ნაწერი, რომლსაც ყველაზე კარგად ნინორე გაიგებს
დამიჯერებ? მაშინ მოგიყვები.
ეხლა იმ იასამნისფერი პლანეტიდან გწერ, მე და შენ გამგზავრებას, რომ ვაპირებდით. არ გეწყინოს უშენოდ რომ წავედი, მაგრამ რა მექნა? იქ მეც მოულოდნელად აღმოვჩნდი. ტატოსთან ვიყავი, მერე წვიმა წამოვიდა, შუქიც ჩაქვრა და ოთახს მხოლოდ მოელვარე ცა ანათებდა. ტატოს ხომ იცი სიმღერა უყვარს. ხოდა პიანონისთან დაჯდა, ეეე ეს შუქი მაინც არ არისო, მაგრამ მე სხვა ხმამ ჩამითრია და პლანეტაზეც ასე აღმოვჩნდი. ხო ნეტკა იქ ტატო კი არა ლილეტა მღეროდა. კლავიშებზეც მის თითებს ვხედავდი და ვფიქრობდი ნეტა ტატოსაც იგივე თუ ესმისთქო. არაფერი მიკითხავს, მაგრამ ვიცი თვითონაც, რომ ეგრძნო იმ წუთას მაინ არ იტყოდა. მე სიმღერის ძველებურად მცხვენოდა. იქ ხომ ლილეტა მღეროდა...ტატომ იცი გამომხედა და რომ მიხვდა მაინც ხმის ამომღები არ ვიყავი ისევ შეტრიალდა. ცოტახანში მობილურმდა დარეკა და ტატოს სახე შეეცვალა. - ლ ი ლ ე ტ ა ა...
თურმე მაიმუნი ვასაკა ყოფილა...გახსოვს როგორ შეგვაშინა? ვირტუალურ სივრცეში, რომ აციმციმდა და მე სულელს წამიერად გამიხარდა, უი ლილეტა შემოსულათქო.
*** ეს კი იმ ღამით დაწყებული წერილია, როდესაც შენ ნერვიულობდი და ლილეტასთვის ჩამოტანილ წყაროს წყალს სვამდი. მე კი ტატოს გამოგზავნილი შეტყობინების მეშინოდა და ძალიან დიდხანს არ ვკითხულობდი.
***
მე და შენ ისევ მოვიწყინეთ ნეტკა და ეჰ... გახსოვს ვამბობდით, არ ვიცით რა გვწყინსო. ნეტა ეხლაც მასე ვიყოთ. ვიცი, ისეთ წერილს გწერ ალბათ დიდი ხნის შემდეგ თუ გაჩვენებ. იმიტომ რომ... უბრალოდ მასეა საჭირო და რა ვქნა. მინდა გითხრა : იცი, ნეტკა ყველაფერი კარგად იქნება...გული მიგრძნობს და მე გული რასაც მიგრძნობს ყოველთვის ისე ხდება, მაგრამ რაღაც ბანალური გულშემატკივრობა გამომივა. ასე, რომ ჩუმად ვარ და ჩემთვის, სადრაც სიღრმეში ვჩურჩულებ. ვიცი ტუჩების მოძრაობას დაინახავ, შენ ხომ ნიანგი ხარ, კეთილი ნიანგი და თანაც დიდთვალება კეთილი ნიანგი. სადღაც აქვე ხარ და ვეღარც გელაპარაკები. უბრალოდ გწერ და ისიც მომავლისთვის გწერ. Gგიშვებ გზავნილს და მჯერა ლამაზი სასწაულების. ხო, შენსავით მჯერა და თვალებს ვაფართოებ, იქნებ სადმე, ვინმემ, რამე... *** იცი ნეტკა გულმა მომატყუა... ხო, ჩემზე აფერისტი აღმოჩნდა და მომატყუა... ეს ყველაზე მტკივნეული და საშინელი წერილი იქნება... და ამიტომ აღარ გამოგიგზავნი...
ნეტა ვასაკა როგორაა? ან იმ ვირტუალურ გვერძე ვინ მაიმუნობს...ვასაკაა ვითომ? რას გაიგებ...
და მაინც, დიდი ხნის შემდეგ მაინც გადავწყვიტე წერილის გამოგზავნა. ლილეტა ხომ ანგელოზებმა კარგ ადგილას წაიყვანეს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. +2 ჩემგან.... :))) :((( +2 ჩემგან.... :))) :(((
5. მე მგონი მივხვდი ლილეტა ვინც არის...:-* მეც მეტკინა თქვენი ტკივილი... გამორჩეული ბავშები ხართ: შენც...ნეტოცკაც...ყირამალაც...მიყვარხართ ზალიან...;-* :-* :-* მე მგონი მივხვდი ლილეტა ვინც არის...:-* მეც მეტკინა თქვენი ტკივილი... გამორჩეული ბავშები ხართ: შენც...ნეტოცკაც...ყირამალაც...მიყვარხართ ზალიან...;-* :-* :-*
4. მოვედი ძლივს და წავიკითხე თავიდან მშვიდად :* რა კარგი ხარ შენი წერილებიანად :)
რომ იცოდე რა კარგ დროს გამოაგზავნე ეს წერილი, თორე ისევ მეწყებოდა უაზროდ მოწყენები. თუმცა რაღა უაზროდ, უკვე იმდენი რამე მოხდა მოსაწყენი და ძალიან მოსაწყენიც, რომ ხასიათში გადაიზარდა მოწყენილობა..
ბარნიტო გივირთავ ფოტოს, რომელიც მე და სოფეტამ მაშინ გადავირეთ, შენ რომ მესიჯის წაკითხვის გეშინოდა.. მერე მივიღე სიზმარში პასუხი ლელეტასგან - "თქვენ ხომ დეგენერატები ხართ", მაგრამ შენ ხომ იცი რომ ჩვენ არ ვიცოდით. ეხ როგორ მენატრება ხანდახან ის დრო უაზროდ რომ ვიწყენდით, ბაყაყებს რომ ვეძებდით და სულელურ წერილებს ვწერდით :) ეხლა ვითომ დავჭკვიანდითსავით? :))))
ვასაკას ჩემტვისაც ბევრჯერ გაუხეთქვს ეგრე გული ჩმეთვის, თან ღამით, გამოფხიზლებასაც რომ ვერ ვახერხებ კარგად.
მენატრები მენატრები მენატრები :* ბარნიტო. გაკოცე და წავედი მოვედი ძლივს და წავიკითხე თავიდან მშვიდად :* რა კარგი ხარ შენი წერილებიანად :)
რომ იცოდე რა კარგ დროს გამოაგზავნე ეს წერილი, თორე ისევ მეწყებოდა უაზროდ მოწყენები. თუმცა რაღა უაზროდ, უკვე იმდენი რამე მოხდა მოსაწყენი და ძალიან მოსაწყენიც, რომ ხასიათში გადაიზარდა მოწყენილობა..
ბარნიტო გივირთავ ფოტოს, რომელიც მე და სოფეტამ მაშინ გადავირეთ, შენ რომ მესიჯის წაკითხვის გეშინოდა.. მერე მივიღე სიზმარში პასუხი ლელეტასგან - "თქვენ ხომ დეგენერატები ხართ", მაგრამ შენ ხომ იცი რომ ჩვენ არ ვიცოდით. ეხ როგორ მენატრება ხანდახან ის დრო უაზროდ რომ ვიწყენდით, ბაყაყებს რომ ვეძებდით და სულელურ წერილებს ვწერდით :) ეხლა ვითომ დავჭკვიანდითსავით? :))))
ვასაკას ჩემტვისაც ბევრჯერ გაუხეთქვს ეგრე გული ჩმეთვის, თან ღამით, გამოფხიზლებასაც რომ ვერ ვახერხებ კარგად.
მენატრები მენატრები მენატრები :* ბარნიტო. გაკოცე და წავედი
3. ხო, მართალია, ეს ის ადამიანია რომელიც ტკივილებს არასდროს არ იმჩნევს და მარტო თვალებით გიყვება, თვალები ვერ მალავს ხოლმე....
მიყვარხარ ბარნ უძალიანესჰეიდურად :-* და მიყვარს რომ მყავხარ :) ხო, მართალია, ეს ის ადამიანია რომელიც ტკივილებს არასდროს არ იმჩნევს და მარტო თვალებით გიყვება, თვალები ვერ მალავს ხოლმე....
მიყვარხარ ბარნ უძალიანესჰეიდურად :-* და მიყვარს რომ მყავხარ :)
2. აუ, შენ სულ რაღაცნაირები გაქვს :( აი, ისეთი, რომ არ იმჩნევს და სტკივა აუ, შენ სულ რაღაცნაირები გაქვს :( აი, ისეთი, რომ არ იმჩნევს და სტკივა
1. ლილეტა... მეტკინა... ლილეტა... მეტკინა...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|