ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2010


გავეპარე

ჩემი ჩრდილი კედელს მიაყუდა
მზემ და მიაცხრილა უხმაუროდ.
გული (კაცში ღმერთის ვიწრო ბუდე) –
მოეპრიანება, უღვთოდ ხუმრობს.
ნეტავ ჰერმეტულად იხშობოდეს
ფიქრის ყველა წვრილი სადინარი,
რომ ეს მტკივნეული ფიქრთაშობა
შეწყდეს... გამკითხავი სად, ვინ არის?
რომ უკანასკნელი ილუზია
ბებიაჩემივით ჩავაწვინე
გაჭრილ სამარეში... რომ ვარ Loser...
რომ ყველა ოცნება მიჰყვა წინას,
საპნის ბუშტებივით შეენარცხნენ
გრავიტაციულ ველს, დედამიწის...
და ანონიმური ვნების მარცხით
სადღაც ეშმა ხარობს... მე კი მიჭირს
თვალების გახელა ძველებურად,
ჰოდა მთელი ძალით, მჭიდროდ ვხუჭავ.
დაზიანებული მაქვს აურა...
ჩემს ანგელოზს თვალზე ცრემლი უჩანს...

მე ხომ ოცნებებიც ცოტა მქონდა-
თბილი კერა, ძველი სამოვარი...
ახლა ფერშეცვლილი ფართო ქოლგით,
ჩემს თავს ბნელ ქუჩაში გავეპარე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები