ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2010


გუშინდელი გადარჩენა

გუშინ შიშველი ქარი ჰქროდა, ჰკიოდა გუშინ,
ელდანაცემი მიკიოტი ნუგეშს ელოდა,
და ცაში, ისე, როგორც უწინ ჭახჭახა ნუში,
ელვა ზემოდან ქსელს ავლებდა გაშლილ მდელოთა.

ქარი ტყვე იყო, ტყვიასავით, ტყვე იყო ქარი,
მიზნად, გახევდა დარხეული ხმელი ნეკერი.–
რაღაც უეცრად ჩამოსცვივდა ფოთოლი მჭკნარი...
თუმცა ცა დარჩა ნაცნობი და შეუდრეკელი,

– და ცა გადარჩა!

                                                                                ავტორი: მუხრან აბაშიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები