 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 3 ოქტომბერი, 2010 |
კლდის თავზე ვწევარ მკერდდაფლეთილი, ნისლი მილოკავს ნაბრძოლ იარებს. მზე მეთხოვება სხივმოთალხული და ჩემს სულს სადღაც მიამზიანებს. ვგავდი ავაზას ბეჭგანიერი, მკერდში მიდუღდა ტრფობის მორევი, თავი მომწონდა, ვიყავ მიჯნური, არვინ მეგონა ჩემი მომრევი! გვერდს ვეფხვი მიწევს, ესეც სულს ებრძვის, კვდება უგულოდ, ჩემგან ნახმლევი, ერთურთს ვარისხეთ გზნება-სიკვდილი, სისხლით დავწერეთ ჩვენი სახელი! რა მოხდებოდა, რომ განმეორდეს ახლა სიცოცხლის ძველი წუთები? ხელს გავუწვდიდი ძმობის დასტურად, გულში ქართულად ჩავიხუტებდი! თავს დაგვდგომია დედის ხატება, გლოვას ცრემლები ჩაუქოლია: -ერთი გავზარდე ვეფხვთან მებრძოლი, ვმარხავ და თითქოს არა მყოლია!... უნდა წავიდე ვეფხვის დედასთან და სამძიმარი ვუთხრა ჭირისა, შვილის გლოვაში ჩავეზიარო, დამკარგავია ისიც შვილისა! რა იქნებოდა ვეფხვი უჩემოდ, ან მე უვეფხვოდ ვინ ვიქნებოდი? მხოლოდ ასეთი მსურდა სიკვდილი, ასე ჭაბუკი თუ მოვკვდებოდი! ახლა ერთად ვართ, ერთად დავცალეთ თასი ფიცვერცხლის და უკვდავების. ქართულ სისხლში ვართ მზენაბუდები, დაგმანულია გლოვის კარები! --------------------------------------------- კლდის თავზე ვწევარ მკერდდაფლეთილი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ვგავდი ავაზას ბეწგანიერი +55 ვგავდი ავაზას ბეწგანიერი +55
21. კლდის თავზე ვწევარ მკერდდაფლეთილი, ნისლი მილოკავს ნაბრძოლ იარებს. მზე მეთხოვება სხივმოთალხული და ჩემს სულს სადღაც მიამზიანებს. ულამაზესი სტროფია! კლდის თავზე ვწევარ მკერდდაფლეთილი, ნისლი მილოკავს ნაბრძოლ იარებს. მზე მეთხოვება სხივმოთალხული და ჩემს სულს სადღაც მიამზიანებს. ულამაზესი სტროფია!
20. განუმეორებელიიიი!!! პოეტ-კალმოსანო, იდღეგრძელე!!! გაიხარე შენა!!! განუმეორებელიიიი!!! პოეტ-კალმოსანო, იდღეგრძელე!!! გაიხარე შენა!!!
19.
++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
18. +2 იყოს ფრიდასგან +2 იყოს ფრიდასგან
17. ეს ლექსი დღეს წავიკითხე ... ძალიან კარგია! თქვენეული... 5555555 ეს ლექსი დღეს წავიკითხე ... ძალიან კარგია! თქვენეული... 5555555
16. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ქართველობთ ყოველთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ქართველობთ ყოველთვის
15. გაგახაროთ ღმერთმა! +5 გაგახაროთ ღმერთმა! +5
14. მადლიანი ქართული სიტყვები. გაიხარეთ. მადლიანი ქართული სიტყვები. გაიხარეთ.
11. მიყვარს აქ მოსვლა... სიძლიერე და ქართული სული... მიყვარს აქ მოსვლა... სიძლიერე და ქართული სული...
10. კარგია, კარგი, როგორც ყოველთვის!!!
:) +5... კარგია, კარგი, როგორც ყოველთვის!!!
:) +5...
8. ლამაზი ბალადის გალექსებული ფორმა! როგორც ყოველთვის საუკეთესო! :) მიამზიანებს :) რა ლამაზი სიტყვაა :) 555!
ვეფხვის ვერსია მგონი, ჯერ ასად წამიკითხავს. ისიც თავის მხრივ, საინტერესო იქნება დაისი. 2010-10-03 13:17:31
ამას ალბათ ილტოსპირელი ჩაიდენს :D ;) ლამაზი ბალადის გალექსებული ფორმა! როგორც ყოველთვის საუკეთესო! :) მიამზიანებს :) რა ლამაზი სიტყვაა :) 555!
ვეფხვის ვერსია მგონი, ჯერ ასად წამიკითხავს. ისიც თავის მხრივ, საინტერესო იქნება დაისი. 2010-10-03 13:17:31
ამას ალბათ ილტოსპირელი ჩაიდენს :D ;)
7. გვერდს ვეფხვი მიწევს, ესეც სულს ებრძვის, კვდება უგულოდ, ჩემგან ნახმლევი
ვეფხვის ვერსია მგონი, ჯერ ასად წამიკითხავს. ისიც თავის მხრივ, საინტერესო იქნება გვერდს ვეფხვი მიწევს, ესეც სულს ებრძვის, კვდება უგულოდ, ჩემგან ნახმლევი
ვეფხვის ვერსია მგონი, ჯერ ასად წამიკითხავს. ისიც თავის მხრივ, საინტერესო იქნება
6. რა ძლიერი ლექსია,გავგიჟდი+2222222 რა ძლიერი ლექსია,გავგიჟდი+2222222
5. კლდის თავზე ვწევარ მკერდდაფლეთილი, ნისლი მილოკავს ნაბრძოლ იარებს. მზე მეთხოვება სხივმოთალხული და ჩემს სულს სადღაც მიამზიანებს.
გაიხარე, ელდარ! სიტყვის დიდოსტატი ხარ! 5 კლდის თავზე ვწევარ მკერდდაფლეთილი, ნისლი მილოკავს ნაბრძოლ იარებს. მზე მეთხოვება სხივმოთალხული და ჩემს სულს სადღაც მიამზიანებს.
გაიხარე, ელდარ! სიტყვის დიდოსტატი ხარ! 5
4. ხელს გავუწვდიდი ძმობის დასტურად, გულში ქართულად ჩავიხუტებდი!555 ძლიერი ლექსია. ხელს გავუწვდიდი ძმობის დასტურად, გულში ქართულად ჩავიხუტებდი!555 ძლიერი ლექსია.
3. რა იქნებოდა ვეფხვი უჩემოდ, ან მე უვეფხვოდ ვინ ვიქნებოდი? მხოლოდ ასეთი მსურდა სიკვდილი, ასე ჭაბუკი თუ მოვკვდებოდი!
მშვენიერია... რა იქნებოდა ვეფხვი უჩემოდ, ან მე უვეფხვოდ ვინ ვიქნებოდი? მხოლოდ ასეთი მსურდა სიკვდილი, ასე ჭაბუკი თუ მოვკვდებოდი!
მშვენიერია...
2. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
1. ''ერთი შვილ მაინც გავზარდე, ვეფხვებთან მეომარია!''
მაგარია როგორც ყოველთვის! ``ერთი შვილ მაინც გავზარდე, ვეფხვებთან მეომარია!``
მაგარია როგორც ყოველთვის!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|