ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
27 სექტემბერი, 2010


გაყიდული აფხაზეთი... (27 სექტემბერი-სოხუმის დაცემის დღე)

    17 წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც ეს ულამაზესი ზღვისპირა კუთხე დავკარგეთ. საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლებზე 27 სექტემბერი - ქართველების დამარცხების ,,სამარცხვინო"თარიღად არის შესული. სამარცხვინო, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ბრძოლა უკვე გაყიდული მიწისთვის...
    ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტი 13 თვეს გრძელდებოდა. აფხაზებს, ჩრდილოკავკასიელი მეომრები, კაზაკები და რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთები უჭერდნენ მხარს. უფრო ზუსტი ნათქვამი იქნება, ვთქვა, რომ აფხაზები ეხმარებოდნენ რუსებს და ჩრდილოკავკასიელებს!
  სისხლისმღვრელი ბრძოლა 27 სექტემბრამდე გრძელდებოდა. დაუნდობელ შემოტევას, სუსტი ძალებით დარჩენილმა ქართველმა მებრძოლებმა ვეღარ გაართვეს თავი, რასაც საბოლოო დამარცხება მოჰყვა.
  ქალაქის აღების შემდეგ, სეპარატისტებად ქცეულმა არაეთნიკურმა აფხაზებმა, დარჩენილი მოსახლეობა ამოხოცეს. ადგილობრივი მთავრობის წევრი ჟიული შარტავა, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს. დახვრიტეს აგრეთვე, სოხუმის მერი- გურამ გაბისკირია, გენო ადამია და მამია ალასანია. სამოქალაქო ომს შეეწირა აგრეთვე კომანის მადლმოსილ მიწაზე მოღვაწე - მამა ანდრია ყურაშვილი.
  სტატისტიკურ მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად 20 000- 30 000 ქართველი დაიღუპა, ხოლო 250 000-მდე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშია გახიზნული.
  ეჭვგარეშეა, რომ ეს ომი, რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარეობდა! მას შემდეგ, 17 წელი გავიდა და ამ ხნის მანძილზე ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა დასაბრუნებლად...
  27 სექტემბერი აგრეთვე, ჯვართამაღლების და წმიდა იოანე ოქროპირის მიცვალების დღეა! მეეჭვება, ეს თარიღი უბრალო დამთხვევა იყოს. ყოველი ნაბიჯი უფლის ნებაა... საქართველო, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მე ღრმად მწამს, რომ უფლის მეოხებით და შემწეობით დავიბრუნებთ დედის კალთიდან მოწყვეტილ კუთხეს...  უკვალოდ არ ჩაივლის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ჟიული შარტავას გმირობები...
    მე ღრმად მწამს, რომ კვლავ აღსდგება ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები