 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 9 ოქტომბერი, 2010 |
დაღამდა, სროლა ნელ–ნელა შეწყდა , აფეთქების ხმამ იკლო , მერე მოულოდნელად ერთბაშად საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა... ასე ,უბრალოდ , უცებ , როგორც ბრძოლის მერეა ხოლმე ... მთვარე ამოვიდა და ისე წყნარად ჩახედა ძირს , თითქოს არაფერი არ ხდება , არც მომხდარა ,, არც დაჭრილები არიან თითქოს არც დახოცილები , ვითომ არც იარაღს წმენდენ და ხვალისთვის არ ემზადებიან ... აი ასეთი სიჩუმეა ქალაქში. ქალაქს კი ჩრდილოეთიდან უტევენ , გააფრთებული ბრძოლები მეორე კვირაა გრძელდება , მერე თანდათან ორივე მხარე დაიღალა , მობეზრდათ , იკლო გაშმაგებამ, ომი წაგებულია და ამ ქალაქის აღებას უკვე არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა აღარ აქვს , პრინციპში თითქოს ინერციით გრძელდება ეს ყველაფერი , ორივე მხარე ბრძანებას ელოდება , მათი მეთაურები კი დახრილან ქალაქის გეგმასთან , ორივეს სხვადასხვანაირად რომ დაუხაზავს ისრებითა და ჯვრებით... თან დაღლილ თვალებს ახამხამებენ , თამბაქოს აბოლებენ და ბრძოლას აგრძელებენ. ეშმაკმა წაიღოს მათი თავი !... განა ასე შეიძლება ?... ... შუაღამე დიდი ხნის გადასულია , დაღლილი მეომრები უკვე თვლემენ , საიდანღაც კი თითქოს მუსიკის ხმა ისმის , ხმა ძლიერდება , ძლიერდება , რა უნდა იყოს ?... შეუძლებელია !... ვიღაც გადარეული მგონი ვიოლინოზე უკრავს?... მეომრებს ეს ჯერ სიზმარი ჰგონიათ , მერე ფხიზლდებიან , ძლივს ახელენ დამძიმებულ თვალებს , ერთმანეთს ხელს კრავენ , რაღაცას ანიშნებენ , ინაბებიან , დავიწყებული სიმშვიდის შეგრძნება ეუფლებათ , სიფრთხილეს ივიწყებენ და გარეთ გამორბიან . ... ვიოლინო კი უკრავს , უკრავს და ადამიანთა გულებს სადღაც შორს მიერეკება ... აი გაზაფხულიც , მისი დახვეწილი არომატი.... ტყე ... ნისლი ... ცა ისეთი ლამაზია რომ ხეები ფესვებს ეჯაჯგურებინ , სურთ ზევით აფრინდნენ !... ზევით , ზევით , უსასრულოდ !... შიშმა იპოვა მათ გულებში ნაპრალი და სადღაც გაუჩინარდა , გაიპარა , მეომრები თავებს ატრიალებენ , ეძებენ , ჩურჩულებენ . აი . იპოვეს ... იპოვეს !... ყველა გახარებული ხელს იშვერს დანგრეული ჩონჩხადქცეული სახლის სახურავისკენ , საიდანაც ეს მომაჯადოებელი მელოდია იღვრება . სახურავი მთვარის ნაზი შუქითაა განათებული , ახლა ყველა კარგად ხედავს მოხრილ ფიგურას რომელიც თავდავიწყებით უკრავს , უკრავს და გარშემო მგონი ვერაფერს ამჩნევს . ხმა წამიერად წყდება , დაღლილმა თითებმა ინსტრუმენტზე ადგილი მოინაცვლეს... მერე მუსიკა ისევ მატულობს , ძლიერდება , მეომრები შეჯგუფებულან , მიჰკვრიან ერთმანეთს და სულგანაბულნი უსმენენ იარაღი არავის წამოუღია , აბა ვინ მიდის იარაღით მუსიკის მომასმენად ?... ვინ ?... მოწინააღმდეგე მხარეები თავისდაუნებურად უკვე ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან , ამას ორივე ხედავს , მაგრამ არ იმჩნევენ , შიში გაქრა... ცოტაც და უკვე ერთმანეთის გვერდით დგანან , მხარზე ხელებს უტყაპუნებენ , იღიმებიან , თავებს მოწონების ნიშნად აკანტურებენ , აირივნენ ერთმანეთში , იქცნენ ერთ სხეულად, გადააწოდეს სიგარეტი , დინჯად , თავაზიანად მოუკიდეს ერთმანეთს , უსიტყვოდ შეთანხმდნენ რომ სიცოცხლე მშვენიერია !... ომი კი ... ომი არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს !.. რამდენიმე მათგანი უკვე გადაეხვია ერთმანეთს , ზოგმა კი დენთისგან გაყვითლებული მუჭებით ცრემლიც მოიწმინდა მტვრიან ლოყაზე ... მშვიდობა !.. მშვიდობა !... აი რა ჟღერს მათ გულებში , მშვიდობის უსაზღვრო სურვილი , მშვიდობა... ამბობენ ჯერ ჩუმად , გაუბედავად , მერე თამამად , მშვიდობააა !.... მათი მეთაურები ამ ხმაურზე იღვიძებენ , სიბნელეში რაღაცას ეჯახებიან , კბილებს აღრჭიალებენ !... მერე ისინიც გარეთ გამორბიან , ჯერ კი ვერ ხვდებიან რაშია საქმე ?... –– რა უბედურებაა !... რაზმოოო .... ჩემსკენ !!... –– მეორე ათეული .... უკან !.. მოემზადეთ !!... გაჰყვირის მეორე და იარაღს ხელს უჭერს , ისინჯავს გაქონილ უბეზე ... მერე იღებს , ზევით სწევს !.. მაგრამ მეომრებს არაფერი ესმით , ვერაფერს გრძნობენ , თითქოს დაყრუვდნენ , გაშეშდნენ თან უკვე შეუძლებელია გამოარჩიო ვინ ვინ არის ... ყველა მიბრუნებულია და ზევით იყურება , ზევით , იმპროვიზირებული სცენისკენ. კონცერტი ორიოდ წამს კიდევ გრძელდება , მერე მოულოდნელად მჭახე გასროლის ხმა ისმის , ყველა შეხტა და მიმოიხედა, თითქოს ახლა დაინახეს ერთმანეთის შეშინებული თვალები , მერე შიში გაოცებამ შეცვალა... რა მოხდა?... რა ?... რატომ ? რატომ ? რატომ ?... მუსიკა წყდება , მევიოლინე უეცრად იხრება წინ.... მერე იჩოქებს , მისი ვიოლინო ამ დროს უცნაურ , წრიპინისმაგვარ ხმებს გამოსცემს , მერე ისიც წყდება და მევიოლინე სახურავიდან მოწყვეტით ვარდება ძირს. დაცემის ყრუ ხმა არავის ესმის , ვერც მიხვდნენ მაინც რა მოხდა , ეს ეპიზოდი რატომღაც მომენტალურად , სამუდამოდ წაიშალა მათი მეხსიერებიდან თითქოს არც ყოფილიყოს , ან საერთოდ იყო განა ?... მეომრები გარბიან , მერე ყველა უშეცდომოდ პოულობს თავის იარაღს და უკვე ბრძანების გარეშე იწყებს ბრძოლას... იმ ღამით არავის ეძინა , რა ძილი !... ასეთი შეტაკება არავის ახსოვს , ორივე მხარე თითქოს გაგიჟებულიყო. ალბათ ასეც სჯობდა , დილით ქალაქს არც დამცველი ჰყავდა და აღარც დამპყრობელი .
P.S.
..... მხოლოდ დასახიჩრებული , ცოცხალ–მკვდარი მევიოლინე , არაბუნებრივ პოზაში ეგდო ძირს , გულში მაგრად ჩაეკრა თავისი ინსტრუმენტი ... მას მსუქანი , თავხედი ვირთხები გლეჯდნენ , მათი წრიპინი კი რატომღაც ვიოლინოს ხმას მოგაგონებდათ ..........
08.10.2010. სერგეი ნეველი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ოოო, მართალი ყოფილა თამრიკო! ეს - მაგარია ძალიან! 5 ოოო, მართალი ყოფილა თამრიკო! ეს - მაგარია ძალიან! 5
16. მომეწონა ძალიან +5 მომეწონა ძალიან +5
15. აქაც კარგს ვწერ!!! მომეწონა!!! გაიხარე შენა!!! აქაც კარგს ვწერ!!! მომეწონა!!! გაიხარე შენა!!!
14. ნამდვილად გეტყვი,ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად მომწონს თქვენი,ნაწარმოებები, აქ კი ძალიან საინტერესოა, თქვენი ხედვა +5 ნამდვილად გეტყვი,ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად მომწონს თქვენი,ნაწარმოებები, აქ კი ძალიან საინტერესოა, თქვენი ხედვა +5
13. შობის ღამე, დასავლეთის ფრონტი. კილომეტრიანი სანგრები გაყინული მეომრებითაა სავსე, დაგლეჯილი გვამებით და დასახიჩრებული ადამიანებით. გერმანელები ფრანგები და ინგლისელები წამით ივიწყებენ ომს და შობას ულოცავენ ერთმანეთს... მუსიკა ოდესმე დაჯაბნის ზარბაზნების გრუხუნს?
მაგარი იყო... შობის ღამე, დასავლეთის ფრონტი. კილომეტრიანი სანგრები გაყინული მეომრებითაა სავსე, დაგლეჯილი გვამებით და დასახიჩრებული ადამიანებით. გერმანელები ფრანგები და ინგლისელები წამით ივიწყებენ ომს და შობას ულოცავენ ერთმანეთს... მუსიკა ოდესმე დაჯაბნის ზარბაზნების გრუხუნს?
მაგარი იყო...
11. უსიტყვოდ შეთანხმდნენ რომ სიცოცხლე მშვენიერია !... ვგიჟდები.... :) :* უსიტყვოდ შეთანხმდნენ რომ სიცოცხლე მშვენიერია !... ვგიჟდები.... :) :*
9. momewonaa
555 momewonaa
555
7. მუსიკის მაგიური ძალაც ვერ მოერია ცხოველურ ინსტიქტეს რა საშინელებააა... ,,ხეები ფესვებს ეჯაჯგურებინ , სურთ ზევით აფრინდნენ !... ზევით , ზევით , უსასრულოდ !..." გულში ჩამწვდომოა და სულის შემძვრელი მუსიკის მაგიური ძალაც ვერ მოერია ცხოველურ ინსტიქტეს რა საშინელებააა... ,,ხეები ფესვებს ეჯაჯგურებინ , სურთ ზევით აფრინდნენ !... ზევით , ზევით , უსასრულოდ !..." გულში ჩამწვდომოა და სულის შემძვრელი
6. სერგეი, მეგობარო, შენ შემოქმედებას მე ყოველთვის ვადევნებ თვალს და მინდა გითხრა, რომ ძალიან მომწონს.
წარმატებებს გისურვებ +2 სერგეი, მეგობარო, შენ შემოქმედებას მე ყოველთვის ვადევნებ თვალს და მინდა გითხრა, რომ ძალიან მომწონს.
წარმატებებს გისურვებ +2
5. ვიღაც ერთი რომ გაბედავს და პირველ ქვას ისვრის, მერე ყველანი ბრბოდ ვიქცევით და ბრბო როდის იყო აზროვნებდა?! კარგი ხარ სერგეი,როგორც ყოველთვის, ძალიან მომეწონა.+2 ვიღაც ერთი რომ გაბედავს და პირველ ქვას ისვრის, მერე ყველანი ბრბოდ ვიქცევით და ბრბო როდის იყო აზროვნებდა?! კარგი ხარ სერგეი,როგორც ყოველთვის, ძალიან მომეწონა.+2
4. ... ვიოლინო კი უკრავს , უკრავს და ადამიანთა გულებს სადღაც შორს მიერეკება ... აი გაზაფხულიც , მისი დახვეწილი არომატი.... ტყე ... ნისლი ... ცა ისეთი ლამაზია რომ ხეები ფესვებს ეჯაჯგურებინ , სურთ ზევით აფრინდნენ !... ზევით , ზევით , უსასრულოდ !... რა ცოტა ხანს გაგრძელდა ადამიანებად ყოფნა?...:( დაგემთავრებინა ასე ზრაპარივით...ნუ გაგვახსენებდი კიდევ ერთხელ ფინალში... რომ მხეცები ვართ და ვჭამთ ერთმანეთს...55555 ... ვიოლინო კი უკრავს , უკრავს და ადამიანთა გულებს სადღაც შორს მიერეკება ... აი გაზაფხულიც , მისი დახვეწილი არომატი.... ტყე ... ნისლი ... ცა ისეთი ლამაზია რომ ხეები ფესვებს ეჯაჯგურებინ , სურთ ზევით აფრინდნენ !... ზევით , ზევით , უსასრულოდ !... რა ცოტა ხანს გაგრძელდა ადამიანებად ყოფნა?...:( დაგემთავრებინა ასე ზრაპარივით...ნუ გაგვახსენებდი კიდევ ერთხელ ფინალში... რომ მხეცები ვართ და ვჭამთ ერთმანეთს...55555
3. გავგიჟდიიი! თმა ყალყზე მიდგას! ბრავო, რეზო! ძალიან მაგარია! 5 გავგიჟდიიი! თმა ყალყზე მიდგას! ბრავო, რეზო! ძალიან მაგარია! 5
2. მათი წრიპინი კი რატომღაც ვიოლინოს ხმას მოგაგონებდათ ..........
+++++ მათი წრიპინი კი რატომღაც ვიოლინოს ხმას მოგაგონებდათ ..........
+++++
1. ვახ! რეზოო!!! ძალიან მაგარი იყოო!!! აი ძალიან!!! რა საოცარი ადამიანი ხარ?! რამ მოგაფიქრა ეხლა ეეს?! ფანტასტიურია! 55555! ვახ! რეზოო!!! ძალიან მაგარი იყოო!!! აი ძალიან!!! რა საოცარი ადამიანი ხარ?! რამ მოგაფიქრა ეხლა ეეს?! ფანტასტიურია! 55555!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|