ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სუზზის და
ჟანრი: პროზა
24 სექტემბერი, 2010


ჩემი დღის ერთი ჩვეულებრივი დღე

დილით ბებია მაღვიძებს, მარიენ ადექი სკოლაში გაგვიანდება. ვდგები ვიცვამ ხალათს რომელიც ჩემმი მგონია მაგრამ სუზზისია, გავდივარ სამზარეულოში და ვჭამ: ყოველ დღისთვის გამოწერილ საჭმელს. ისე ნელა გეგონება საწამლავს ვჭამდე. ბებია რა თქმა უნდა ყვირის : დროზეეეეეე! მაგრამ არ ვუსმენ. მაინც ვიზმორები  მერე ისე ვდგები და უყურებ საათს გეგონება ძალიან მაინტერესებს ჩემი სკოლაში დაგვიანება არ დაგვიანების საკითხი, ვითომ დაფთიანებულივით ვიცვამ ვიბან პირს და მივდივარ სკოლაში. გზაში ახალი არაფერია , ისევ მხვდება ჩემი კლასელი და ხუჭუჭა ძაღლი რომელსაც უფრო მეტი სიხარულით ვეგებები ვიდრე კლასელს. სკოლაში ახალი არაფერია ერთი ისაა რომ ახლა უკვე სხვა ბიჭი მიზის გვერძე. მერე რა რომ მორიგე ვარ მაინც არ ვწმინდავ დაფას. სად მცალია მაგისთვის?! ნახევრად ნასწავლ გაკვეთილს ვიმეორებ! მერე კიდევ სანამ ზარი დაირეკება მარისთან ერთად ისიკი ნოლიკი უნდა ვითამაშო!ახალ გაწმენდილ დაფაზე და ისიც არ გავწმინდო.ზარი რომ დაირეკება საინტერესო არაფერია  გარდა იმისა რომ ვჩუმდებით და ჩვენს ზეფილოსოფიურ აზრებს ვაჩუმებთ, მასწავლებელი კი რაღაც სისულელეს ბუტბუტებს. ასე და ამგვარად მოვდივარ ისევ სახლში სანამ წამოვალ საქანელაზე ვქანაობთ მე და ის ბიჭი რომელსაც დილით ვხვდები. მერე სახლში მოსული პირველად იმას ვკითხულობ საჭმელად რა მაქვს. მერე იმ პროგრამით ვმეცადინეობ რომელიც  მამამ არაფრის გამო დამიყენა.მერე გაკვეთილების დაუსრულებლობას ვეზიარები(ანუ გაკვეთილებს ვმეცადინეობ) და კომპიუტერთან ვჯდები. საღამოს კი ვხვდები რომ ცვლილებები მინდა! მერე კი ძილში ხელის ფათურით დავეძებ ჩემი ცხოვრების ნათელ წერტილებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები