტივად.”
”ცა არ იყო განაწვიმი, მამა მყავდა ცოცხალი...”
თქვენს ლექსებში ყოველთვის ვპოულობ თითო ფრაზას, რომელიც მთელი ლექსის სახედ მეხატება-ხოლმე.
”მოიხურეს კარ-ფანჯრებმაც დარაბები მარტივად.”
”ცა არ იყო განაწვიმი, მამა მყავდა ცოცხალი...”
თქვენს ლექსებში ყოველთვის ვპოულობ თითო ფრაზას, რომელიც მთელი ლექსის სახედ მეხატება-ხოლმე.
13. დრო მოვიდა... წაიკითხა,მოიწონა,ხუთი დაწერა და გავიდა. დრო მოვიდა... წაიკითხა,მოიწონა,ხუთი დაწერა და გავიდა.
12. ჩაიგუბეს ყვითელ გულში გვირილებმა მზის თვალი. გვირილების თაიგულო, ვის ვუყვარვარ - მითხარი?... მოქათქათე ღრუბლის კალთას შიგ მზე ჩაჰგორებია. ჰორიზონტზე, ზედ ცის კართან, ლურჯი მთა-გორებია.
დაინახავ ყველაფერს... :))))) 5 ჩაიგუბეს ყვითელ გულში გვირილებმა მზის თვალი. გვირილების თაიგულო, ვის ვუყვარვარ - მითხარი?... მოქათქათე ღრუბლის კალთას შიგ მზე ჩაჰგორებია. ჰორიზონტზე, ზედ ცის კართან, ლურჯი მთა-გორებია.
დაინახავ ყველაფერს... :))))) 5
11. წერტილს ვუსვამ თავდაყირას, თუმცა, მემახსოვრება...
წერტილს ვუსვამ თავდაყირას, თუმცა, მემახსოვრება...
10. პირველი ლექსი რაღაც სხვანაირად ჩემია ♥
პირველი ლექსი რაღაც სხვანაირად ჩემია ♥
9. რა ლამაზი ლექსებია! სევდიანები, ფიქრიანები და საოცრად კარგები! გაიხარეთ! 5555555555555555555 რა ლამაზი ლექსებია! სევდიანები, ფიქრიანები და საოცრად კარგები! გაიხარეთ! 5555555555555555555
8. "...ახლა მინდა მარტოოდენ ლოკოკინას ნიჟარა. მინდა ფიქრთან ვმარტოობდე, სიმარტოვის მშიშარა..."
აქვს ადამიანს ხანდახან ასეთი განწყობაც, მაგრამ უკეთესია, რომ
"...გვირილები ჩურჩულებენ მოლამუნე სიოსთან. გულს კი დარდის ურდულები თავისთავად სცვიოდა..."
"...ახლა მინდა მარტოოდენ ლოკოკინას ნიჟარა. მინდა ფიქრთან ვმარტოობდე, სიმარტოვის მშიშარა..."
აქვს ადამიანს ხანდახან ასეთი განწყობაც, მაგრამ უკეთესია, რომ
"...გვირილები ჩურჩულებენ მოლამუნე სიოსთან. გულს კი დარდის ურდულები თავისთავად სცვიოდა..."
7. ვახ მეეე რა მაგარი იყო ორთავ ++ ვახ მეეე რა მაგარი იყო ორთავ ++
6. ჩაიგუბეს ყვითელ გულში გვირილებმა მზის თვალი. გვირილების თაიგულო, ვის ვუყვარვარ - მითხარი?...
ვაჰ ვაჰ,ორივე მაგრად მომეწონა!
+555
რჩეული ლურსმანი. ჩაიგუბეს ყვითელ გულში გვირილებმა მზის თვალი. გვირილების თაიგულო, ვის ვუყვარვარ - მითხარი?...
ვაჰ ვაჰ,ორივე მაგრად მომეწონა!
+555
რჩეული ლურსმანი.
5. ახლა მინდა მარტოოდენ ლოკოკინას ნიჟარა. მინდა ფიქრთან ვმარტოობდე, სიმარტოვის მშიშარა...
მაგარია :) ++
ახლა მინდა მარტოოდენ ლოკოკინას ნიჟარა. მინდა ფიქრთან ვმარტოობდე, სიმარტოვის მშიშარა...
მაგარია :) ++
4. ახლა მინდა მარტოოდენ ლოკოკინას ნიჟარა. მინდა ფიქრთან ვმარტოობდე, სიმარტოვის მშიშარა...
ჩაიგუბეს ყვითელ გულში გვირილებმა მზის თვალი. გვირილების თაიგულო, ვის ვუყვარვარ - მითხარი?... მოქათქათე ღრუბლის კალთას შიგ მზე ჩაჰგორებია.
გვირილები ჩურჩულებენ მოლამუნე სიოსთან. გულს კი დარდის ურდულები თავისთავად სცვიოდა...
ძალიან ლამაზია!!!!!!!! წარმატებები, ავტორო! :)
ახლა მინდა მარტოოდენ ლოკოკინას ნიჟარა. მინდა ფიქრთან ვმარტოობდე, სიმარტოვის მშიშარა...
ჩაიგუბეს ყვითელ გულში გვირილებმა მზის თვალი. გვირილების თაიგულო, ვის ვუყვარვარ - მითხარი?... მოქათქათე ღრუბლის კალთას შიგ მზე ჩაჰგორებია.
გვირილები ჩურჩულებენ მოლამუნე სიოსთან. გულს კი დარდის ურდულები თავისთავად სცვიოდა...
ძალიან ლამაზია!!!!!!!! წარმატებები, ავტორო! :)
3. დრო გავიდა, აღარ მჯერა უცხოსაგან პატივის...
ნუ იქნებით ურწმუნო, უცხოთაც ძალუძთ სიმშვენიერის პატივისცემა...
დრო გავიდა, აღარ მჯერა უცხოსაგან პატივის...
ნუ იქნებით ურწმუნო, უცხოთაც ძალუძთ სიმშვენიერის პატივისცემა...
2. ყოველთვის მომწონს აქ. გასაოცარი სისუფთავე და სილაღე მხვდება. "გვირილები ჩურჩულებენ მოლამუნე სიოსთან. გულს კი დარდის ურდულები თავისთავად სცვიოდა..." ჩემი გვირილები... ყოველთვის მომწონს აქ. გასაოცარი სისუფთავე და სილაღე მხვდება. "გვირილები ჩურჩულებენ მოლამუნე სიოსთან. გულს კი დარდის ურდულები თავისთავად სცვიოდა..." ჩემი გვირილები...
1. ახლა მინდა მარტოოდენ ლოკოკინას ნიჟარა. მინდა ფიქრთან ვმარტოობდე, სიმარტოვის მშიშარა...
გულს კი დარდის ურდულები თავისთავად სცვიოდა... -ეს ადგილები განსაკუთრებით მომეწონა. ახლა მინდა მარტოოდენ ლოკოკინას ნიჟარა. მინდა ფიქრთან ვმარტოობდე, სიმარტოვის მშიშარა...
გულს კი დარდის ურდულები თავისთავად სცვიოდა... -ეს ადგილები განსაკუთრებით მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|