ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
6 ოქტომბერი, 2010


აეროდინამიკის დასასრული

        დილიდან  ჩემს  ფანჯარაზე  ორი ეშმაკი  ზის , სხედან  რა  უდარდელად , ფეხებსაც აქანავებენ როგორც ბავშვები  და თქვენ  წარმოიდგინეთ  ცოტაც  და წაიჩხუბებენ .
–– ეს  კაცი მე მომყიდის  სულს,    აი  ნახავ !...
–– არა , არა ,შეგეშალა,  უფრო  ჩემსკენ  იყურება,  მე მომყიდის  მგონია ...
–– წადიით !...    თქვენი ...    მომშორდით !....      თითქოს  ვყვირი  და  ხმა კი  აღარ ამომდის  გამომშრალი ყელიდან  , ვაიმე  სადა ხარ  დედაა  ?...  მინდა  წამოვდგე და გავყარო,  მაგრამ  სხეული  ისე დამიმძიმდა  ვეღარ  ვერევი  .
––  ცოტაც  დავიცადოთ ...          ამბობს  პირველი  ეშმაკი  ,    ჯერ  მზად არ არის ....
–– წაადიით ... მომშორდიიით  !....      ახლა ვემუქრები ,    მაგრამ  გაგიგონიათ  ?...    უფრო ახლოს მომიცოცდნენ,  მთელი ოთახი  გაივსო , ჩემი ადგილი აღარ  დარჩა  და მიკვირს ,  მიკვირს  მე როგორღა  ვეტევი ,  ან იქნებ იქ  აღარც  ვარ  ?...  რა ვიცი ...
  მეორე  მათგანი  კიდევ  უფრო  ახლოს  მომიცოცდა  ,  მიღიმის  , თან  ყურს  იფხანს ...
––  გვემუქრებიი ?.... და მაინც  რა უნდა ქნა  ?...  ხელიც  ვერ აგიწევია  შე უბედურო ...
  ამ დროს არ ვიცი საიდან  მომეცა ამდენი ძალა,  მგონი  მაგიდა  ამოვაყირავე .
ეშმაკი  გაქრა ...    შვებით  ამოვისუნთქე ,  აუუ...  წასულაა ...    მივიხედ–მოვიხედე  მაგრამ  იქნებ დაიმალნენ  სადმე ?...
    სააბაზანოში  შევედი  , სარკიდან  ვიღაცამ  შემომიბღვირა ,    აი  შენღა  მაკლდი !...  თან  რა ნაცნობი  სახე  აქვს  ?... მაგრამ  რატომ  მიყურებს  ასე ,  რატომ ?...
  სარკე  ჩაიმსხვრა ...    ცივად  ჩამოვუშვი  სისხლიანი  ხელი ,      ახლა  ისეირნოს !...        გახარებული  ლამის ავცეკვდი  სარკის  ნამსხვრევებზე ,      ერთი ...  ორი ...    სამი  ...
    სარკის  ყველაზე  დიდი ნატეხი  ამოვარჩიე  და  ფანჯრიდან  მოვისროლე ,    ოოო ....    როგორ  გაფრინდა  ?...  აირეკლა  ცა  ,  მიწა  ,  სახლები ,  მანქანები ,      ხეები  ,  დაკარგული    კვირა  დღე    და მერე    დაეცა ,  გაიფანტა  ,  გაქრა.
      მომეწყინა .
    ფრენა  რომ შემეძლოს .....        რამდენადაც  მახსოვს  ,  ფრენის  სურვილი    აეროდინამიკის  კანონებთან  მაინცადამაინც  თანხმობაში  ვერ მოდის .
––  შენ ...    გეშინია ...          ამბობს  ვიღაც  ,  --    ჯანდაბას  აეროდინამიკის  ყველა კანონი !...    თუ  სურვილი  დიდია ?...
––  მართალია ...      ვიღიმები  ,        მართალია ....    თუ სურვილი    დიდია ....
    ფანჯრიდან  ორივე  ფეხი  გადავყავი ,  ქარმა  ოფლისგან  შეწებილი  თმები  გამიშალა  შუბლზე ,  ამ დროს  საშინლად  მომეფხანა  თავი  !...    მაგრამ    აი ეს  უკვე  არ უნდა გამეკეთებინა ,    ხელი  ხომ  ფანჯრის  ჩარჩოზე  მქონდა  ჩაკიდებული !...


P.S.
      ფრენისას  მივხვდი  რომ:
( 1 ).  აეროდინამიკის  ეპოქა  დასრულდა.
( 2 ).  რომ  ფაქტების კონსტატირება  საქმეს  ვერ შველის.
( 3 ) . ახლა მთავარია მეც იმ  სარკესავით  არ დავიმტვრე.





06.10.2010.    სერგეი  ნეველი .



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები