ნაწარმოებები



ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

ნაქარალი...

ქარია იცი?-  ქარია და მე ვუსმენ შოპენს.
ყავის ფინჯანი, ფიქრებს ათბობს დილა-ადრიან.
აღარაფერი არ მახარებს და ვხედავ უკვე…
ჩემი ცხედრის წინ ფეხაკრეფით როგორ დადიან.

გარდაიცვალა, ის რაც იყო ქარიან დილით...
და ხეებივით შემოძარცულს დავყურებ ჩემს სულს.
ხან ხდება ასეც, გეტირება და ვეღარ ტირი.
ხან ხდება ისეც, ხელნაკრავი მიყვები წარსულს.

ბებერ სამტრედეს უკვირს ჩემი... და მერე ქარის…
ამ დილით ფანჯრებს გაეყინათ დაღლილი მზერა.
ის ვინც წავიდა, დამტოვა  და აქ აღარ არის.
ვინც არ წასულა, არ მტოვებს და აქ არის ჯერაც.

ქარია, ქარი... და შოპენის “უსაზღვროება”
ახლა ჩვენს შორის ჩამოწოლილ სიჩუმეს საზღვრავს.
ვიტყოდი, მაგრამ არაფერი არ მაგონდება.
დავწერდი, მაგრამ ეს ამინდიც არაფერს არ გავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები