ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2008


ეჭვები

მიწამ გაიდღაბნა წვიმის ნარჩენები,
როგორც აცრემლების შემდეგ მაკიაჟი.
სევდით ვმარიაჟობ, არავის ეგონოს,
მე უკვე მომბეზრდა ეგ ძველი პასაჟი.

გაჭრილი თითივით ხშირად სულს ვუბერავ
ფიზიკურ ტკივილად ქცეულ მონატრებას,
და ეს ღამეებიც ცუდად მაქვს დაცდილი -
ვიცი მაწანწალა ეჭვი მომადგება.

მერე, უკუღმართად, სიზმრებს  მაშინ ვნახავ,
მზე რომ მოადგება ქალაქის აივნებს,
რადგან არ გავუღებ ალაყაფს ეჭვებს და
კარებზე ფხაჭუნი გვიან დამაძინებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები