ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2010


როცა გულს...

როცა გულს აცდუნებს სევდა და
კვლავ თავის მორევში ჩაითრევს,
სხეულზე,  ტირიფის ფოთლებად,
მოვისხამ  მაგ ფერმკრთალ ნათითრებს.
დღეები  გარბიან... ვერ შველის
ამ სრბოლას,  წარსულთან  ლაციცი,
ბრუნავენ  კაეშნის  ტალღები,
თავს იხრჩობს  მიჯნური  ნარცისი.
ბორგავენ  გული და  მაჯები,
სახსრები  სახელებს ყვირიან...
დრო გადის, ასეთი ძახილი,
ყოველ დღე  სულ უფრო ხშირია!
ვიღაცა  ნისლივით  დადის და
შენს სულში  უჩუმრად  ფათურობს,
ცრის წვიმა…  არ წყდება ცრემლები,
თანდათან,  სულ უფრო მატულობს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები