ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 ოქტომბერი, 2010


ბორითის გზაზე...

ზუსტად 21 წლის წინ - 1989 წლის 13 ოქტომბერს, ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან, ტრასაზე თეთრი ”ნივა” ამოტრიალდა; მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო, მაგრამ ბორითთან ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაღუპვის ამბავმა, თბილისამდე ძალიან სწრაფად ჩამოაღწია, მთელ საქართველოს მოედო და დღემდე პასუხგაუცემელი ბევრი კითხვა გააჩინა, იმაზე, ერია თუ არა მერაბის გარდაცვალებაში ავისმზრახველის ხელი. მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თვალს თუ გადავავლებთ და ჩვენს დღევანდელ ყოფას ბოლომდე გავიაზრებთ, ეჭვები საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის.

განვლილი, სამაგალითო ცხოვრების გამო, სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეულ მერაბ კოსტავას, სიკვდილის შემდეგ ქართველმა ერმა ეროვნული გმირის ტიტული არგუნა და მთაწმინდის პანთეონში მიუჩინა განსასვენებელი.

21 წლის წინ ავტოკატასტროფაში მერაბთან ერთად, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერები - თამარ ჩხეიძე და ზურაბ ჭავჭავაძეც მოყვნენ. ისინი ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდნენ.
მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ - ანუ დეკემბრის თვეში, ზურაბ ჭავჭავაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ყველაფერი კი სოფელ ლიხნში გამართულმა კრებამ გამოიწვია, რომელიც 18 მარტს ჩატარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები