ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლომსაძენინო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 სექტემბერი, 2010


იავნანა

ეს ლექსი ცხრა თვით ადრე...

თუმცა შენთან ერთად იბადება, ჩემო პაწაწინა...
ჯერ ხომ იდეა ხარ! იმედი არსებობის...
და უკვე მიყვარხარ...
ზეპირად არც კი ვიცი..ინტერნეტში ვნახავ..
.''დავგუგლე'' იავნანა...
წინდებსაც მოგიქსოვ...თუმცა, ჯერ არ ვიცი
ლექსო თუ ლიზა ხარ?...
შენ არ მოიწყინო მამამ  ''განაჩენი''  თავს გამოუტანა...

ვერ მოგვერევიან...ორნი ვართ,
თანაც დედიკოს ძალიან უყვარხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები