ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: იუმორისტული
18 ოქტომბერი, 2010


ფარცქვალას მოთქმა ხმითა თავი ბოლო ერთი ორი ოცდაორი

გაბაიძე გრანელს სტირის
დანარჩენი გოეთეს,
განა მართლა დიდი არი,
ცოტას მოიპოეტებს.
არ გაბლაყვდეთ, არ დუუჯეროთ,
ამ ბიჭ-ბუჭა პოეტებს,
ავყვავდი და ჩემს ყვავილებს
ფუტკრებივით მოედენ.
ჩემი ბაბაიც ნერვებს მიშლის,
რაფერ ყველას უჯერებს,
გაღმა ზირკლი სოფლელებს და
გამოღმა ქუჩელებს.
მერე რაი თუ ჯერ უნახავს
ლურჯ ოპელზე დამრჩა თვალი,
ან რა იქნა მის პატრონთან
დავალევიე თვალს წყალი,
ახლა ზიბილ ცილს მწამებენ,
წაბილწეო თივის ზვინი,
არანდარა ზვინში ძაღლმა
გააჩინა კატის შვილი
და ის კნუტი იქ დავმალე,
რაფერ გამომეჩინა?!
"დონ-დილხორაი" თავს დამადგა,
კნუტი ხელს რომ მეჭირა,
მერე ააბეს ჭორები და...
აგორდა და (გ)აგორდაა...
დამაბრალეს მათი ცოდვა
ვინცხას რაც მოაგონდა...
გეგონება სოფლელ გოგოს
კოცნა არნა ეღირსოს,
ჩემი უკვირთ და ბათუმში
ზურამ იშვა ელისო!(?)
...
სიყვარული ყველგან არი,
ჩაქვია თუ ვერონა,
ყველაის თვალის დასაყლეპად-
მოვდე მოგეფერონაააააა!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები