ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2010


შენი სახლი ვარ

შენი სახლი ვარ-
აგიშენე ყოველდღიური საცხოვრისი
დაგიფინე:  შესასვლელში მარილის ქვის ნამტვრევები,
აივანთან ხორბლის სიყვითლე,
შუა ოთახში ნატვრით სავსე ვარცლი დაგიდგი.…
ფანჯრები დამრჩა-აღარ ვიცი
ფარდის ნაცვლად ლექსიანი ქაღალდები აგიკრა თუ
უბრალოდ სიტყვა მივაწებო  მაღალ მინაზე...
-----------------------------------------------------------
თითქოს მოგწონდა დასაწყისში ჩემი სინაზე
და ჩემი გრძელი, დარდიანი მოსახვევები,
მაინც ამბობდი, რომ ქალები ერთმანეთს ვგავართ
პრეტენზიებით, ნერვიული, მშრალი ხელებით,
რომ ყველას სულზე დაგვიდის წვიმა
რაღაცნაირი- ლურჯი ან მწვანე,
რომ აბა როგორ წაგვაქცევს ქარი
ასე ძალიან ხეების მგვანებს,
რომ ვღლით გარშემო კაცების მოდგმას
როდესაც ყელთან  ეგოიზმი ცრემლად გვაწვება...…
----------------------------------------------------------------
მაგრამ რატომღაც მაინც სახლად ამომირჩიე
და მოგწონს, როცა ფანჯარაზე სიტყვებს ვაწებებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები