ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2010


იქნებ როგორა ვარ...

                                            "ზოგჯერ მომიკითხე, იქნებ როგორა ვარ,
                                              ხომ არ შემიწირა ქარის გრადაციამ;"
                                                                           
                                                                                              რობერტ მესხი

ზოგჯერ მომიკითხე იქნებ როგორა ვარ,
როცა გადაივლის წუთი განრისხების.
წუხელ ჰამაკივით  მთვარე აქანავა
ქარმა, წერილს გწერდა მერე თავისხელით.

ფოთლებს ვერ აუდის ქურთი მეეზოვე...
აბა შემოდგომა როგორ ეყვარება.
მე კი უშენობა ისე მოვიძულე,
თითებს აივნებზე ვითვლი რიკულებად.

ზოგჯერ მომიკითხე იქნებ როგორა ვარ,
თუკი გახსოვარ და თუკი გენაღვლები.
თორემ შემოდგომა, როგორც მეგობარმა,
ლამის მივატოვო უკვე ხელაღებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები