ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2010


ურაკპარაკელებს

... და გადავლახავთ მთებს ჯიშიან ბედაურებით,
დავაგუგუნებთ ძველებურად ლილეს, ვარადას.
თუ დავეცემით სულიერად, კვლავ ავმაღლდებით
და დავწერთ ისევ ვეფხისა და მოყმის ბალადას.
ისევ ჩამესმის გულში სიტყვა: ’’ფერეიდანი“,
ლეგა ღრუბლებიც გაიფანტა... სულშიც დაღამდა.
ჩვენში ვერასდროს ვერ ჩაკლავენ სულისკვეთებას,
შევეწირებით ჩვენც ოდესმე მსხვერპლად მარაბდას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები