ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2010


ს ი ც ხ ე

ოცდაცხრამეტი და შვიდი ხაზი.
მაღალი სიცხე...
ცხელი ქალაქი...
რადიო მიმღებს ისევ ხარვეზი
გაუჩნდა ხმაში.
ქუჩას ალაგებს
ქარი ფანჯრებთან,
გზა დაღლას იწმენდს
ვიწრო შუბლიდან,
დღეგამოშვებით
ტემპერატურა თამაშობს,
გიწევს
ზემოთ, ან - ქვემოთ,
ვეღარ ეშვები
კოშმარებს.
აქ ხომ შეწყვიტეს ომი?
მაშინ რატომღა ხვრეტენ ოცნებებს?!
თავისუფლების კედელთან მდგომი,
სადაც ამდენჯერ ურცხვად მოგცელეს!
შენ ახელ თვალებს და გაფითრებას
ალაგი უდევს ფართო გუგებთან.
სიზმრად რომ ვითომ დაგცვივდა ფრთები,
ოთახში ყრია...
ხმა გაუგებრად
მიედინება კვლავ ხარვეზებით
ძველ რადიოში. დაგიცხრა ნდობა...
ოცდაცხრამეტი და შვიდი ხაზი.
მაღალი სიცხე.
ამბობენ: ბოდავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები